უკან

მოზაიკა

16 მარტი, 2019 15:00
font-size

10 უბრალო პროდუქტი, რომელიც მთლიანად გაგიწმენდთ არტერიებს

ამ სტატიაში ჩვენ შემოგთავაზებთ 10 პროდუქტს, რომელიც გაგიწმენდთ სისხლძარღვებს და დაგეხმარებათ სერიოზული დაავადებების თავიდან არიდებაში.

თევზი

მრავალი მეცნიერული კვლევითაა დამტკიცებული, რომ თევზი, განსაკუთრებით კი თინუსი და ორაგული, გამდიდრებულია ომეგა-3_ის ცხიმებით. ეს ნივთიერება გვეხმარება არტერიების კედლებზე ცხიმოვანი ფენების დაგროვების თავიდან არიდებაში. გარდა ამისა, ცხიმოვანი მჟავები ხელს უშლის ქოლესტერინის დაჟანგვას და თრომბების ფორმირებას.

ისპანახი

ეს მცენარე შეიცავს ფოლიუმის მჟავას, კალიუმს და გვეხმარება ჰიპერტონიის თავიდან არიდებაში. ისპანახი ხელს უშლის ქოლესტერინის ფორმირებას. ეს პროდუქტი ასევე შეუცვლელია გულის შეტების პრევენციისთვის. ლუტეინი, ისპანახის შემადგენელი ერთ-ერთი მნიშნელოვანი კომპონენტი, გვიცავს მაკულარული დეგენერაციისგან, რომელიც დაბერების პროცესთანაა დაკავშირებული.

ნიორი

უძველესი დროიდან მოყოლებული ნიორს სხვადასხვა დაავადებების წინააღმდეგ საბრძოლველად მიმართავენ. ეს უნიკალური პროდუქტი გვეხმარება მაღალი არტერიული წნევის დამარცხებაში და ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პრევენციისთვის. უკანასკნელი კვლევის შედეგები გვიჩვენებს, რომ ნიორი გვეხმარება კორონალური არტერიების კალციფიკაციის თავიდან არიდებაში.

მოცვის წვენი

იმ შემთხვევაში, თუ თქვენ მიიღებთ კვირაში 3 ჭიქა მოცვის წვენს, შეძლებთ არტერიების მთლიანად გაწმენდას. ეს წვენი სტიმულირებს უჯრედების უნარს, შთანთქოს ცხიმები და გამოიმუშავოს ენერგია, რის შედეგადაც ცხიმები აღარ გროვდება სისხლძარღვების კედლებზე.

ზეითუნის ზეთი

მეცნიერული კვლევები გვიჩვენებს, რომ ზეითუნის ზეთი თავიდან გვარიდებს ქოლესტერინის დაგროვებას. ეს პროდუქტი შეიცავს დიდი რაოდენობით მონოუჯერ ცხიმებს, რომლებიც ცუდ ქოლესტერინს დაუყონებლივ ანადგურებს.

პომიდორი

იაპონელი მეცნიერების რწმუნებით, შენაერთები, რომლებიც მრავლადაა პომიდორში, ხელს უშლის ათეროსკლეროზის განვითარებას. ერთ-ერთი ასეთი შენაერთია ლიკოპინი. სწორედ ეს ნივთიერება ანიჭებს პომიდორს წითელ შეფერილობას. გარდა ამისა, მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ქალბატონებს, რომელთა ორგანიზმში ლიკოპინის შემცველობა მაღალია, ნაკლები პრობლემები აქვთ არტერიებთან დაკავშირებით.

შვრია

ბოჭკოები, რომელთაც მრავლად შეიცავს შვრია, ხელს უშლის ქოლესტერინის ფორმირებას. კვლევების შედეგად დამტკიცდა, რომ ქოლესტერინის დონის 20%_ით შემცირება სავსებით შესაძლებელია, თუ თქვენ დღეში 1.5-2.5 ჭიქა შვრიას მიირთმევთ.

