პოლიტიკა
    2026-07-29 | 15:09

    ივანიშვილის მიერ გამოგორებული მისი სრულიად უშინაარსო ადვოკატის, ვინმე ყიფიანის მატარებელში ჩაბმას ცდილობენ ის ოპოზიციონერები, ვინც ადრე გილაურებს ჩაება, აქაოდა აქაც ფულიაო - მიხეილ სააკაშვილი 

    ივანიშვილის მიერ გამოგორებული მისი სრულიად უშინაარსო ადვოკატის, ვინმე ყიფიანის მატარებელში ჩაბმას ცდილობენ ის ოპოზიციონერები, ვინც ადრე გილაურებს ჩაება, აქაოდა აქაც ფულიაო - მიხეილ სააკაშვილი 

    საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი პარტია “ჯერ საქართველოს” დამფუძნებლის, ვიქტორ ყიფიანის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.

    “გამაოგნებელია, რომ ივანიშვილის მიერ გამოგორებული მისი სრულიად უშინაარსო ადვოკატის, ვინმე ყიფიანის მატარებელში ჩაბმას ცდილობენ ის ოპოზიციონერები, ვინც ადრე გილაურებს ჩაება, აქაოდა აქაც ფულიაო.

    ამ ხალხმა ვერაფერი ისწავლა და აწი, ალბათ, ვეღარც ისწავლის, ხან ერთი სუბიექტის, ხან მეორე სუბიექტის გავლით ლამობენ მიუერთდნენ ივანიშვილის ფულს”, - წერს მიხელ სააკაშვილი.