უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

15 ნოემბერი, 2016 14:50
font-size

ადამიანებს მეტი სტიმული მიეცემათ, რათა როგორც დანაზოგები, ისე სესხები აიღონ ლარში - აკაკი ზოიძე

,,ქართული ოცნების’’ წევრი, აკაკი ზოიძე ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებით მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა.

როგორც ზოიძემ ლარის კურსის არსებული მდგომარეობის შეფასებისას აღნიშნა, ეს არის მოკლევადიანი რყევები.

მისივე თქმით, ბოლო პერიოდში როგორც მთავრობის ხელმძღვანელმა, ისე ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, ამომწურავი კომენტარი გააკეთეს იმ მიმდინარე მოვლენებზე, რაც მოსახლეობას და მოქალაქეებს ძალიან აწუხებს.

,,ეს არის ლარის კურსი, მოკლევადიანი რყევები. ახსნილი არის ჩემის აზრით, მიზეზები ამომწურავად, თუ რატომ ხდება და ძალიან დამაჯერებელ გეგმას წარმოვადგენთ მთავრობა, ჩვენი გუნდი, მთავრობა ეროვნულ ბანკთან ერთად კონსულტაციებით და ასევე საერთაშორისო სავალუტო ფონდთან. რაც შეეხება საშუალო და გრძელვადიან გაჯანსაღებას ლართან დაკავშირებული სიტუაციის, ეს პირველი გახლავთ საბიუჯეტო პრიორიტეტების სწორად შერჩევა, ანუ სწრაფ ეკონომიკურ ზრდაზე ორიენტირებული ბიუჯეტის შექმნა, როგორც 2017 წლის, ისე მომავალ წლებში. ეს გულისხმობს ინფრასტრუქტურული ხარჯების მკვეთრ ზრდას, რათა ეს არის საფუძველი ეკონომიკური ზრდისა და ადმინისტრაციული ე.წ. ბიუროკრატიული ხარჯების შემცირება, მნიშვნელოვანი როგორც ცენტრალური, ისე ადგილობრივი ხელისუფლების დონეზე. ეს ყველაფერი წარმოდგენილი იქნება მთავრობის მიერ, როცა დამტკიცდება პარლამენტში მთავრობა, პირველივე სესიაზე სწორედ ახალი ბიუჯეტი, სადაც ეს პრიორიტეტები იქნება ძალიან ნათლად ასახული.

რაც შეეხება ლარის დედოლარიზაციის პროგრამას, ამის თაობაზე ეროვნული ბანკი დიდი ხანია საუბრობს, გარკვეული ზომები იქნა მიღებული, მათ შორის დეპოზიტებთან მიმართებაში, მაგრამ მთავარი ამოცანა დედოლარიზაციის ჩვენთვის არის, რომ სესხებიც და დეპოზიტებიც წახალისდეს, რომელიც იქნება ეროვნულ ვალუტაში. ამ მიზნით მთავრობასთან ერთად, როგორც უკვე ითქვა, გამოქვეყნდება სამოქმედო გეგმა, სადაც საუბარი იქნება სწორედ საბაზრო მექანიზმებზე, ხაზს ვუსვამ და არა რაღაც უხეშ რეგულაციებზე, რომელიც ხელს შეუწყობს იმას, რომ ადამიანებს მეტი სტიმული მიეცემათ, რათა როგორც დანაზოგები, ისე სესხები აიღონ ლარში’’, - ნათქვამია აკაკი ზოიძის განცხადებაში, რომელსაც "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" ავრცელებს.

ნინო ექვთიმიშვილი

საშუალოვადიან პერიოდში საქართველო იქნება ერთ-ერთი ყველაზე მზარდი ეკონომიკა ევროპასა და რეგიონის ქვეყნებს შორის - ლევან დავითაშვილი

22 აპრილი, 2024 , 10:48

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა საქართველოს ეკონომიკაში არსებულ ტენდენციებსა და მათი განვითარების პროგნოზებზე, ეკონომიკის სექტორულ პრიორიტეტებსა და გამოწვევე

კაპიტალის ბაზარი სწრაფად ვითარდება, რეფორმა აქტიურ ფაზაში შევიდა და საპენსიო ფონდის როლი მნიშვნელოვნად იზრდება - ირაკლი ნადარეიშვილი

5 აპრილი, 2024 , 14:03

სწრაფ ეკონომიკურ ზრდაზე, იმ დინამიკაზე როდესაც ვსაუბრობთ, რომელიც ფიქსირდება საქართველოს ეკონომიკაში ბოლო წლების განმავლობაში, ერთ-ერთი მთავარი ამოცანა და საკითხი, რომელიც ყოველთვის დგება განვითარებად ეკონომიკებში, არის

საქართველოში დაბალ ინფლაციას მიზნობრივ სამპროცენტიან მაჩვენებელთან ნორმალიზება, ასევე მსოფლიოში სურსათის ფასების შემცირება განაპირობებს - ეროვნული ბანკი

5 აპრილი, 2024 , 12:48

2024 წლის მარტში წლიურმა ინფლაციამ 0.5% შეადგინა, ხოლო თებერვალთან შედარებით ფასები 0.01%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ცნობით, დაბალ ინფლაციას, ერთი მხრივ, ადგილობრივ

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

ცოდნაზე დაფუძნებული, ინოვაციური ეკონომიკის განვითარებას ჩვენი ქვეყნის წინსვლისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს - ირაკლი კობახიძე

19 მარტი, 2024 , 12:27

მინდა, მივულოცო ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის იუბილე, ეს ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი