სოცმედია
    2026-07-23 | 17:29

    რა სურს ნაცს? რაც შეიძლება მეტი ტრაგედია, მეტი ადამიანური უბედურება და ტკივილი, რომელსაც პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენებს - დიტო სამხარაძე  

    რა სურს ნაცს? რაც შეიძლება მეტი ტრაგედია, მეტი ადამიანური უბედურება და ტკივილი, რომელსაც პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენებს - დიტო სამხარაძე  

    „ქართული ოცნების“ წევრი დიტო სამხარაძე სოციალურ ქსელში წერს:

    „სოციალურ ქსელებში ნაცური ტელევიზიების გვერდებსა და მათ მიერ კონტროლირებად ანგარიშებს გადავხედე. გასაკვირიც არაფერი მინახავს, როგორც მოსალოდნელი იყო, სხვისი ტრაგედიის საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას ცდილობდნენ! რა თქმა უნდა ნაცური გულის გახარებით, გამოვიყენოთ ახლა სხვისი ტრაგედია ხელისუფლებაში მოსასვლელადო (რაც არასდროს მოხდება). მათ მიერ დასპონსორებული „ნიუსები“ თითქმის მთლიანად არასრულწლოვანის გარდაცვალებას ეხებოდა. მთელი ღამის განმავლობაში მკვლელობისა და სიკვდილის თემის გაშუქებაში ხარჯავდნენ რესურსს, ხოლო ის ფაქტი, რომ შსს-მ ბრალდებული დააკავა, მოგვიანებით, სადღაც მიჩქმალულად ახსენეს.

    რა სურს ნაცს?

    რაც შეიძლება მეტი ტრაგედია, მეტი ადამიანური უბედურება და ტკივილი, რომელსაც პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენებს. როდესაც საქმე არასრულწლოვანის გარდაცვალებას ეხება, ორმაგი მონდომებით იწყებენ საზოგადოების გაღიზიანების, შუღლისა და დაპირისპირების კამპანიას. ნაცსა და მათთან დაკავშირებულ ოპოზიციურ პარტიებს, ისევე როგორც მათ ტელევიზიებსა და „პეროიანებს“, სხვაგვარად მოქმედება არ შეუძლიათ. მათი აზროვნება სხვის კარნახზეა დამოკიდებული, ხოლო ადამიანური თანაგრძნობა არასოდეს ყოფილა მათი ძლიერი მხარე.

    ურჯულოები ხართ და აღარ გამოგდით საზოგადოების თქვენი მეპატრონეების ნებაზე ტარება!

    გულითადად ვუსამძიმრებ გარდაცვლილი ახალგაზრდა ვაჟკაცის ოჯახს და დაშავებულებს მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ. უფალი გფარავდეთ".

    ინფორმაციისთვის, გუშინ გვიან საღამოს, ვერაზე, ხორავას ქუჩაზე სროლის შედეგად 4 ადამიანი დაიჭრა, მათ შორის ორი არასრულწლოვანი. მოგვიანებით, 17 წლის ნიკოლოზ ღუნაშვილი კლინიკაში გარდაიცვალა. როგორც შსს-ს მიერ გვიან ღამით გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, "სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირი მომხდარიდან მალევე დააკავეს". ვერაზე მომხდარი სროლისა და მკვლელობის საქმეზე ნიკა კაპანაძეა დაკავებული, რომელიც ამ დროისთვის კლინიკაში იმყოფება.