უახლესი ამბები
- 11.12.2019 17:43არანაირი ილუზია არ მაქვს, რომ რაიმე გამოძიება ჩატარდება - გიგი უგულავა
- 11.12.2019 17:30„წარმატება საქმის სიყვარულს მოაქვს, პირობების არქონა კი ხელს ვერ შემიშლის” - ტექნიკური უნივერსიტეტის დიზაინის სკოლის სტუდენტის ისტორია
- 11.12.2019 17:15„თავისუფალი საქართველოს“ იურისტებმა მორიგ შრომით დავაში გაიმარჯვეს
- 11.12.2019 17:05ნატო ჩხეიძე: ვინ რა მიიღო და რაში მიიღო ამ დაჯილდოებისას, რომ გითხრათ, ბევრი მოსაყოლიც არაფერია
- 11.12.2019 16:20ევროკავშირში გამგზავრებამდე შემოწმება იქნება დღის წესრიგში - კარლ ჰარცელი
- 11.12.2019 16:20„ევროპული საქართველო“ საკომიტეტო საქმიანობას უბრუნდება
- 11.12.2019 15:35„საქსტატმა“ IOS სისტემის მქონე მოწყობილობებისთვის ინფორმაციის გავრცელების ახალი აპლიკაცია შექმნა
- 11.12.2019 15:35სასამართლომ ლისის ტბის წყალსარგებლობის ლიცენზია 2024 წლამდე რამაზ ახვლედიანის ექსკლუზიურ უფლებად აღიარა
- 11.12.2019 15:10რუსთავში, მშენებლობიდან 2 მუშა გადმოვარდა და დაშავდა
- 11.12.2019 14:40საქართველოს პრეზიდენტის სიტყვა კიდევ ერთხელ დამახინჯდა - პრეზიდენტის ადმინისტრაცია
არქივი
მოზაიკა


ახალი სიტყვა თანამედროვე ინტერიერში - ეკოლოგიურად სუფთა ჰაერგამწმენდი და თხევადი შპალერები
თანამედროვე სამყაროში შპალერი უკვე დიდი ხანია არა მხოლოდ დეკორატიულ, არამედ ეკოლოგიურ, ჰაერგამწმენდ ფუნქციასაც კი შეიძლება ასრულებდეს. თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყრნრბით კი თხევადი შპალერებიც არსებობს.
სწორედ შპალერის ამ თანამედროვე სახეობებზე გესაუბრებით ამ სტატიაში. დეტალური ინფორმაციისათვის და რჩევებისთვის მივმართეთ საქართველოში ყველაზე დიდ სამშენებლო ჰიპერმარკეტების ქსელს- "გორგიას" .
როგორც”გორგიაში“ გავარკვიეთ, თხევადი შპალერი, რომელიც "ბიოპლასტის" სახელწოდებითაა ქსელში წარმოდგენილი, თანამედროვე ტიპის მასალაა ინტერიერისთვის. ის 100%ით ეკოლოგიურად სუფთა, გამომდინარე იქიდან, რომ ბუნებრივი ნედლეულითა და კომპონენტებით მზადდება. მის შემადგენლობაში შედის აბრეშუმი, ბამბა, ცელულოზა და ა.შ. მზა ზედაპირზე არ ჩანს გადაბმის ადგილები, ახდენს თბოიზოლაციას, ახშობს ხმას, უძლებს ყინვას, ჰაერგამტარი და ანტისტატიკურია, ასევე ფარავს ზედაპირზე არსებულ პატარა ბზარებს და ხარვეზებს. შესაძლებელია თხევადი შპალერის დაზიანებული ნაწილის ჩამოხსნა და ხელახლა დატანა.
ბიოპლასტის თხევადი შპალერის 30 სახეობამდეა „გორგიაში“ წარმოდგენილი, რომლებიც ხარისხობრივად განსხვავდება ერთმანეთისგან. კვადრატულის ფასი 3 ლარიდან იწყება. რა თქმა უნდა, რაც უფრო მაღალია ფასი, მით მეტია ეკოლოგიურობის ხარისხი და ნესტგამძლეობა, ასევე ხმის იზოლაცია.. მსგავსი შპალერის გამოყენება განსაკუთრებით რეკომენდებულია საბავშვო ოთახებისთვის.
თხევადი შპალერის მონტაჟი ხელოსნის დახმარების გარეშეცაა მარტივად შესაძლებელი. ამისათვის საჭიროა შპალერის მთლიანი მასა გაიხსნას თბილ წყალში, რვა საათის განმავლობაში გაჩერდეს და შპალერიც გასაკრავად მზადაა. „შპატელის“ საშუალებით, ერთი მილიმეტრის სისქის ფენად წაუსვამთ კედელს და 24-28 საათის განმავლობაში ის გაშრება.
„გორგიაში“ ასევე ვნახეთ ეკოლოგიურად სუფთა, ჰაერგამწმენდი შპალერი, რომელიც სუნთქავს. კორეული LG-ის ფირმის და შედგება შპალერისა და მასზე დატანებული სპეციალური ეკოფენისგან. ამ ეკოფენაზე მზის შუქის, ან ოთახში განათების მოხვედრისას გამოიყოფა იონები, რომელიც ანადგურებს და შლის ოთახში დაგროვილ ბაქტერიებსა და მავნე ნივთიერებებს. შპალერის ზედაპირი რეცხვადია და შესაბამისად, მარტივად შეგიძლიათ მისი გაწმენდა სველი ქსოვილით. ეკოლოგიური შპალერი ასევე ხელს უწყობს სახლის მცენარეების სიცოცხლის უნარიანობის შენარჩუნებას. მისი გაკვრა რეკომენდებულია განსაკუთრებით საბავშვო ოთახში. შპალერის ეს სახეობა სრულიად ახალი და ინოვაციურია. აქამდე მისი მსგავსი არასოდეს ყოფილა ბაზარზე.
„ გორგიაში“ დაგხვდებიან პროფესიონალი კონსულტანტები, რომლებიც თქვენს ინტერესზე, დიზაინსა და საჭიროებაზე მორგებული პროდუქციის არჩევაში, სიამოვნებით დაგეხმარებიან.
NS

სათამაშო ბიზნესში „პასუხისმგებლიანი თამაში“ ინერგება
9 დეკემბერი, 2019 , 14:10

სუპერმოდელების საერთაშორისო კონკურსი ახალ სახელებს ამჟღავნებს.
6 დეკემბერი, 2019 , 12:00
100 ხე 100 წლისათვის
6 დეკემბერი, 2019 , 10:30

რომელი მცენარეები გამოყოფენ ოთახში ყველაზე მეტ ჟანგბადს?
26 ნოემბერი, 2019 , 13:35

50 უფასო სპინი საჩუქრად ყველას!
24 ნოემბერი, 2019 , 09:52

სად არის ყველაზე ხელსაყრელი ფსონის დადება ?
24 ნოემბერი, 2019 , 09:39