მსოფლიო
    2026-05-30 | 06:11

    დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთი ახალ მასშტაბურ იერიშს ამზადებს -ზელენსკი

    დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთი ახალ მასშტაბურ იერიშს ამზადებს -ზელენსკი

    უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ დაზვერვის მონაცემებით, რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ახალი მასშტაბური საჰაერო თავდასხმისთვის ემზადება.

    მისი თქმით, მოქალაქეებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ საჰაერო განგაშის სიგნალებს და უსაფრთხოების წესები დაიცვან.

    „ჩვენ გვაქვს დაზვერვის ინფორმაცია რუსეთის მიერ ახალი მასშტაბური დარტყმის მომზადების შესახებ. გთხოვთ, ყურადღება მიაქციოთ საჰაერო განგაშს და გაუფრთხილდით საკუთარ სიცოცხლეს. ჩვენი სამსახურები სრულ მზადყოფნაში არიან, ხოლო საჰაერო ძალები და ცის სხვა დამცველები, როგორც ყოველთვის, 24-საათიან რეჟიმში იმუშავებენ“, – განაცხადა ზელენსკიმ.

    უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ქვეყნის მთავარ პრიორიტეტად კვლავ საჰაერო თავდაცვის გაძლიერება და პარტნიორების მხრიდან დახმარების გაგრძელება რჩება.

    ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ პარტნიორი ქვეყნების მიერ გამოყოფილი ფინანსური რესურსები, მათ შორის, MIM-104 Patriot Patriot-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის რაკეტების შესაძენად გროვდება და ამ მიმართულებით საკმარისი მიწოდება მნიშვნელოვანწილად აშშ-ზეა დამოკიდებული.