უახლესი ამბები
- 26.01.2021 17:52პრეზიდენტმა ტოივო კლაართან ვაქცინის მოწოდებისა და კოვიდსოლიდარობის საკითხზე ევროკავშირის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრა
- 26.01.2021 17:48საქართველოს ეროვნული ანგარიშის განხილვისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ შექმნილ ურთულეს გარემოს - საგარეო უწყება
- 26.01.2021 17:26ელექტრონულ ფორმატში აბიტურიენტებისათვის ღია კარის დღეების გამართვა გრძელდება
- 26.01.2021 17:22უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით ინსპექტორ-გამომძიებელი დააკავეს
- 26.01.2021 17:181 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3011 ლარი გახდა
- 26.01.2021 17:13ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსმა თურქეთის ელჩთან შეხვედრა გამართა
- 26.01.2021 17:07ევროსაბჭოს სესიაზე საქართველოში საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით უარყოფით შეფასებებს უფრო მეტს ველოდი, ვიდრე ეს გამოითქვა - ფრიდონ ინჯია
- 26.01.2021 16:58“თეატრალურ უნივერსიტეტში ყალბი დიპლომების გაცემას ირაკლი კობახიძის ოჯახის წევრები მფარველობენ” – რას აცხადებს ყოფილი ლექტორი
- 26.01.2021 16:52“კრიზისიდან ერთადერთი გამოსავალი ვადამდელი, დემოკრატიული არჩევნების ჩატარებაა” - ცხრა ოპოზიციური პარტია ერთობლიც განცხადებას ავრცელებს
- 26.01.2021 16:48თბილისში ვირუსის დადებითობის მაჩვენებელი უკანასკნელ 24 საათში 6%-ია
არქივი
ეკონომიკა


აქრამ ხასონ: იციკ მოშე ისრაელის ნამდვილი ელჩია მეგობარ ქვეყანაში
საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის ორგანიზებით, თბილისში, „ქორთიარდ მარიოტში“ საქართველო-ისრაელის ბიზნესფორუმი გაიმართა. მას ისრაელიდან 100-მდე ბიზნესმენი და ინვესტორი, აგრეთვე, მოქმედი ქნესეთის ვიცე-სპიკერი და ისრაელის მთავრობის ეკონომიკური ბლოკის წარმომადგენელი დაესწრნენ.
ბიზნესფორუმში მონაწილეობა მიიღეს, აგრეთვე, საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველმა მოადგილემ რუსუდან მამაცაშვილმა, „აწარმოე საქართველოს“ დირექტორის მოადგილემ თორნიკე ზირაქიშვილმა, პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ რომან კაკულიამ, ბიზნესომბუდსმენმა ირაკლი ლექვინაძემ, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ, სავაჭრო პალატის ხელმძღვანელმა ნინო ჩიქოვანმა და პარლამენტის ისრაელთან მეგობრობის ჯგუფის წევრმა გია მიქელაძემ.
ისრაელის დელეგაცია თბილისს სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის ეწვია. მის შემადგენლობაში იყვნენ ისეთი მსხვილი ბიზნესმენები, რომლებსაც საქართველოსთან შეხება ჯერ არ ჰქონიათ და დაინტერესებული არიან ქვეყნის ბიზნესკლიმატის გაცნობითა და ინვესტირებით.
დელეგაციაში შედიოდნენ HI TECH-ის, სამშენებლო ბიზნესის, სოფლის მეურნეობის, უძრავი ქონების, ტურიზმისა და კვებითი მრეწველობის წარმომადგენლები.
ბიზნესფორუმი საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის პრეზიდენტმა იციკ მოშემ გახსნა. მისი თქმით, ახლა ამ დარბაზში სხედან ადამიანები, რომლებსაც საქართველოში უკვე განხორციელებული აქვთ 120 მილიონი დოლარის ინვესტიცია, საერთოდ კი, ისრაელელების წვლილი საქართველოს ეკონომიკაში ინვესტიციებისა და ტურიზმის გზით 1 მილიარდ დოლარს აღემატება. „დღეს რამდენიმე ისრაელელ ბიზნესმენთან ერთად შეხვედრა მქონდა ბიზნეს ომბუდსმენთან, ბატონ ირაკლი ლექვინაძესთან. ამ შეხვედრის შემდეგ დავრწმუნდი, რომ საქართველოში ისრაელელთა ინვესტიციები კიდევ უფრო გაიზრდება“, - აღნიშნა იციკ მოშემ და ფორუმის მონაწილეებს ის კომპანიები გააცნო, რომლებიც საქართველოში უკვე საქმიანობენ ან აპირებენ შემოსვლას. მისი თქმით, ერთ-ერთი მთავარი სიახლე საქართველოში ქაშერული პროდუქციის, მათ შორის კომპანია „ბადაგონის“ მიერ ქაშერული ღვინის წარმოების დაწყებაა. პროდუქცია შევა როგორც ისრაელში, ისე ისრაელ-საქართველოს ავიარეისების მენიუში.
იციკ მოშეს თქმით, სადაც ბიზნესია, იქ პრობლემების არსებობა ბუნებრივია და ბიზნესპალატა საქართველოს მთავრობასთან ერთად მუშაობს, რომ ეს პრობლემები გადაიჭრას. მათი ნაწილი უკვე მოგვარებულია და იმედია, მომავალი ბიზნესფორუმისთვის, რომელიც ამჯერად ისრაელში ჩატარდება, ყველა სადავო საკითხი გადაწყდება.
ფორუმის მონაწილეებს მიმართა პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება განსაკუთრებულ ადგილს უთმობს საინვესტიციო გარემოს შექმნასა და ინვესტიციების მოზიდვაზე მუშაობას. ამასთან, მნიშვნელოვანია ბიზნესპალატების ფორმატიც, რომელსაც შეუძლია წარმოაჩინოს ბიზნესთან დაკავშირებული აქტუალური საკითხები თუ პრობლემები. „ ჩვენი კომიტეტი მზად არის, განიხილოს ნებისმიერი პრობლემა, რათა ინვესტორს ჰქონდეს წვდომა ბევრ შესაძლებლობაზე“, - აღნიშნა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ სიტყვით გამოსვლისას მადლობა გადაუხადა საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის პრეზიდენტს იციკ მოშეს საქართველოსა და ისრაელის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებისთვის გაწეული სამუშაოსთვის. მისი თქმით, არსებობს წინაპირობა, რომ ორი ქვეყანის ეკონომიკურ კავსირებში არსებული ციფრი მოკლე დროში გაორმაგდეს. მისივე თქმით, საქართველოსა და ისრაელს შორის თავისუფალი ვაჭრობის საკითხზე კონსულტაციები დაწყებულია და ალბათ წლის ბოლომდე მოლაპარაკების მორიგი რაუნდიც შედგება.
ისრაელის მოქმედი ქნესეთის წევრის, აქრამ ხასონის თქმით, საქართველო ისრაელის მეგობარი ქვეყანაა და ის მოუწოდებს ისრაელელ ბიზნესმენებს, ჩავიდნენ საქართველოში. წლის განმავლობაში ისრაელში ფინანსთა მინისტრის ეგიდით გაიმართება ისრაელ-საქართველოს ბიზნესფორუმი და ეს იქნება განსაკუთრებული ჟესტი საქართველოს მიმართ, რომ მეტი ინვესტიცია და ტურისტი შემოვიდეს საქართველოში. ქნესეთის წევრმა საქართველო-ისარაელის ბიზნესპალატის პრეზიდენტზეც ისაუბრა. მისი თქმით, იციკ მოშე ისრაელის ნამდვილი ელჩია მეგობარ ქვეყანაში - საქართველოში. ასე მიაჩნია მას და ასე მიაჩნიათ ისრაელის ხელისუფლებაშიც.
ბიზნესფორუმზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოტენციალის პრეზენტაციით წარსდგა რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე. მისი თქმით, აჭარა, თბილისის შემდეგ, ინვესტიციების მოცულობით წამყვანია, რეგიონში ეკონომიკური აქტივობა მაღალია, ხოლო ინვესტორთა ინტერესი - მზარდი. ბოლო 3 წელიწადში აჭარაში 1,5 მლრდ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა, 7% გაიზარდა დასაქმებულთა რიცხვი, 11 %-ით კერძო სექტორის პროდუქციის მოცულობა. შარშან რეგიონს ეწვია 2 მილიონი ვიზიტორი. აჭარა უკვე არა მარტო საზაფხულო, არამედ ოთხივე სეზონის ტურიზმის რეგიონი ხდება.
მინისტრმა დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა ბათუმის საიმიჯო ფილმი, გონიოსა და გოდერძის განვითარების კონცეფცია.
ფორუმის მონაწილეებს მიმართა, აგრეთვე, ბიზნესომბუდსმენმა ირაკლი ლექვინაძემ. მისი თქმით, ბიზნესომბუდსმენის აპარატი მუშაობს პრობლემების გადაჭრაზე. დღეს სწორედ ასეთ საკითხებთან დაკავშირებით ჰქონდა შეხვედრა ისრაელელ ინვესტორებთან. უწყება აქტიურად თანამშრომლობს საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატასთან და შედეგებიც აუცილებლად იქნება.
ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართეს აგრეთვე, საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელმა დავით საგანელიძემ, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველმა მოადგილემ რუსუდან მამაცაშვილმა და „აწარმოე საქართველოს“ დირექტორის მოადგილემ თორნიკე ზირაქიშვილმა.
საკვანძო სიტყვები:

2021 წლის 1-ელი იანვრის მდგომარეობით, საბანკო სექტორის სააქციო კაპიტალი 5.85 მლრდ ლარს შეადგენს - ეროვნული ბანკი
25 იანვარი, 2021 , 15:35

მიწა არ უნდა იყიდებოდეს, განათლება უნდა ფინანსდებოდეს - ინტერვიუ ვლადიმერ პაპავასთან
23 იანვარი, 2021 , 12:22

ვითიბი ბანკი ფერმერული მეურნეობის მხარდაჭერას აგრძელებს
22 იანვარი, 2021 , 18:21

ბექა ფერაძემ ახალი პორტალი - labour.moh.gov.ge წარადგინა
22 იანვარი, 2021 , 16:10

2020 წელს მთავრობამ საშინაო და საგარეო ვალის სახით 7 მილიარდ ლარზე მეტი მოიზიდა
22 იანვარი, 2021 , 12:20

ერთ ტომარა ფქვილზე სუბსიდია 15 ლარამდე გაიზარდა
22 იანვარი, 2021 , 12:20