უკან

ეკონომიკა

25 აგვისტო, 2018 14:02
font-size

ადგილობრივი მწარმოებლები ხელისუფლებას დამპინგური პროცესების შესაჩერებლად აქტიური პოლიტიკის გატარებისკენ მოუწოდებენ

საქართველოში დამპინგური სავაჭრო გარემო ათასობით სამუშაო ადგილს გაქრობის საფრთხის წინაშე აყენებს. თამბაქოს, კვერცხის, თაფლის და ჩაის მწარმოებლების შემდეგ, ქვეყანაში არაკონკურენტული ბიზნეს გარემოს შესახებ უკვე ფოლადისა და ცემენტის მწარმოებლები ალაპარაკდნენ.

რუსთავის მეტალურგიული ქარხანა და ჰაიდელბერგ ცემენტი საქართველოს ხელისუფლებას დამპინგური პროცესების შესაჩერებლად აქტიური პოლიტიკის გატარებისკენ მოუწოდებენ.

ამ ფონზე, მთავრობა საკანონმდებლო ბაზის დახვეწის აუცილებლობაზე ისევ საუბრობს, თუმცა მეწარმეების თქმით, ჯერჯერობით, ერთი პოზიტიური ნაბიჯიც არ არის გადადგმული.

რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში აცხადებენ, რომ თვითღირებულებაზე დაბალ ფასად იმპორტირებული პროდუქცია ქართულ ნაწარმს რეალიზაციის სერიოზულ პრობლემებს უქმნის. მათი პროგნოზით, თუ ასე გაგრძელდა, ქარხანას შესაძლოა, რამდენიმე კვირაში 300-მდე მეტალურგის გათავისუფლება მოუწიოს.

"მომგებიანობამ დაიკლო 25%-ით იმის გამო, რომ არის ბაზარზე დამპინგი და ამან შეაჩერა 25 მილიონიანი განვითარების პროექტი", - აცხადებს რუსთავის მეტალურგიული ქარხნის გენერალური დირექტორი ნუგზარ კაჩუხაშვილი.

ჯართის შემგროვებლებიდან დაწყებული ქარხნის მუშებით დასრულებული, ქართული რკინის წარმოებაზე ფინანსურად დაახლოებით 10 ათასი ადამიანია დაკავშირებული.

"მეტალურგიის ინდუსტრიაში დასაქმებულია დაახლოებით 10 ათასამდე ადამიანი პირდაპირ თუ არაპირდაპირ. ეს ყველაფერი შესაძლოა, საფრთხის წინაშე დადგეს" , - ამბობს კაჩუხაშვილი.

არაკონკურენტული სავაჭრო გარემოს შესახებ და სამუშაოს ეტაპობრივი შეჩერების საფრთხეზე საუბრობს "ჰაიდელბერგ ცემენტის" ქართული წარმომადგენლობაც. კომპანიამ ამის შესახებ ოფიციალური განცხადებაც გაავრცელა და ხელისუფლებას დახმარებისკენ მოუწოდა.

„ბოლო ორი წლის განმავლობაში, საქართველოს ცემენტის ინდუსტრია საკმაოდ დიდ ზეწოლას განიცდის მეზობელი ქვეყნებიდან, რომლებიც ეკონომიკური სირთულეების გამო იძულებულები არიან აქტიურად ეძებონ დამატებითი საექსპორტო ბაზრები ჭარბი წარმოების სარეალიზაციოდ.

ირანული ცემენტის მწარმოებლების მიერ კლინკერსა და ცემენტზე დაწესებულმა დამპინგურმა ფასებმა საგრძნობლად შეამცირა პროდუქციის ფასები საქართველოში. ასეთ პირობებში კონკურენციის გაწევა შეუძლებელი ხდება, რადგან აღნიშნული ფასები წარმოების თვითღირებულებაზე ბევრად დაბალია“, - აცხადებენ კომპანიაში.

დიდი ხანია, დამპინგზე საუბრობენ თამბაქოს მწარმოებლებიც. მათი თქმით, ქვეყანაში ეროვნულ წარმოებას არავინ იცავს, რის გამოც, შესაძლოა, ათასობით ადამიანი ამ სექტორშიც უმუშევარი დარჩეს.

პრობლემები აქვთ კვერცხის, ყველის, მეფრინველეობისა და თითქმის ყველა ადგილობრივ წარმოებაში.

რამდენიმე თვის წინ სწორედ მიზანმიმართული ფასის შემცირება გახდა აგარის შაქრის ქარხნის გაჩერებისა და ასობით ადამიანის უმუშევრად დატოვების მიზეზი.

დამპინგური გარემო რომ ქვეყანაში უმუშევრობის ზრდას ხელს უწყობს და ეკონომიკას აზარალებს, ამის შესახებ დეპუტატმა, პარლამენტის ფრაქცია ,,საქართველოს პატრიოტების“ წევრმა, ნატო ჩხეიძემ პრემიერ მამუკა ბახტაძეს საპარლამენტო ტრიბუნიდანაც შეახსენა.

"რთული მდგომარეობის ერთ-ერთი, ცხადია და არა ერთადერთი, მიზეზი არის ჩვენ ქვეყანაში თქვენი წინამორბედების მიერ საკმაოდ წაქეზებული დამპინგი.

მოგეხსენებათ, რომ ევროპაში დამპინგი არის აკრძალული და ჩვენ, როდესაც მივისწრაფით ევროპისაკენ და მთელი რიგი კანონების ჰარმონიზაციას ვახდენთ, ალბათ ამ მიმართულებითაც უნდა იმუშავოს ჩვენმა მთავრობამ" , - განაცხადა ნატო ჩხეიძემ.

მაშინ ბახტაძემ პრობლემის შესწავლისა და გადაჭრის პირობა დადო.

"დიახ, აქ ჩვენ აქ ვიქნებით ძალიან პრინციპულები და მაქსიმალურად მხარს დავუჭერთ ქართულ კომპანიებს, რომ არ დაიჩაგრონ არასწორი თამაშის წესების გამო. მზად ვარ, ნებისმიერი კომპანიის შემთხვევა ცალ-ცალკე განვიხილო, არათუ მხოლოდ გარკვეული სექტორების", - აღნიშნა პრემიერმა დეპუტატ ნატო ჩხეიძის პასუხად.

მთავრობის მეთაურის დაპირებიდან 2 თვე გავიდა, თუმცა დღეს პრობლემა კვლავ რჩება და ათასობით ადამიანს უმუშევრობის საფრთხე ემუქრება.

თავის მხრივ, მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ანტიდამპინგური კანონი აუცილებლად მისაღებია.

"მიდგომაა - პატიოსანი თამაში წესები ყველასთვის და ეს თამაშის წესები ასევე უნდა დაემყაროს იმას, რომ იწარმოებოდეს ხარისხიანი პროდუქცია. აქ არის საუბარი იმაზე, რომ ანტიდამპინგური კანონმდებლობა ეფექტიანად უნდა ამუშავდეს", - აცხადებს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, აკაკი ზოიძე.

მთავრობა პრობლემის აღმოფხვრის პირობას დებს, თუმცა ჯერჯერობით დამპინგი ადგილობრიბი ბიზნესისთვის კვლავ მთავარ გამოწვევად რჩება.

ფოლადი, ცემენტი, თამბაქო, კვერცხი, შაქარი და ხორცი - ეს იმ პროდუქციის მოკლე ჩამონათვალია, რომლის ქართულ წარმოებასაც ადგილობრივ ბაზარზე საფრთხე, ამ სექტორებში დასაქმებულებს კი სამსახურის დაკარგვის საშიშროება ემუქრებათ.

საშუალოვადიან პერიოდში საქართველო იქნება ერთ-ერთი ყველაზე მზარდი ეკონომიკა ევროპასა და რეგიონის ქვეყნებს შორის - ლევან დავითაშვილი

22 აპრილი, 2024 , 10:48

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა საქართველოს ეკონომიკაში არსებულ ტენდენციებსა და მათი განვითარების პროგნოზებზე, ეკონომიკის სექტორულ პრიორიტეტებსა და გამოწვევე

კაპიტალის ბაზარი სწრაფად ვითარდება, რეფორმა აქტიურ ფაზაში შევიდა და საპენსიო ფონდის როლი მნიშვნელოვნად იზრდება - ირაკლი ნადარეიშვილი

5 აპრილი, 2024 , 14:03

სწრაფ ეკონომიკურ ზრდაზე, იმ დინამიკაზე როდესაც ვსაუბრობთ, რომელიც ფიქსირდება საქართველოს ეკონომიკაში ბოლო წლების განმავლობაში, ერთ-ერთი მთავარი ამოცანა და საკითხი, რომელიც ყოველთვის დგება განვითარებად ეკონომიკებში, არის

საქართველოში დაბალ ინფლაციას მიზნობრივ სამპროცენტიან მაჩვენებელთან ნორმალიზება, ასევე მსოფლიოში სურსათის ფასების შემცირება განაპირობებს - ეროვნული ბანკი

5 აპრილი, 2024 , 12:48

2024 წლის მარტში წლიურმა ინფლაციამ 0.5% შეადგინა, ხოლო თებერვალთან შედარებით ფასები 0.01%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ცნობით, დაბალ ინფლაციას, ერთი მხრივ, ადგილობრივ

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

ცოდნაზე დაფუძნებული, ინოვაციური ეკონომიკის განვითარებას ჩვენი ქვეყნის წინსვლისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს - ირაკლი კობახიძე

19 მარტი, 2024 , 12:27

მინდა, მივულოცო ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის იუბილე, ეს ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი