უკან

მოზაიკა

31 ივლისი, 2022 21:54
font-size

ალერგიის გამომწვევი მიზეზები

ალერგია სისტემური რეაქციაა, რომელიც ვითარდება ორგანიზმისთვის უცხო სუბსტანციასთან კონტაქტის დროს. ასეთია მტვერი, ფუტკრის ნესტარი, ცხოველის ბეწვი, მედიკამენტები, საკვები და სხვა.

როდესაც ალერგენი ჩვენს ორგანიზმში ხვდება, ჩვენი იმუნური სისტემა მას ამოიცნობს საფრთხედ, მაშინაც კი თუ ეს ასე არაა, და გამოიმუშავებს მის წინააღმდეგ ანტისხეულებს, რომლებიც შემდგომ მის განადგურებაში იღებენ მონაწილეობას. ამ პროცესებს მოყვება ისეთი გამოხატულება, როგორიცაა კანის სიწითლე, ქავილი, სასუნთქი გზების გაღიზიანება შემდგომ ცემინებით და ხველით და სხვა.

ალერგიის გამოვლინების სიმძიმე ინდივიდუალურია და ვარირებს უბრალო ცემინებიდან ანაფილაქსიურ რეაქციამდე – გადაუდებელი მდგომარეობა, როდესაც ხდება სასუნთქი გზების შეშუპება მის სრულ დახშობამდე. გარკვეული სახის ალერგიები არ ექვემდებარება სრულ განკურნებას, თუმცა ექვემდებარება დროებით მედიკამენტოზურ თერაპიას.

მედიკამენტებს, რომელთა მიმართაც ხშირია ალერგიული რეაქციები წარმოადგენენ უმეტესად ანტიბიოტიკები (პენიცილინი, ამპიცილინი/ამოქსაცილინი, ცეფალოსპორინები, სულფანილამიდები და სხვა), ზოგადი და ადგილობრივი ანესთეზიისათვის განკუთვნილი (თიოპენტალი, ლიდოკაინი) და რადიოლოგიაში გამოყენებული კონტრასტული საშუალებები, კვერცხის ცილის შემცველობის ვაქცინები და სხვა.

როგორ დავადგინოთ ალერგიის გამომწვევი მიზეზი ?

უმეტეს შემთხვევაში ალერგიულ რეაქციაზე ეჭვის მიტანა ხდება პაციენტების მიერ, ხოლო მოგვიანებით, როდესაც ისინი მიმართავენ სპეციალისტს, სუბიექტური ანამნეზის შეკრების საფუძველზე ხდება ორი სახის – კანის ან სისხლის სინჯების აღება.

-კანის სინჯები – გულისხმობს პროცედურას, უმეტესად დაკავშირებულს მედიკამენტოზურ ალერგიებთან, როდესაც ხდება 0.05 მლ დამუშავებული ალერგენის დოზის (განზავებული 1:10 ან 1:100, პაციენტის ალერგიული ისტორიის მიხედვით) შეყვენა კანქვეშ და მის გარშემო განვითრებული ორგანიზმის რეაქციაზე დაკვირვება 20 წუთის მანძილზე.

-სისხლის ტესტები - ალერგიული რეაქციის დროს ანტისხეულის ტიპი, რომელიც გამომუშავდება ორგანიზმის მიერ არის იმუნოგლობულინი E. არსებული ტესტირების დროს ხდება მისი ზუსტი რაოდენობის განსაზღვრა სისხლში, მას შემდეგ, რაც ლაბორატორიას მიეწოდება საჭირო ოდენობა.

იმისათვის, რომ მოხდეს სწორი დიაგნოსტიკის მეთოდის შემუშავება, მნიშვნელოვანია მოხდეს ანამნეზის ზუსტი შეკრება, ამაში კი REDMED-ის პროფესიონალი ალერგოლოგები დაგეხმარებიან.

როგორ ვუმკურნალოთ ალერგიას

მკურნალობის მეთოდების ტიპებია :

- ალერგენთან კონტაქტისგან თავიდან არიდება – სიმპტომების შემცირების მნიშვნელოვანი საფეხური პრევენციის კუთხით.

-მედიკამენტები – ალერგიის ტიპიდან გამომდინარე თქვენი ექიმი დაგეხმარებათ იმაში, რომ შეგერჩეთ მედიკამენტები, რომლებიც დააქვეითებენ იმუნური სისტემის მიერ ალერგიული რეაქციის სიძლიერეს. ეს შესაძლოა იყოს ტაბლეტირებული ფორმა, ინჰალატორი, მალამო, სპრეი ან თვალის წვეთი.

-იმუნოთერაპია – მძიმე ალერგიების დროს, როდესაც მედიკამენტოზურად სიმპტომების მოხსნა ვერ ხერხდება, ექიმები მიმართავენ იმუნოთერაპიის მეთოდს, რაც გულისხმობს დამუშავებული ალერგენის დოზის შეყვანას ინექციის სახით გარკვეული ინტერვალის დაცვით, რამდენიმე წლის მანძილზე.

ასევე ალტერნატიული ვატიანტი მოიცავს სუბლინგვალურ (ენისქვეშა) ფორმას, რომელიც ტაბლეტირებული სახით მიიღება და უმეტესად გამოიყენება მტვრისმიერი ალერგიების სამკურნალოდ.

ეპინეფრინის გადაუდებელი ინექცია – იმ შემთხვევაში, თუ გაქვთ მწვავე ალერგიული რეაქცია გარკვეულ ალერგენებზე, ყოველთვის თან უნდა ატაროთ ეპინეფრინის ამპულები, რათა თქვენს გარშემომყოფებმა შეძლონ პირველადი ჩარევა იქამდე, სანამ სასწრაფო დახმარების ბრიგადა მოვა თქვენამდე.

“La Gazzetta Dello Sport” უკვე ქართულ მედიასივრცეშია

1 თებერვალი, 2024 , 15:01

მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი და ისტორიული იტალიური სპორტული მედიაპლატფორმა „La Gazzetta Dello Sport“ უკვე საქართველოშია. მისი ქართული ვერსიის - „La Gazzetto Dello Sport  Georgia“-ს ოფიციალური წ

სახელოვანი ვიოლონჩელისტი იან მაკსინი საქართველოში კონცერტებს მართავს

29 იანვარი, 2024 , 17:02

საქართველოში ცნობილი ვიოლონჩელისტი, კომპოზიტორი და მრავალენოვანი ამერიკელი ვოკალისტი იან მაკსინი იმყოფება. იგი ჩვენს ქვეყანას ახალი ალბომის -- “Amor Renauts”-ის გამოშვებისადმი მიძღვნილი მსოფლიო ტურნეს ფარგლებ

საქართველოდან სიყვარულით სავსე გულით მივდივარ - ალ ბანო

27 ნოემბერი, 2023 , 11:27

"იტალიელები ქართველებს ძალიან ჰგვანებიან. განსხვავებული მხოლოდ ენაა. მაგრამ ჭიქა ღვინოსთან ენაც ქრება და მხოლოდ გული რჩება", -ასე მიესალმა ლეგენდარული იტალიელი მომღერალი ალ ბანო კარიზი თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში შე

თბილისი ლეგენდარული ალ ბანოს პირველ სოლო კონცერტს უმასპინძლებს

24 ნოემბერი, 2023 , 12:38

24 ნოემბერს თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში ლეგენდარული იტალიელი მომღერლის, ალ ბანოს პირველი სოლო კონცერტი გაიმართება. მუსიკოსი საქართველოს საქველმოქმედო ფონდ "ცხოვრება მშვენიერიას" მოწვევით სტუმრობს. როგორც მომღერალმა

ისრაელელი მხატვრების გამოფენა თბილისში

24 ნოემბერი, 2023 , 11:48

ხვალ, 25 ნოემბერს თბილისში გაიხსნება ისრაელელი მხატვრების ჯგუფური გამოფენა, რომელიც მშვიდობას ეძღვნება. "სამართლიანობა, სიმართლე და მშვიდობა?" ასე ჰქვია გამოფენას, რომელიც თბილისში მიმდინარეობდა და ისრაელზე 7 ოქტომბერს ტ

ისრაელელი მხატვრების გამოფენა თბილისში

24 ნოემბერი, 2023 , 11:48

ხვალ, 25 ნოემბერს თბილისში გაიხსნება ისრაელელი მხატვრების ჯგუფური გამოფენა, რომელიც მშვიდობას ეძღვნება. "სამართლიანობა, სიმართლე და მშვიდობა?" ასე ჰქვია გამოფენას, რომელიც თბილისში მიმდინარეობდა და ისრაელზე 7 ოქტომბერს ტ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი