უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

12 ოქტომბერი, 2018 11:45
font-size

საქართველოს კონკურენციის სააგენტოსა და საქართველოს სტატისტიკის ეროვნულსამსახურს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარემ ნოდარ ხადურმა და საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ, კონკურენციის პოლიტიკის წარმართვის პროცესში, სტატისტიკური მონაცემების ეფექტიანად გამოყენების მიზნით, თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს.

„ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ხელშემწყობი პირობაა დროულად და ეფექტურად განხორციელდეს შეხვედრები და კონსულტაციები; მუდმივ რეჟიმში წარიმართოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში დაცული ინფორმაციის, კვლევებისა და სხვა მონაცემების კონკურენციის სააგენტოსათვის მიწოდება; ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვა, კონკურენციის საკითხებზე საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების მიზნით ჩასატარებელი სამუშაოების ორგანიზება და ა.შ. ოფიციალური სტატისტიკა არის დემოკრატიული საზოგადოების საინფორმაციო სისტემის აუცილებელი შემადგენელი ნაწილი და დარწმუნებული ვარ, ერთობლივი ძალისხმევით, კონკურენციის სფეროში, ბევრი კარგი, ქვეყნისთვის სასიკეთო საქმის კეთება იქნება შესაძლებელი. როგორც სტატისტიკის ეროვნული სამსახურის, ისე კონკურენციის სააგენტოს თანამშრომლებს ვუსურვებ ნაყოფიერ და წარმატებულ მუშაობას“, - განაცხადა ნოდარ ხადურმა მემორანდუმის გაფორმებისას.

„მემორანდუმის ფარგლებში საქსტატი კონკურენციის სააგენტოს უზრუნველყოფს მისთვის საჭირო, სანდო, ობიექტური და დეტალური სტატისტიკური ინფორმაციით. ასევე კომპეტენციის ფარგლებში სააგენტოს თანამშრომლებს გაუწევს შესაბამის კონსულტაციებს, სტატისტიკურ მონაცემთა გამოყენების, დამუშავებისა და მასთან დაკავშირებული სხვა საკითხების შესახებ. საქსტატი იღებს ვალდებულებას, განიხილოს კონკურენციის სააგენტოს წინაშე მდგარი გამოწვევები და სააგენტოს მიერ უფლებამოსილებათა ეფექტურად განხორციელების მიზნით მოახდინოს მისი ინფორმაციული უზრუნველყოფა“, - განაცხადა საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ.

იქით მხარეს არის ზიზღი, თანამოქალაქის მიმართ ზიზღის კოეფიციენტი იყო წარმოუდგენელი - გუკა რჩეულიშვილი

16 მაისი, 2024 , 16:44

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული გუკა რჩეულიშვილი სამართალდამცველების მხრიდან ძალადობრივ ქმედებებზე "რადიო თავისუფლებასთან" საუბრობს.  „მათმა

ოპოზიციონერი დეპუტატები სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს მოუწოდებენ, ძალის გადამეტებაზე გამოძიების დეტალები წარადგინონ

16 მაისი, 2024 , 15:51

ოპოზიციონერი დეპუტატები ხატია დეკანოიძე და თამარ კორძაია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს, კოკა კაციტაძეს მიმართავენ და აქტივისტების, აქციაზე დაკავებულების, ჟურნალისტებისა და პოლიტიკოსების მიმართ განხორციელებულ ძ

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური მუქარის ზარებზე განცხადებას ავრცელებს

16 მაისი, 2024 , 15:29

პერსონალურ მონაცებთა დაცვის სამსახური ე.წ. რუსული კანონის მოწინააღმდეგებთან განხორციელებულ მუქარის ზარებზე განცხადებას ავრცელებს. უწყებაში ამბობენ, რომ მოქალაქეთა ნაწილი მათ მიმართ მუქარაზე მიუთითებდა. მათი განცხადებით,

ეკატერინა ხვედელიძე-ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს

16 მაისი, 2024 , 13:53

ეკატერინა ხვედელიძე-ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს, სადაც „ფორმულას“ ეთერში ლექტორ როსტომ ცხვედიანის გაკეთებულ განცხადებას პასუხობს. „მოგესალმებით, ბ-ნო როსტომ, შეუძლებლად ჩავთვალე, უყურადღებოდ დამეტო

ვირუსული ჰეპატიტის დიაგნოსტიკამ და მკურნალობაზე საყოველთაო ხელმისაწვდომობამ, დაავადების ტვირთი მნიშვნელოვნად შეამცირა - მიხეილ სარჯველაძე

16 მაისი, 2024 , 12:41

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, პირველ მოადგილე თამარ გაბუნიასთან ერთად, აშშ CDC-ს საქართველოს ოფისისა და დაავადებათა კონტროლისა და საზ

17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა

16 მაისი, 2024 , 10:39

ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით 2024 წლის 17 მაისი უქმე დღედ განისაზღვრა, – ამის შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილებაშია ნათქვამი, რომელიც საკანონმდებლო მაცნეში უკვე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი