უახლესი ამბები
- 02.03.2021 17:151 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3252 ლარი გახდა
- 02.03.2021 17:15ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ გენადი ბესტაევს 3 წლით პატიმრობა მიუსაჯა
- 02.03.2021 16:00ამაყი ვარ, რადგან საქართველოში სწორი მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯი უკვე გადაიდგა - შარლ მიშელი
- 02.03.2021 16:00„საარჩევნო კოდექსში“ შესატან ცვლილებებში არის რიგი საკითხები, რომელსაც სამწუხაროდ, მე მხარს არ დავუჭერ - კახი კახიშვილი
- 02.03.2021 16:00ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 15 000 000 ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა
- 02.03.2021 16:00კაცმა ცოლი ბიჭთან მეგობრობისა და საკუთარი თანხების განკარგვის გამო აწამა - პროკურატურა
- 02.03.2021 16:00რიტორიკა, რომელიც დღეს ჰქონდა პრემიერმინისტრს და მთლიანად უმრავლესობას, არ შეესაბამება ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მოლოდინებს - ხატია დეკანოიძე
- 02.03.2021 16:00ზოგიერთ ყალბ ოპოზიციონერს მინდა მოვუწოდო, ფასილიტაციიდან ფალსიფიკაციზე ნუ გადახვალთ, გადმობრძანდით მედიაციაზე - ბექა ოდიშარია
- 02.03.2021 16:00ვითიბი ბანკის Visa ბარათით გადახდისას, კვების ნებისმიერ ობიექტში, თანხის 5% უკან ბრუნდება
- 02.03.2021 14:55ჩვენ მომსწრენი გავხდით უპრეცენდენტო შეტევისა ეკლესიის და უშუალოდ პატრიარქის წინააღმდეგ, რაც აბსოლუტურად მიუღებელია - ირაკლი ღარიბაშვილი
არქივი
რეგიონები


ამბროლაურის აეროპორტს ოთხი წელი შეუსრულდა
ამბროლაურის აეროპორტს დღეს ოთხი წელი შეუსრულდა. პირველი რეისი ნატახტარიდან რაჭის მიმართულებით 2017 წლის 14 იანვარს შესრულდა. გახსნის დღიდან დღემდე ამბროლაურის აეროპორტი 6 100-ზე მეტ მგზავრს მოემსახურა.
ფრენების დაწყებამდე თბილისიდან ამბროლაურის მიმართულებით მიკროავტობუსები მოძრაობდნენ. მანძილი 270 კილომეტრია და მის დაფარვას დაახლოებით 4 საათი სჭირდებოდა. აეროპორტის მშენებლობის შემდეგ მგზავრობის ხანგრძლივობა ნატახტარიდან ამბროლაურის მიმართულებით 35 წუთამდე შემცირდა. შესაბამისად რაჭა როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი ვიზიტორებისთვის გაცილებით ხელმისაწვდომი გახდა.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორის, თამარ არჩუაძის განცხადებით, აეროპორტის არსებობა მნიშვნელოვანია რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარისთვის, განსაკუთრებით, ადგილობრივი ტურისტული სექტორისთვის. რადგან ამბროლაურის აეროპორტმა რეგიონის მოსახლეობისთვის ახალი შესაძლებლობები შექმნა.
„ადგილობრივი მნიშვნელობის აეროპორტის არსებობით რაჭაში ეკონომიკური აქტივობა გაიზარდა. გაჩნდა ახალი სასტუმროები, გესთ ჰაუსები, შესაბამისად დამატებითი სამუშო ადგილები, რამაც მეტწილად ხელი შეუწყო რეგიონში ტურიზმის სფეროს განვითარებას. აეროპორტში ჯამში, ამ ეტაპზე 55 ადამიანია დასაქმებული. მინდა, თითოეულ მათგანს მივულოცო დღევანდელი დღე და მადლობა გადავუხადო განსაკუთრებით რთულ პანდემიურ პერიოდში დაუღალავი შრომისთვის. აეროპორტს კი 2021 წელს მეტი რეისისა და მგზავრის მიღება ვუსურვო“, - განაცხადა თამარ არჩუაძემ.
ამბროლაურის აეროპორტი უპრეცედენტოდ მოკლე ვადებში აშენდა. მშენებლობა 2016 წლის სექტემბერში დაიწყო და იანვარში უკვე პირველი რეისი მიიღო. ამ ეტაპზე აეროპორტი მცირე ზომის - 15-ადგილიან საჰაერო ხომალდებს ემსახურება. სამომავლოდ გათვალისწინებულია უფრო დიდი ხომალდების მიღების შესაძლებლობა და მგზავრთა ნაკადის ზრდის შემთხვევაში ტერმინალის გაფართოებაც.
ასაფრენ-დასაფრენი ზოლის სიგრძე 1 100 მეტრს შეადგენს, ხოლო აეროპორტის ტერმინალის ფართობი 600 კვ.მ-ია და დაახლოებით 50 მგზავრის ერთდროულად გატარებაზეა გათვლილი. ტერმინალის არქიტექტორია მანუჩარ მახათაძე, აეროპორტის ინტერიერის დიზაინი კი მარიამ ყარყარაშვილს ეკუთვნის.

ფერმერებს რეგისტრაცია და აგროდიზელზე ფასდაკლების მიღება დისტანციურად, ვებგვერდის საშუალებითაც შეუძლიათ
27 თებერვალი, 2021 , 12:00

ქობულეთის მესამე საჯარო სკოლის ორ მოსწავლესა და ცხრა პედაგოგს კორონავირუსი დაუდასტურდა
24 თებერვალი, 2021 , 14:20

21 თებერვლამდე ვაშლის ექსპორტის ღირებულებამ 5.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა
22 თებერვალი, 2021 , 15:31
სოფელ შუქრუთში მაღაროები პარალიზებულია - მოსახლეობა პროცესში მიყენებული ზიანის ანაზღაურებას ითხოვს
18 თებერვალი, 2021 , 12:29
ინტენსიური თოვის გამო გზებზე შეზღუდვებია - სად იკრძალება მოძრაობა
17 თებერვალი, 2021 , 10:25

ნაქერალას უღელტეხილზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
16 თებერვალი, 2021 , 15:38