იქილიკა, პატარა ბავშვების დაავადებაზე, ადამიანის სიცოცხლეზე იქილაკა და ტაში დაუკრეს - თამო კეშელავა
ჟურნალისტი თამო კეშელავა სოციალურ ქსელში წერს:
„პოსტვის წამყვანა დიუშენია ერთი, თუ ბიუშენიო, – იქილიკა, პატარა ბავშვების დაავადებაზე, ადამიანის სიცოცხლეზე იქილაკა და ტაში დაუკრეს.
ოღონდ, ამ წინადადებაში მხოლოდ პოსტვის წამყვანის ამაზრზენობა არ ჩანს, ამ წინადადებაში ჩატეულია მთელი სამთავრობო პროპაგანდა და ღია ბრძოლა ავადმყოფი ბავშვების წინააღმდეგ, თანაც მშვიდობის სახელით.
ჯერ წამალი არ ვარგაო, მერე კი ვარგა, მაგრამ მხოლოდ 3–5 წლით გადაუვადებს და რა აზრი აქვსო, მერე ეს ხალხის ფულიაო, ბიუჯეტიო, და ხალხის ფულს ბავშვების ფულში ხომ არ დავხარჯავთო, თითოს ხე;ლფასი ხალხის ფულიდან არ გაიზარდეს, მერე ეგ წამლები ძვირად რომ იყიდება ეგა მაფიაა და მაფიიდან წამალს ხომ არ ვიყიდითო – ისა და წლებია ფარმამაფია დაგვასვით თავზე ქვეყანაში და პირდაპირი გაგებით, ყველაფერს მაგ მაფიიდან ვყიდულობთ ზუსტადაც და მეორეც – ანუ, ამერიკა, ევროპა და ყველანი საკუთარი შვილებისთვის მაგ კომპანიებიდან ყიდულობენ და შენთვისაა მაფია?
თქვენივე გუნდის წევრები გიზით ციხეში, საბავშვო ბაღებში ბავშვების საჭმლის მოპარვისთვის და ვის მაფიოზობაზე იღებთ ხმას?
და ბიძინას რომ უნდოდეს ეგ წამალი, იმასაც ურჩევდით, ძვირია და არ იყიდოო?
გეუბნები, რომ კი, ჩემი გადასახადებით მე მინდა ამ ბავშვებისთვის წამლის ყიდვა!
ნებისმიერი მძღოლი გააჩერეთ და კითხეთ – ჯარიმებს რომ ახდევინებთ "დო @უია". იმ ფულით, თანახმაა თუ არა ბავშვებს წამალი უყიდოთ და ნახავთ რას გეტყვიან!
ქუჩაში კითხეთ ადამიანებს – ყოველი ნაყიდი პურის ლუკმიდან სახელმწიფოს რომ უხდის ფულს, იმ ფულიდან თუ უნდა ბავშვებს უყიდონ წამალი.
აბა, თქვენიანებს თუ კითხავთ, ბავშვებს წამალი, თუ ცოლს ბრენდების რეპლიკა ჩანთები და "ზმანებიო", კია სახეზე რასაც ირჩევენ!
არა, ხალხს კითხეთ და კითხვაც რად უნდა, კითხვა არ იცით? კითხვა თუ არ იცით,. ფეისბუქის სქროლვის სამსახურს რაღატომ ქმნით?“