უკან

რეგიონები

18 სექტემბერი, 2018 14:45
font-size

აჭარაში საქართველოს ბიზნესომბუდსმენის წარმომადგენელი დაინიშნა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და საქართველოს ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე რეგიონში მოქმედ 200მდე კერძო სექტორის წარმომადგენელს შეხვდნენ და მათ აჭარაში ბიზნესომბუდსმენის წარმომადგენელი ოფიციალურად წარუდგინეს.

აჭარაში ბიზნესომბუდსმენის წარმომადგენლის პოზიციას ტარიელ გიორგაძე დაიკავებს. ტარიელს აქვს მაგისტრის ხარისხი ეკონომიკაში. ასევე, ფლობს ამერიკის ეკონომიკური განათლების ნაციონალური საბჭოს დიპლომს. მას აქვს მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება, როგორც საჯარო, ასევე, კერძო და არასამთავრობო სექტორში. ტარიელ გიორგაძე კერძო სექტორში მუშაობდა სხვადასხვა ბიზნესის მენეჯერად. ასევე, იყო არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის პრეზიდენტი. 2014-2018წწ იკავებდა სსიპ სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს, აჭარის რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტის უფროსის პოზიციას.

„აჭარის რეგიონი გამოირჩევა ეკონომიკური და საინვესტიციო მიმართულებით მაღალი აქტივობით, მიმდინარეობს და დაგეგმილია საინვესტიციო პროექტები. აქ წარმოდგენილები არიან, როგორც ქართველი ასევე, უცხოელი ინვესტორები. აჭარაში ბიზნესომბუდსმენის წარმომადგენლის დანიშვნა ადგილობრივ მთავრობასა და კერძო სექტორს შორის კომუნიკაციას კიდევ უფრო გააქტიურებს. ჩვენი რეგიონული შეხვედრების დროს ბიზნესმენები ერთ-ერთ პრობლემურ საკითხად სწორედ ადგილობრივ თვითმართველობასთან უფრო მჭიდრო კომუნიკაციის საკითხს აყენებდნენ და ვფიქრობ ჩვენი წარმომადგენლის დანიშვნა მეწარმეებს დაეხმარებათ ამ საკითხის მოგვარებაში. საჯარო და კერძო სექტორს შორის ურთიერთობის ახალი პლატფორმის მიზანია დავეხმაროთ და მაქსიმალურად სწრაფად და ეფექტიანად აღმოვფხვრათ ყველა ის პრობლემა, რომელიც ბიზნესმენებს კანონიერი სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების პროცესში ექმნებათ. მინდა წარმატებები ვუსურვო ტარიელს ახალ პოზიციაზე,“ - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

11-25 აპრილს გომბორი-თელავის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

10 აპრილი, 2024 , 11:05

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 11 აპრილიდან 25 აპრილის ჩათვლით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზ

საქართველოს ბანკის რიგით 21-ე იდეათეკა ახალციხეში გაიხსნა

25 მარტი, 2024 , 17:05

საქართველოს 8 რეგიონში უკვე საქართველოს ბანკის 21 მულტიფუნქციური საგანმანათლებლო სივრცე - იდეათეკა ფუნქციონირებს. ეს ყველაფერი არაა. ფინანსური ინსტიტუტი მოსწავლეებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. საქ

ქობულეთში, შემოვლით გზაზე ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა

25 მარტი, 2024 , 12:09

ქობულეთში, შემოვლით გზაზე ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. "აჭარის ტელევიზიის" ინფორმაციით, შემთხვევა სოფელ ოჩხამურთან მოხდა და გარდაცვლილები ოჯახის წევრები არიან.  სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის განმარტებით,

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ხარაბაძე დაინიშნა

20 მარტი, 2024 , 12:00

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ხარაბაძე დაინიშნა. პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ახალ გუბერნატორს დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. პრემიერმა ლევან ხარაბაძ

ოზურგეთი-თბილისის მატარებელი სოფელ ნატანებთან ლიანდაგიდან გადავიდა, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა

20 მარტი, 2024 , 11:48

ოზურგეთი-თბილისის მატარებლის ელმავალი და პირველი ვაგონი სოფელ ნატანებთან ლიანდაგს ასცდა. როგორც საქართველოს რკინიგზაში აცხადებენ, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მათივე ცნობით, ამ დროისათვის მიმდინარეობს მოკვლევა დ

დედოფლისწყაროში, ტყის მიმდებარედ მამაკაცი ხანძრის გაჩენას ცდილობდა - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

5 მარტი, 2024 , 11:16

ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც დედოფლისწყაროს რაიონში, ტყის მიმდებარედ ხანძარს მიზანმიმართულად აჩენდა, 500 ლარით დაჯარიმდა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. „შინა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი