სოცმედია
2026-05-06 | 08:12
ვერ ვხვდები, თუ მეუფე ზენონს ჭეშმარიტად წამს ღმერთის, რატომ ღელავს - ნინო ნადირაძე
ექიმი და ტელეწამყვანი ნინო ნადირაძე სოციალურ ქსელში წერს:
“ვერ ვხვდები, თუ მეუფე ზენონს ჭეშმარიტად წამს ღმერთის, რატომ ღელავს? მორწმუნეთათვის ყველაფერი უფლის ნებით ხდება, ამიტომ პატრიარქი უფლის ნებით აირჩევა და თუ არ წამს, საერთოდ რატომ ანაღვლებს მაშინ, თუ ვინ იქნება პატრიარქი. იმის მაგივრად, ილოცოს და ღმერთს ავედროს თავისი სურვილები, ტვ-ში სეკულარულად წუწუნებს.P.S. ნებისმიერი პატრიარქი, ვისაც აირჩევენ, ჩემთვის უფლის ნების აღსრულება იქნება.”
მსგავსი სტატიები
2026-05-05 | 07:23
ეს ის შემთხვევაა, როცა სურათია მთავარი და არა სიტყვები - ვახო სანაია