საზოგადოება
    2026-07-21 | 18:16

    არაალკოჰოლური სასმელების საწარმოებში „სურნელი 2008“-სა და „თბილისურში“ დარღვევები გამოვლინდა და საწარმოო პროცესი შეუჩერდათ - სურსათის ეროვნულმა სააგენტო

    არაალკოჰოლური სასმელების საწარმოებში „სურნელი 2008“-სა და „თბილისურში“ დარღვევები გამოვლინდა და საწარმოო პროცესი შეუჩერდათ - სურსათის ეროვნულმა სააგენტო

    სურსათის ეროვნულმა სააგენტომ არაალკოჰოლური სასმელების საწარმოებში „სურნელი 2008“-სა და „თბილისურში“ დარღვევები გამოავლინა. ინფორმაციას ამის შესახებ სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

    სააგენტოს ინფორმაციით, კანონმდებლობის შესაბამისად ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ  და  საწარმოო პროცესი შეუსაბამობების გამოსწორებამდე შეუჩერდათ.

    „სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის დეპარტამენტის ინსპექტორებმა არაგეგმურად შეამოწმეს თბილისში არსებული არაალკოჰოლური სასმელების წარმოებები – შპს „სურნელი 2008“ (მისამართი: თავაძის ქ 12) და ინდივიდუალური მეწარმის გ.მ. წარმოება „თბილისური“  (მისამართი:  სერგი ჯიქიას ქუჩა N28).

    შემოწმების შედეგად გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები: ჰიგიენური ნორმების დარღვევა; არასათანადო რეცხვა-დეზინფექცია. ასევე, საწარმო „თბილისურში“ დაფიქსირდა:  ეტიკეტირების წესების დარღვევა; საკვები დანამატების მიკვლევადობის წესების დარღვევა.

    „კანონმდებლობის შესაბამისად, ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ და საწარმოო პროცესი შეუსაბამობების გამოსწორებამდე შეუჩერდათ.

    სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს, საქმიანობა კანონმდებლობის მოთხოვნების და სურსათის უვნებლობის სტანდარტების დაცვით აწარმოონ“, – ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.