Society
    2026-04-16 | 09:16

    იმოგზაურე გიორგი მოსიძესთან ერთად აზროვნების სამყაროში -  ზუგდიდში, გიორგი მოსიძესთან შეხვედრა გაიმართება

    იმოგზაურე გიორგი მოსიძესთან ერთად აზროვნების სამყაროში -  ზუგდიდში, გიორგი მოსიძესთან შეხვედრა გაიმართება

    საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი, ახალი ცოდნისა და განვითარების შესაძლებლობების შექმნას აგრძელებს. ამჯერად,  ზუგდიდში, გიორგი მოსიძესთან შეხვედრა  გაიმართება. ის მონაწილეებს აზროვნების, განათლებისა და ინტელექტუალური თამაშების მნიშვნელობაზე ესაუბრება.

    შეხვედრა 28 აპრილს, 19:00-ზე ზუგდიდში, სასტუმრო “ლეთოში” გაიმართება.

    შეხვედრაზე გიორგი მოსიძე დამსწრეებს გაუზიარებს თავის გამოცდილებას და ისაუბრებს თუ როგორ გვეხმარება კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნება ყოველდღიურ ცხოვრებაში უკეთესი გადაწყვეტილებების მიღებაში.

    ღონისძიება ინტერაქციული ფორმატით წარიმართება და მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, ჩაერთონ დისკუსიაში და დასვან მათთვის საინტერესო კითხვები.

    შეხვედრის დასასრულს გაიმართება ვიქტორინა, სადაც გამარჯვებულებს საჩუქრად შერჩეული წიგნები გადაეცემათ.

    ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია, თუმცა აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია ამ ბმულზე.

    Related Articles
    Announcement - June 18
    2026-06-18 | 04:41
    Announcement - June 18

    Daily Calendar - June 18
    2026-06-18 | 04:32
    Daily Calendar - June 18

    Announcement - June 17
    2026-06-17 | 05:37
    Announcement - June 17

    Daily Calendar _ June 17
    2026-06-17 | 05:26
    Daily Calendar _ June 17