უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

3 ივლისი, 2020 17:40
font-size

ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტებზე უმკაცრესი რეაგირებაა საჭირო - პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა და პრეზიდენტის მრჩეველმა ჯანდაცვის, სოციალურ, ინოვაციებისა და ბიზნესსექტორთან ურთიერთობის საკითხებში დღეს დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში მყოფი 24 წლის ქალი მოინახულა.

დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, ნათია სულავასა და ქეთევან თათოშვილს პაციენტის ამჟამინდელი მდგომარეობისა და შემდგომი მკურნალობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა და აღნიშნა, რომ პაციენტის მდგომარეობა, ამ დროისათვის, მძიმეა.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია სულავას განცხადებით, პრეზიდენტი ყოველთვის განსაკუთრებულ ყურადღებას იჩენს ქვეყანაში ქალზე ნებისმიერი სახის ძალადობის ფაქტების მიმართ.

"ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი დაინტერესდა რამდენიმე დღის წინ მომხდარი სამწუხარო ფაქტის შედეგად დაზარალებული ახალგაზრდა ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობით.

პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ მსგავსი სახის ყოველი შემთხვევა განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს, როგორც ხელისუფლების, ასევე, საზოგადოების მხრიდან და, რომ არსებითი მნიშვნელობა აქვს მომხდარ ფაქტებზე უმკაცრეს რეაგირებას.

ასევე, ნამდვილად მაღალ შეფასებას იმსახურებს დამწვრობის ცენტრის პერსონალის პროფესიონალიზმი, სწორედ მათი მცდელობით პაციენტის მდგომარეობა დადებით დინამიკაშია.

ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე და ამ მიზნით უახლოეს პერიოდში პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განახლდება შეხვედრები ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებთან", - განაცხადა ნათია სულავამ.

მიწვეული ვიყავი პრეზიდენტ ტრამპის რეზიდენციაში ვახშამზე, რომელსაც ესწრებოდა თვითონ, მისი ადმინისტრაცია; გამახარა მათმა შეფასებამ საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე - პაატა ბურჭულაძე

14 დეკემბერი, 2024 , 11:46

პაატა ბურჭულაძე აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შეხვდა. ინფორმაციას სოციალური ქსელით თავად მსოფლიო ბანი ავრცელებს და წერს: "გუშინ მქონდა პატივი მიწვეული ვყოფილიყავი პრეზიდენტ დონ

„ყაველ, ჩამოდი, ბურთი გვეთამაშე“ - აქციის მონაწილეები პარლამენტთან ბურთს თამაშობენ

14 დეკემბერი, 2024 , 11:27

„ყაველ, ჩამოდი, ბურთი გვეთამაშე“, - ამ სიტყვებით მიმართავენ საქართველოს პარლამენტთან მყოფი მოქალაქეები მიხეილ ყაველაშვილს, რომელიც „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილი პრეზიდენტობის ერთადერთი კა

პარლამენტის შენობასთან მოქალაქეები იკრიბებიან

14 დეკემბერი, 2024 , 08:26

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან მოქალაქეები იკრიბებიან. მობილიზებულია ნიღბიანი პოლიციაც. თავისუფლების მოედანზე კი წყლის ჭავლის მანქანები ჩააყენეს. ჯებირებია აღმართული  ნაძვის ხის წინ, რომლის ანთებასაც მე

საქართველოს ეკლესია ქრისტესთანაა დასაბრუნებელი - არჩილ გამზარდია

13 დეკემბერი, 2024 , 20:50

ახალგაზრდობა და არა მხოლოდ ისინი, არამედ ბევრი ჩვენგანი, ებრძვის არა რწმენას, არა სარწმუნოებას, არა ჩვენს ეკლესიას, არა ჩვენს პატრიარქს ან ვინმეს პიროვნულად, არამედ ებრძვის სიყალბეს, თვალთმაქცობას, ქრისტეს სამოსის შებღალ

პარლამენტმა ბოლო ერთი კვირის განმავლობაში მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები მიიღო, მათი ნაწილი ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტებს არ შეესაბამება - სახალხო დამცველი

13 დეკემბერი, 2024 , 18:47

როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი, საქართველოს პარლამენტმა ბოლო ერთი კვირის განმავლობაში მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები მიიღო, რომელთაგანაც რამდენიმე, სახალხო დამცველის შეფასებით, არ შეესაბამება ადამიანის უფლე

იტალიური წარმოების მაფინის ქაღალდის საცხობი ფორმების გამოყენება არაა რეკომენდებული - სურსათის ეროვნული სააგენტო

13 დეკემბერი, 2024 , 18:32

იტალიური წარმოების მაფინის ქაღალდის საცხობი ფორმების გამოყენება არაა რეკომენდებული - ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათივე თქმით, ინვენტარის გამოყენება ადამიანის ჯანმრთელობისთვის შეფა