კომენტარი
    2026-07-22 | 13:05

    ეს არ არის მხოლოდ ჩემს შესახებ გადაწყვეტილება, ეს ეხება საზოგადოების თითოეულ წევრს, ყველას მიმართ გზავნილია - ვახო სანაია

    ეს არ არის მხოლოდ ჩემს შესახებ გადაწყვეტილება, ეს ეხება საზოგადოების თითოეულ წევრს, ყველას მიმართ გზავნილია - ვახო სანაია

    ჟურნალისტი ვახო სანაია აცხადებს, ვერანაირი სასჯელით ვერ შეუზღუდავენ საკუთარი აზრის გამოთქმის თავისუფლებას.

    „რასაც ვსაუბრობთ ტელევიზიით, სხვადასხვა მედიასაშუალებით, ეს არ მოსწონთ. ეს არ არის მხოლოდ ჩემს შესახებ გადაწყვეტილება, ეს ეხება საზოგადოების თითოეულ წევრს, ყველას მიმართ გზავნილია. მათ ძალიან კარგად იციან, რომ ჩემზე არც ჯარიმა იმოქმედებს, არც პატიმრობა იმოქმედებს. ეს არის გზავნილი ყველასადმი, რომ გაჩუმდეთ. ეს საზოგადოება არ გაჩუმდება, ყოველთვის გამოხატავს თავის აზრს ამა თუ იმ ფორმით. სამმართველოს შექმნამდეც დამიწერეს ჯარიმა, მაგრამ ჩემთვის სულერთია. ჩემთვის მთავარი არის ის, რომ მე გამოვთქვა ჩემი აზრი. და სულერთია რამდენდღიანი პატიმრობა იქნება, რამდენ ხნიანი პატიმრობა იქნება ახლა თუ მომავალში, ან რამდენ ჯარიმას დაწერენ“, — განაცხადა ვახო სანაიამ „ფორმულასთან“.

    ფეისბუკზე გამოქვეყნებული პოსტის გამო ჟურნალისტ ვახო სანაიას მოსამართლე ზვიად ცეკვავამ 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მიუსაჯა.