უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

26 იანვარი, 2017 17:40
font-size

„აზოტის“ ადმინისტრაცია მუშებს აიძულებს სამსახურიდან საკუთარი სურვილით გათავისუფლების შესახებ განცხადებებს ხელი მოაწერინონ - პროფკავშირები

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება და საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირი ერთობლივ პრესკონფერენციაზე გამოეხმაურნენ სს „რუსთავის აზოტში“ განხორციელებულ მასობრივ გათავისუფლებას.

ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ ადმინისტრაცია მუშებს აიძულებს, სამსახურიდან საკუთარი ნებით წასვლის შესახებ განცხადებები დაწერონ.

„მედიანიუსი“ პროფკავშირების განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„რუსთავის აზოტის ირგვლივ მიმდინარე ,,უცნაური“ პროცესების შესახებ, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება და საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირი, ჯერ კიდევ 2016 წლის დასაწყისიდან საუბრობდა და ითხოვდა განმარტებებს და ინფორმაციების გასაჯაროებას.

2016 წლის დასაწყისიდან, კომპანია „სოკარის“ მიერ ბუნებრივ აირზე, თითქოსდა, რუსთავის აზოტისთვის არაადექვატური ფასის დაწესების გამო, საწარმო შეფერხებებით მუშაობდა. პარალელურად, საქართველოს მთავრობა კომპანიის ადმინისტრაცია აანონსებდა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან (EBRD) წარმატებით დასრულებულ მოლაპარაკებას რუსთავის აზოტის ას მილიონ ლარზე მეტით დაფინანსებასთან დაკავშირებით. ყოველივე ამის შემდეგ, 2016 წლის ივლისის თვეში, ბუნებრივი აირის ფასთან დაკავშირებული პრობლემების გამო, საწარმო კვლავ გაჩერდა, ამის პარალელურად კი საინფორმაციო სააგენტოების ვებ-გვერდებზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ კომპანიამ გაასხვისა საწარმოს შენობა ნაგებობების და სხვა ძირითადი საშუალებების ნაწილი, ეს ფაქტი კომპანიამ უარყო და დეზინფორმაციად შეაფასა.

იმას რომ არ საჯაროვდებოდა ინფორმაციები, პროფკავშირმა 2016 წლის 15 სექტემბერს ორგანიზება გაუკეთა საპროტესტო აქციას მოთხოვნით: ,,გასაჯაროვდეს ინფორმაციები აზოტთან დაკავშირებით“, რის შემდეგაც ქარხნის მფლობელმა, რომან ფიფიამ ჩაატარა კონტრაქცია და ხალხს უთხრა რომ პროფაკვშირებს პოლიტიკური ინტერესი გააჩნიათ და იმიტომ არიან დაკავებული პოპულიზმით, სინამდვილეში კი ყველაფერი კარგად არის, ეგ კი არა და მომავალ წელს ხელფასების ოდენობის გაორმაგებას ვაპირებო.

2016 წლის 30 იანვარს საწარმო გაჩერდა, ისევ გაჟღერებული ბუნებრივი აირის ფასის პრობლემით, თუმცა ამავე დროს შეიცვალა მენეჯმენტი და პროცესების მართვა დაიწყეს საქართველოს ბანკის წარმომადგენლებმა.

2017 წლის 20 იანვრიდან კომპანიამ დაიწყო დასაქმებულთა შემცირებაზე საუბარი. 25 იანვრიდან კი პროცესები მიმდინარეობს სრული კანონდარღვევით, კომპანია აიძულებს ადამიანებს, მოაწერონ ხელი სამუშაოდან საკუთარი სურვილით წასვლის განცხადებებს, მერე კი თავად გადაწყვეტს , ვის გაუფორმოს ახალი კონტრაქტი, რომელიც ასევე საკმაოდ ბევრ კაბალურ პუნქტს შეიცავს. კომპანია აპირებს სამსახურიდან გაანთავისუფლოს 350-მდე დასაქმებული.

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება და დარგობრივი პროფკავშირი, ყველა შესაძლო მეთოდით დაიცავს რუსთავის „აზოტის“ დასაქმებულთა უფლებებსა და ინტერესებს“, - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ დღეს რუსთავის აზოტის საწარმოს მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილმა მუშებმა მათი გათავისუფლება გააპროტესტეს.

აქციის მონაწილეების თქმით, ცნობა სამსახურიდან დათხოვნის შესახებ მათ დილის ცვლის დაწყების წინ გაიგეს. მუშები ამბობენ, რომ კომპანიას არ აუხსნია მასობრივი გათავისუფლების მიზეზი.

როგორც „მედიანიუსს“ „აზოტის“ პრესსამსახურის წარმომადგენელმა, ზვიად კეჭაყმაძემ განუცხადა, ამჟამად კომპანიაში რეორგანიზაციის პროცესი მიმდინარეობს, რადგან საწარმოს მფლობელი შეეცვალა. კომპანია შპს-დან სააქციო საზოგადოება „რუსთავის აზოტად“ გადაიქცა.

კეჭაყმაძე ამბობს, რომ კომპანია თანამშრომელთა ხელახალ მიღებასა და მათთან ხელშეკრულების დადებას აპირებს. დააბრუნებენ თუ არა გათავისუფლებულ მუშებს სამსახურში, ჯერჯერობით უცნობია.

ანა მებურიშვილი

11-25 აპრილს გომბორი-თელავის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

10 აპრილი, 2024 , 11:05

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 11 აპრილიდან 25 აპრილის ჩათვლით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზ

საქართველოს ბანკის რიგით 21-ე იდეათეკა ახალციხეში გაიხსნა

25 მარტი, 2024 , 17:05

საქართველოს 8 რეგიონში უკვე საქართველოს ბანკის 21 მულტიფუნქციური საგანმანათლებლო სივრცე - იდეათეკა ფუნქციონირებს. ეს ყველაფერი არაა. ფინანსური ინსტიტუტი მოსწავლეებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. საქ

ქობულეთში, შემოვლით გზაზე ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა

25 მარტი, 2024 , 12:09

ქობულეთში, შემოვლით გზაზე ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. "აჭარის ტელევიზიის" ინფორმაციით, შემთხვევა სოფელ ოჩხამურთან მოხდა და გარდაცვლილები ოჯახის წევრები არიან.  სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის განმარტებით,

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ხარაბაძე დაინიშნა

20 მარტი, 2024 , 12:00

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ხარაბაძე დაინიშნა. პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ახალ გუბერნატორს დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. პრემიერმა ლევან ხარაბაძ

ოზურგეთი-თბილისის მატარებელი სოფელ ნატანებთან ლიანდაგიდან გადავიდა, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა

20 მარტი, 2024 , 11:48

ოზურგეთი-თბილისის მატარებლის ელმავალი და პირველი ვაგონი სოფელ ნატანებთან ლიანდაგს ასცდა. როგორც საქართველოს რკინიგზაში აცხადებენ, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მათივე ცნობით, ამ დროისათვის მიმდინარეობს მოკვლევა დ

დედოფლისწყაროში, ტყის მიმდებარედ მამაკაცი ხანძრის გაჩენას ცდილობდა - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

5 მარტი, 2024 , 11:16

ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც დედოფლისწყაროს რაიონში, ტყის მიმდებარედ ხანძარს მიზანმიმართულად აჩენდა, 500 ლარით დაჯარიმდა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. „შინა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი