სამართალი
2026-07-22 | 11:43
პოლიციამ თანასოფლელის მიმართ ჯგუფურად განხორციელებული ძალადობის ბრალდებით გარდაბანში ორი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად განხორციელებული ძალადობის ბრალდებით, ორი პირი დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები ყოფით ნიადაგზე მომხდარი ურთიერთშელაპარაკებისას, ფიზიკურად გაუსწორდნენ თანასოფლელ მამაკაცს და ადგილიდან მიიმალნენ.
სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულში ბრალდებული ორივე პირი მომხდარიდან მალევე დააკავეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით მიმდინარეობს, რაც 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ინფორმაციას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.