უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

10 თებერვალი, 2017 13:55
font-size

აფბა: „რუსთავის აზოტის“ მაგალითი ადასტურებს, რომ ქვეყანაში „საქართველოს ბანკის“ „დიქტატი“ გრძელდება

„რუსთავის აზოტის“ ქარხანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ ანალიტიკოსი ანდრია გვიდიანი აცხადებს, რომ ქარხანაში მიმდინარე პროცესების ირგვლივ, ბევრი პასუხგაუცემელი კითხვაა, რაც, ერთმნიშვნელოვნად, აჩენს როგორც საზოგადოების, ისე შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურების ჩართულობის აუცილებლობას.

„ბოლო პერიოდში „რუსთავის აზოტის“ ირგვლივ, მედიაში გავრცელებული ინფორმაციების მიხედვით, საკმაოდ ბევრ კითხვა ისმის. გათავისუფლებული მუშების პროტესტმა საკითხის აქტუალობა ერთიორად გაზარდა და, შესაბამისად, სააშკარაოზე გამოვიდა კანონმდებლობის ისეთი ხარვეზები, რაც შრომითი უფლებების დაცვას და კომპანიების მხრიდან მინიმალურ სოციალურ პასუხისმგებლობას ეხება. გარდა ამისა, ყოველგვარ ზღვარს ცდება საქართველოში ბანკების თავგასულობა. არსებობს საფუძვლიანი ეჭვი იმის შესახებ, რომ „რუსთავის აზოტის“ ახალი მფლობელი კომპანია „ეუ ინვესთმენთსი“ პირდაპირ კავშირშია „საქართველოს ბანკთან“. შეუიარაღებელი თვალით, იურიდიული დოკუმენტაციის მიხედვით, „ეუ ინვესთმენთსი“ შესაძლოა დამოუკიდებელ კომპანიად იქნას აღქმული, თუმცა მთელი რიგი ფაქტორები ამყარებს ეჭვს იმის შესახებ, რომ დეფაქტო აღნიშნული კომპანია „საქართველოს ბანკის“ ფაქტობრივ მფლობელობაშია.

კონკრეტულად, ზემოთ ხსენებული „ეუ ინვესთმენთსი“ აზოტის ქარხნის აუქციონამდე რამოდენიმე დღით ადრე დარეგისტრირდა, რომელსაც სააქციო კაპიტალი მხოლოდ 100 ლარი ჰქონდა. თუმცა, „საქართველოს ბანკმა“ ასეთ კომპანიაზე 235 მილიონი ლარის კრედიტი „სიამოვნებით“ გასცა, რომლითაც კომპანიამ „აზოტის ქარხანა“ მართვაში ჩაიგდო.

როგორც ვიცით, 2014 წელს ეროვნულმა ბანკმა შესაბამისი ბრძანების საფუძველზე, კომერციული ბანკების არაპროფილური აქტივების ფლობა აკრძალა. თუმცა, სამწუხაროდ, აღნიშნული რეგულაცია არ მუშაობს და ფაქტები სხვა რამეზე მეტყველებს. შესაბამისად, არაპროფილური აქტივების ფლობის საწინააღმდეგოდ გასატარებელი ბერკეტები პრაქტიკულად არ არსებობს“, - აღნიშნა ანდრია გვიდიანმა.

ანალიტიკოსი რეკომენდაციის სახით ხელისუფლებას მიმართავს და ბანკებისთვის არაპროფილური აქტივების ფლობის საწინააღმდეგო რეგულაციების გამკაცრებისკენ მოუწოდებს.

„კომერციული ბანკებისთვის არაპროფილური აქტივების ფლობა და მათი მხრიდან ტრადიციული საფინანსო მომსახურების მიწოდების ფარგლებიდან გადახვევა, მნიშვნელოვნად აზარალებს კერძო სექტორში კონკურენტული და ჯანსაღი გარემოს ფორმირებას, რასაც ქმედითი ნაბიჯები უნდა დაუპირისპირდეს. უამრავი გარემოება ადასტურებს, რომ დღესდღეობით, ქვეყანაში „საქართველოს ბანკის“ დიქტატი გრძელდება და, რეალურად, ეს ერთი ბანკი ფლობს თითქმის ყველა მსხვილი ბიზნესის აქტივებს. თუმცა, სამწუხაროდ, ამის საწინააღმდეგოდ ქმედითი მექანიზმები არ არსებობს. შესაბამისად, რეკომენდაციის სახით, მივმართავ როგორც ფისკალურ, ისე მონეტარულ და საკანონმდებლო ხელისუფლებას, გატარდეს სისტემური რეფორმები და, შედეგად, გაჩნდეს ქმედითი და ეფექტური ბერკეტები კომერციულ ბანკებისთვის არასაბანკო აქტივების ფლობის აღკვეთის თვალსაზრისით“, - განაცხადა ანდრია გვიდიანმა.

საკვანძო სიტყვები:

საშუალოვადიან პერიოდში საქართველო იქნება ერთ-ერთი ყველაზე მზარდი ეკონომიკა ევროპასა და რეგიონის ქვეყნებს შორის - ლევან დავითაშვილი

22 აპრილი, 2024 , 10:48

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა საქართველოს ეკონომიკაში არსებულ ტენდენციებსა და მათი განვითარების პროგნოზებზე, ეკონომიკის სექტორულ პრიორიტეტებსა და გამოწვევე

კაპიტალის ბაზარი სწრაფად ვითარდება, რეფორმა აქტიურ ფაზაში შევიდა და საპენსიო ფონდის როლი მნიშვნელოვნად იზრდება - ირაკლი ნადარეიშვილი

5 აპრილი, 2024 , 14:03

სწრაფ ეკონომიკურ ზრდაზე, იმ დინამიკაზე როდესაც ვსაუბრობთ, რომელიც ფიქსირდება საქართველოს ეკონომიკაში ბოლო წლების განმავლობაში, ერთ-ერთი მთავარი ამოცანა და საკითხი, რომელიც ყოველთვის დგება განვითარებად ეკონომიკებში, არის

საქართველოში დაბალ ინფლაციას მიზნობრივ სამპროცენტიან მაჩვენებელთან ნორმალიზება, ასევე მსოფლიოში სურსათის ფასების შემცირება განაპირობებს - ეროვნული ბანკი

5 აპრილი, 2024 , 12:48

2024 წლის მარტში წლიურმა ინფლაციამ 0.5% შეადგინა, ხოლო თებერვალთან შედარებით ფასები 0.01%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ცნობით, დაბალ ინფლაციას, ერთი მხრივ, ადგილობრივ

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

ცოდნაზე დაფუძნებული, ინოვაციური ეკონომიკის განვითარებას ჩვენი ქვეყნის წინსვლისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს - ირაკლი კობახიძე

19 მარტი, 2024 , 12:27

მინდა, მივულოცო ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის იუბილე, ეს ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი