უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

5 აგვისტო, 2017 17:06
font-size

ამ შაბათ-კვირას ანაკლიაში 20 ათასზე მეტი ადამიანი ჩამოვიდა, შესაბამისად, რისკი და ალბათობა იმისა, რომ ვიღაც ცუდად გახდება, მაღალია - გიორგი სიგუა

ახლა არის ფესტივალის პიკი და პრაქტიკულად ყველაზე მეტი ადამიანი ამ დროს ჩამოდის. ამ შაბათ-კვირას ანაკლიაში 20 ათასზე მეტი ადამიანი ჩამოვიდა, შესაბამისად, რისკი და ალბათობა იმისა, რომ ვიღაც ცუდად გახდება, მაღალია. ელემენტარულად, სიცხისგან ხდებიან ცუდად, - განაცხადა მუსიკალური ფესტივალი GEM FEST-ის დამფუძნებელმა, გიორგი სიგუამ ფესტივალის მონაწილე 22 წლის გოგონას გარდაცვალების ფაქტის კომენტირებისას.

სიგუას თქმით, ფესტივალის პირველივე დღიდან შსს-ს წარმომადგენლები აქტიურად აკონტროლებენ სიტუაციას.

„პირველივე დღიდანვე შსს-ს წარმომადგენლები მაღალ დონეზე აკონტროლებენ და ფლობენ სიტუაციას დანაშაულთან ბრძოლასთან დაკავშირებით. წინ არის ფესტივალის ხალხმრავალი დღეები. კარგად მუშაობენ შსს-ს წევრები, კარგად მუშაობენ ამბულატორიები. სამი უმაღლესი სტანდარტების აღჭურვილი მედპუნქტი გვაქვს“, - აღნიშნა სიგუამ.

მან გუშინ ზუგდიდის რეფერალურ ჰოპიტალში გარდაცვლილი ახალგაზრდა ქალის ოჯახს მიუსამძიმრა.

„ვუსამძიმრებ გარდაცვლილის ოჯახს, ძალიან შემზარა ამ ფაქტმა, მთელი „ჯემფესტის“ გუნდი არის თავზარდაცემული. არ არის ჯერ დადგენილი, რასთან გვქონდა საქმე. ზუგდიდის საავადმყოფოში კიდევ რამდენიმე ადამიანი იქნა გადაყვანილი, მაგრამ მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. თუმცა რა მოხდა, ამას გამოძიება დაადგენს“, - განაცხადა სიგუამ.

ნინო ექვთიმიშვილი

საკვანძო სიტყვები:

11-25 აპრილს გომბორი-თელავის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

10 აპრილი, 2024 , 11:05

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 11 აპრილიდან 25 აპრილის ჩათვლით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზ

საქართველოს ბანკის რიგით 21-ე იდეათეკა ახალციხეში გაიხსნა

25 მარტი, 2024 , 17:05

საქართველოს 8 რეგიონში უკვე საქართველოს ბანკის 21 მულტიფუნქციური საგანმანათლებლო სივრცე - იდეათეკა ფუნქციონირებს. ეს ყველაფერი არაა. ფინანსური ინსტიტუტი მოსწავლეებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. საქ

ქობულეთში, შემოვლით გზაზე ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა

25 მარტი, 2024 , 12:09

ქობულეთში, შემოვლით გზაზე ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. "აჭარის ტელევიზიის" ინფორმაციით, შემთხვევა სოფელ ოჩხამურთან მოხდა და გარდაცვლილები ოჯახის წევრები არიან.  სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის განმარტებით,

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ხარაბაძე დაინიშნა

20 მარტი, 2024 , 12:00

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ხარაბაძე დაინიშნა. პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ახალ გუბერნატორს დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. პრემიერმა ლევან ხარაბაძ

ოზურგეთი-თბილისის მატარებელი სოფელ ნატანებთან ლიანდაგიდან გადავიდა, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა

20 მარტი, 2024 , 11:48

ოზურგეთი-თბილისის მატარებლის ელმავალი და პირველი ვაგონი სოფელ ნატანებთან ლიანდაგს ასცდა. როგორც საქართველოს რკინიგზაში აცხადებენ, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მათივე ცნობით, ამ დროისათვის მიმდინარეობს მოკვლევა დ

დედოფლისწყაროში, ტყის მიმდებარედ მამაკაცი ხანძრის გაჩენას ცდილობდა - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

5 მარტი, 2024 , 11:16

ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც დედოფლისწყაროს რაიონში, ტყის მიმდებარედ ხანძარს მიზანმიმართულად აჩენდა, 500 ლარით დაჯარიმდა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. „შინა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი