უკან

რეგიონები

21 სექტემბერი, 2020 14:55
font-size

ახლა აჭარაში ვირუსის მართვაში ჩართულია 8 კლინიკა. გვყავს ათასზე მეტი კოვიდინფიცირებული - თორნიკე რიჟვაძე

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის ხელმძღვანელობით კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი ოპერატიული შტაბის შეხვედრა გაიმართა. თორნიკე რიჟვაძემ შეხვედრის შემდეგ რეგიონში არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაცია შეაჯამა.

,ვაპირებთ, რომ კლინიკური მიმართულება კიდევ უფრო გავაძლიეროთ. მე პირადად ვეცნობი ყველა პაციენტის მდგომარეობას. იყო დაყოვნება ლაბორატორიული ნიმუშების პასუხების თვალსაზრისით. თუმცა, შემიძლია გითხრათ, რომ ეს ყველაფერი არის აღმოფხვრილი, სისტემა სრულიად გამართულად მუშაობს როგორც ლაბორატორიების ასევე დიაგნოსტიკის და ჰოსპიტალური მართვის ნაწილში.

ახლა აჭარაში ვირუსის მართვაში ჩართულია 8 კლინიკა. გვყავს ათასზე მეტი კოვიდინფიცირებული. პროცესებში ჩართულები არიან ეპიდემიოლოგები, საზოგადოებრივი ჯანდაცვა, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, პოლიცია იმისთვის, რომ ჩვენ შევძლოთ პაციენტების მართვა და შევაჩეროთ უკონტროლო გავრცელება.

ჩვენი მიზანია, რომ ჰოსპიტალურ ნაწილში გვქონდეს სრული წესრიგი. ყველა იღებდეს დროულად სამედიცინო მომსახურებას. რაც შეეხება საწოლფონდებს, არსებობს მუდმივი რეზერვი. ჩვენ ველით, რომ სიტუაცია კიდევ უფრო დასტაბილურდება. უნდა აღინიშნოს, რომ გვაქვს პნევმონიის გარკვეული რაოდენობა, რაც საყურადღებოა” - განაცხადა მთავრობის თავმჯდომარემ.

დღეს აჭარაში 92 ახალი ინფიცირების შემთხვევა გამოვლინდა. სტაციონარში მკურნალობას გადის 504 პირი, ხოლო კოვიდკარანტინში იმყოფება 456 პაციენტი. რეგიონში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მართვაში ჩართულია 8 სამედიცინო დაწესებულება, ამოქმედებულია ონლაინ კლინიკა.

11-25 აპრილს გომბორი-თელავის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

10 აპრილი, 2024 , 11:05

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 11 აპრილიდან 25 აპრილის ჩათვლით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზ

საქართველოს ბანკის რიგით 21-ე იდეათეკა ახალციხეში გაიხსნა

25 მარტი, 2024 , 17:05

საქართველოს 8 რეგიონში უკვე საქართველოს ბანკის 21 მულტიფუნქციური საგანმანათლებლო სივრცე - იდეათეკა ფუნქციონირებს. ეს ყველაფერი არაა. ფინანსური ინსტიტუტი მოსწავლეებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. საქ

ქობულეთში, შემოვლით გზაზე ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა

25 მარტი, 2024 , 12:09

ქობულეთში, შემოვლით გზაზე ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. "აჭარის ტელევიზიის" ინფორმაციით, შემთხვევა სოფელ ოჩხამურთან მოხდა და გარდაცვლილები ოჯახის წევრები არიან.  სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის განმარტებით,

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ხარაბაძე დაინიშნა

20 მარტი, 2024 , 12:00

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ხარაბაძე დაინიშნა. პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ახალ გუბერნატორს დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. პრემიერმა ლევან ხარაბაძ

ოზურგეთი-თბილისის მატარებელი სოფელ ნატანებთან ლიანდაგიდან გადავიდა, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა

20 მარტი, 2024 , 11:48

ოზურგეთი-თბილისის მატარებლის ელმავალი და პირველი ვაგონი სოფელ ნატანებთან ლიანდაგს ასცდა. როგორც საქართველოს რკინიგზაში აცხადებენ, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მათივე ცნობით, ამ დროისათვის მიმდინარეობს მოკვლევა დ

დედოფლისწყაროში, ტყის მიმდებარედ მამაკაცი ხანძრის გაჩენას ცდილობდა - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

5 მარტი, 2024 , 11:16

ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც დედოფლისწყაროს რაიონში, ტყის მიმდებარედ ხანძარს მიზანმიმართულად აჩენდა, 500 ლარით დაჯარიმდა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. „შინა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი