უკან

ეკონომიკა

15 დეკემბერი, 2018 13:15
font-size

ახალი სტარტაპები ჩვენი ქვეყნის განვითარების საწინდარია - გიორგი ქობულია

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ მონაწილეობა მიიღო „თიბისი ბანკის“ მიერ ორგანიზებული ბიზნესდაჯილდოების ცერემონიაში და ნომინაციაში "წლის ქართული პროდუქტი" გამარჯვებული კომპანიის "გეფერინის" წარმომადგენელს ჯილდო გადასცა.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული კომპანიის გარდა, ნომინანტები ასევე იყვნენ აგროკომპანია "ჰერბია" და სამედინიციო პრეპარატების მწარმოებელი კომპანია "ნეოფარმი".

მისასალმებელ სიტყვაში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მადლობა გადაუხადა ბიზნესდაჯილდოების ორგანიზატორებს საქართველოში ბიზნესსექტორის წახალისებისა და მათი საქმიანობის დაფასებისთვის. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ მეტი მსგავსი ღონისძიება გაიმართოს. "ამიტომ მივესალმებით ასეთ ღონისძიებებს, რომელიც მოტივაციას აძლევს მცირე და საშუალო ბიზნესს იმისთვის, რომ კიდევ მეტი გააკეთონ," - განაცხადა გიორგი ქობულიამ.

"ჩვენ, როგორც მთავრობა, ძალიან დიდი ყურადღებით და ძალიან დიდი გულისხმიერებით გიყურებთ ყველას და ჩვენ გვინდა თქვენი წარმატება იმიტომ, რომ გვერწმუნეთ, თქვენი წარმატება არის ჩვენი ქვეყნის წარმატება," - მიმართა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ბიზნესდაჯილდოებაზე შეკრებილი საქმიანი სექტორის წარმომადგენლებს.

გიორგი ქობულიამ ასევე ყურადღება გაამახვილა მცირე და საშუალო ბიზნესზე და განსაკუთრებული აქცენტი სტარტაპებისა და ახალი კომპანიების განვითარების მნიშვნელობაზე გააკეთა. "ჩვენთვის კერძო სექტორში მცირე და საშუალო ბიზნესი არის რეალურად ძალიან მნიშვნელოვანი. ის ახალი სტარტაპები, ახალი განვითარება, რომელსაც ვხედავთ ჩვენი ეკონომიკისა და ჩვენი ქვეყნის განვითარების წარმატების საწინდარია," - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა. მან ასევე ყურადღება მიაქცია ეკონომიკის სამ სექტორს - სოფლის მეურნეობას, ფარმაციასა და ტყავეული ნაწარმის წარმოებას, რომელთა განვითარებაც ქვეყნის მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის პრიორიტეტული მიმართულებებია.

თიბისი ბანკის ბიზნესდაჯილდოებაზე ჟიურიმ 18 ფინალისტიდან 6 გამარჯვებული კომპანია შემდეგ ნომინაციებში გამოავლინა: წლის ბიზნესი, წლის ქართული პროდუქტი, წლის სტარტაპი, წლის ტურისტული ბიზნესი, წლის ქალი მეწარმე და ბიზნესი დადებითი გავლენისთვის.

ბიზნესდაჯილდოების პარტნიორები იყვნენ ევროპული ფონდი სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისთვის (EFSE), ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD), "Impact Hub Tbilisi" და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტო „აწარმოე საქართველოში“.

საშუალოვადიან პერიოდში საქართველო იქნება ერთ-ერთი ყველაზე მზარდი ეკონომიკა ევროპასა და რეგიონის ქვეყნებს შორის - ლევან დავითაშვილი

22 აპრილი, 2024 , 10:48

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა საქართველოს ეკონომიკაში არსებულ ტენდენციებსა და მათი განვითარების პროგნოზებზე, ეკონომიკის სექტორულ პრიორიტეტებსა და გამოწვევე

კაპიტალის ბაზარი სწრაფად ვითარდება, რეფორმა აქტიურ ფაზაში შევიდა და საპენსიო ფონდის როლი მნიშვნელოვნად იზრდება - ირაკლი ნადარეიშვილი

5 აპრილი, 2024 , 14:03

სწრაფ ეკონომიკურ ზრდაზე, იმ დინამიკაზე როდესაც ვსაუბრობთ, რომელიც ფიქსირდება საქართველოს ეკონომიკაში ბოლო წლების განმავლობაში, ერთ-ერთი მთავარი ამოცანა და საკითხი, რომელიც ყოველთვის დგება განვითარებად ეკონომიკებში, არის

საქართველოში დაბალ ინფლაციას მიზნობრივ სამპროცენტიან მაჩვენებელთან ნორმალიზება, ასევე მსოფლიოში სურსათის ფასების შემცირება განაპირობებს - ეროვნული ბანკი

5 აპრილი, 2024 , 12:48

2024 წლის მარტში წლიურმა ინფლაციამ 0.5% შეადგინა, ხოლო თებერვალთან შედარებით ფასები 0.01%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ცნობით, დაბალ ინფლაციას, ერთი მხრივ, ადგილობრივ

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

ცოდნაზე დაფუძნებული, ინოვაციური ეკონომიკის განვითარებას ჩვენი ქვეყნის წინსვლისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს - ირაკლი კობახიძე

19 მარტი, 2024 , 12:27

მინდა, მივულოცო ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის იუბილე, ეს ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი