მსოფლიო
2026-07-08 | 10:54
შეერთებულმა შტატებმა ირანულ ნავთობზე სანქციები ხელახლა დააწესა
შეერთებულმა შტატებმა ირანულ ნავთობზე სანქციები ხელახლა დააწესა მას შემდეგ, რაც ირანმა ჰორმუზის სრუტეში კომერციულ გემებზე დარტყმები განახორციელა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ გასულ თვეს თეირანსა და ვაშინგტონს შორის არსებული მყიფე შეთანხმების ფარგლებში ირანის ნავთობის გაყიდვის ნებართვა 21 აგვისტომდე გასცა, თუმცა, სამშაბათს მიღებული გადაწყვეტილების შედეგად, ეს პერიოდი 17 ივლისამდე შემცირდა.
Reuters-ის ინფორმაციით, ირანულ ნავთობზე სანქციების ხელახალი დაწესების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ ნავთობის ფასები 5%-ზე მეტით გაიზარდა.
ცნობისთვის, ირანმა ორშაბათს და სამშაბათს ჰორმუზის სრუტეში სავაჭრო გემებზე სამი თავდასხმა განახორციელა.
მსგავსი სტატიები
2026-07-28 | 11:21
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ვაშინგტონში ჩავიდა