ის საქმე რაშიც პროფესიონალები ხართ - პოლიტიკოსობას ვგულოსხმობ, ცოტა არ იყოს გაუმარგლავ ყანას დაემსგავსა და ნოდი თუ გჭირდებათ, არ მოგერიდოთ - გოჩა მირცხულავა
ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა სოციალურ ქსელში წერს:
“პატივცემულო პოლიტიკოსებო (!) თქვენ აირჩიეთ პოლიტიკოსობა - არავის შემოუტენია ძალით.
ასევე ვხედავთ როგორ რუდუნებთ, წლების განმავლობაში, საზოგადოებრივი საგანმანათლებლო მიმართულებით - ტელევიზიების შტატგარეშე კომენტატორებად.
ნამდვილად საშური საქმეა, რომ თქვენი საქმიანობის ეს მიმართულება ფინანსურ ტვირთად არ აწევს ტელემედიას.
ამავდროულად, მადლიერები ვართ, რომ თანაბარ ნიჭიერებასა და ცოდნას ავლენთ კვანტურ ფიზიკასა და ხინკლის ნაოჭების რაოდენობის ტრადიციის შენარჩუნების საქმეშიც. ჩვენ იმდენად აღფრთოვანებულები ვართ თქვენი კომენტატორობის ნიჭიერებით, რომ უკვე კარგა ხანია, როგორც კი ეკრანზე გამოჩნდებით, ტელევიზორი ავტომატურად გადადის ძილის რეჟიმში და ეკრანი ბნელდება.
ამ ყველაფერში მხოლოდ ერთი პრობლემაა - ის საქმე რაშიც პროფესიონალები ხართ - პოლიტიკოსობას ვგულოსხმობ, ცოტა არ იყოს გაუმარგლავ ყანას დაემსგავსა და ნოდი თუ გჭირდებათ, არ მოგერიდოთ”.