საზოგადოება
    2026-07-21 | 14:19

    თბილისში მწნილის მწარმოებელს საწარმოო პროცესი შეუჩერეს

    თბილისში მწნილის მწარმოებელს საწარმოო პროცესი შეუჩერეს

    სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თბილისში მწნილის მწარმოებელს საწარმოო პროცესი შეუჩერა. ინფორმაციას ამის შესახებ სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

    სააგენტოს ცნობით, ბიზნესოპერატორი ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე საქმიანობდა.

    „თბილისის დეპარტამენტის ინსპექტორებმა, სააგენტოში შემოსული შეტყობინების საფუძველზე, ფიზიკური პირის, ჯ. შ. მწნილის საწარმო (მისმართი: თბილისი, მეველის N30) შეამოწმეს.

    ინსპექტირების შედეგად ობიექტზე დაფიქსირდა კრიტიკული შეუსაბამობები: ჰიგიენური ნორმების უხეში დარღვევა; არასათანადო რეცხვა-დეზინფექცია; ინფრასტრუქტურის გაუმართაობა;

    ამავდროულად, აღმოჩნდა, რომ ბიზნესოპერატორი ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე საქმიანობდა. კანონმდებლობის შესაბამისად, ფიზიკური პირი დაჯარიმდა და სaწარმოო პროცესი შეუჩერდა.

    სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს, საქმიანობა კანონმდებლობისა და სურსათის უვნებლობის მოთხოვნების დაცვით განახორციელონ“, – ნათქვამია ინფორმაციაში.