ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული ირაკლი ჩიხლაძე კვლავ პატიმრობაში რჩება
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული ირაკლი ჩიხლაძე კვლავ პატიმრობაში რჩება. მოსამართლე ლელა კალიჩენკოს გადაწყვეტილებით, საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა.
დღეს სხდომაზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელეს. გადაისინჯა ჩიხლაძისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა.
პროცესს ირაკლი ჩიხლაძეც ესწრებოდა.
ცნობისთვის, ირაკლი ჩიხლაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ჯაშუშობის ბრალდებით 30 მაისს დააკავა.
სუს-ის განცხადებით, ირაკლი ჩიხლაძე „უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის დავალებების შესაბამისად, მართავდა სხვადასხვა პირისგან შემდგარ სადაზვერვო ქსელს, კოორდინაციას უწევდა მათ საქმიანობას და უზრუნველყოფდა მიღებული ინფორმაციის შეგროვებასა და გადაცემას".
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ორმაგი ჯაუშობის ბრალდებით კიდევ ერთი პირი, გულბაათ რცხილაძეც 30 მაისს დააკავა.