ბროწეული

ბროწეული ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო ხილია, რომელიც ფლობს ძლიერ ანტიოქსიდანტურ თვისებებს და თავიდან გვარიდებს ათეროსკლეროზის განვითარებას.

კივი და ნესვი

მხოლოდ ერთი ჭიქა კივისა და ნესვის ნარევი დღეში დაგეხმარებათ არტერიების გაწმენდაში და სისხლში ცუდი ქოლესტერინის შემცველობის შემცირებაში.

ყურძენი

ყურძნის შემადგენელი ყველაზე სასარგებლო კომპონენტები ფლავანოიდები, რესვერატროლი და კვერციტინია. ეს ნივთიერებები ხელს უშლის ქოლესტერინის დაჟანგვას, რაც ძალზედ საზიანოა ჩვენი ჯანმრთელობისთვის. ყურძნის ყოველდღიურ კვების რაციონში ჩართვით თქვენ შეამცირებთ თრომბების წარმოქმნის რისკს.

აუცილებლად ჩაამატეთ საკუთარ კვების რაციონში ზემოთ ჩამოთვლილი 10 პროდუქტი, რათა შეინარჩუნოთ ჯანმრთელობა მრავალი წლით.

წყარო: vivien.ge

“ომეგა მოტორსში” BMW ახალი X5 და პირველი X7 მოდელების პრემიერა გაიმართა

18 ივნისი, 2019 , 10:25

“ომეგა მოტორსი” 2019 წელს, დაარსებიდან 20 წლის იუბილეს აღნიშნავს. სიუბილეო თარიღის ფარგლებში, 14 ივნისს, თბილისში, კომპანიის სადილერო ცენტრში, BMW X7 და BMW X5 პრემიერა გაიმართა. საღამოს ესწრებოდნენ ქართველი

სწრაფი სესხები

14 ივნისი, 2019 , 14:07

სწრაფი ონლაინ სესხები ქართულ ფინანსულ ბაზარზე საკმაოდ ახალი პროდუქტია, რომელიც უკვე დიდი პოპულარობით სარგებლობს. ის საშუალებას აძლევს მომხმარებელს მიიღოს სასურველი თანხა სახლიდან გაუსვლელად, ძალიან სწრაფად და დღისა თუ კვ

დედა დათვი ბელებით ფშავში

14 ივნისი, 2019 , 11:02

ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკი „ფეისბუქში“ ავრცელებს დათვისა და ბელების ვიდეოს, რომელიც ფშავის უბანშია გადაღებული. „დედა დათვი ბელებით – გადადიან ყირაზე და უკანა თათებზე დგებიან პატარა ბ

როგორ შევარჩიოთ აუზი აგარაკისთვის - გასაბერი თუ კარკასული?

12 ივნისი, 2019 , 11:17

ზაფხული დადგა, ტემპერატურამ იმატა და მოსახლეობის უმრავლესობა დასასვენებლად აგარაკებისა და სოფლებისკენ გაემართა. სიცხესთან საბრძოლველად ყველაზე ეფექტური საშუალება  წყალია. როდესაც ქალაქის ცხელი ჰავისგან დაღლილს გინდა

“ჩაისუნთქე-ამოისუნთქე” - ქართული კინო შანხაის საერთაშორისო კინოფესტივალზე

10 ივნისი, 2019 , 15:10

15-25 ივნისს აზიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კინომოვლენა – შანხაის საერთაშორისო კინოფესტივალი გაიმართება. ფესტივალის მთავარ საკონკურსო პროგრამაშია გერმანიაში მოღვაწე ქართველი რეჟისორის – დიტო ცინცაძის ფ

მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ზოგან შესაძლებელია სეტყვა

10 ივნისი, 2019 , 15:10

საქართველოს ზოგიერთ რეგიონში დღეს და ხვალ მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ზოგან შესაძლებელია სეტყვა. ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე იქროლებს აღმოსავლეთის ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლ