social media
    2026-07-12 | 08:19

    ღნავიან, სასამართლოს დაწვის ამოცანით შენობაში შეჭრილ ელისაშვილს ამდენი წელი რატომ მიუსაჯესო და ამ უპასუხისმგებლო არსების ჰეროიზაციას ახდენენ საკუთარი სათნოების დემონსტრაციის მიზნით – თამარ ჩერგოლეიშვილი

    პარტია „ფედერალისტების“ ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს:

    „ბანერის დაჩხაპნისთვის სამი არასრულწლოვანი შვილის დედას აქვს მისჯილი 18 თვე. მზია ამაღლობელს ფურთხის სანაცვლოდ სილის გაწნისთვის აქვს მისჯილი წლები!!!

    ხალხი თვეობით ციხეში იჯდა იმის გამო, რომ წულუკიანის ფარსში არ მიიღო მონაწილეობა. მოხუცებს აკავებენ ტროტუარზე დგომისთვის!

    ამასობაში ვიღაცები ღნავიან, სასამართლოს დაწვის ამოცანით შენობაში შეჭრილ ელისაშვილს ამდენი წელი რატომ მიუსაჯესო და ამ უპასუხისმგებლო არსების ჰეროიზაციას ახდენენ საკუთარი სათნოების დემონსტრაციის მიზნით.

    თქვენ ხართ გონებასუსტები და ეს არის სიმართლე“.