უკან
უახლესი ამბები
- 26.04.2024 18:36ჩვენი გზა უნდა მიდიოდეს ევროპაში ორივესი ერთად, მაგრამ რუსეთისკენ მიდიხართ, რუსეთში მიგვათრევთ - ლილე ლიპარტელიანი `ოცნებას`
- 26.04.2024 18:19ლექტორის მკვლელობის ფაქტზე სასამართლომ ორ პირს 20-20 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
- 26.04.2024 18:1015 პარტნიორი უნივერსიტეტი, 140-მდე სტიპენდიატი - საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულები ცნობილია
- 26.04.2024 17:3328 აპრილს თითოეული ქართველის ადგილი რუსთაველზეა - ლევან ხაბეიშვილი
- 26.04.2024 15:32მინდა ვთხოვო და მოვუწოდო ყველა მასწავლებელს - უთხრან არა საქართველოს რუსიფიკაციას და ევროკავშირისგან დაშორებას - ნანა ტოხვაძე
- 26.04.2024 15:1930 წელი მივდიოდით ერთი მიმართულებით და ახლა აღმოჩნდა, რომ უნდა წავიდეთ სხვა მხარეს, რაც, ჩემი აზრით, არ წაადგება ჩვენი ქვეყნის პერსპექტივებს - თედო ჯაფარიძე
- 26.04.2024 14:12თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი
არქივი
რეგიონები
6 აპრილი, 2018 15:30
ბათუმის საზღვაო ჰოსპიტალის სტაციონარიდან 6 000-მდე ამპულა ნარკოტიკული საშუალება დაიკარგა
ბათუმში, საზღვაო ჰოსპიტალის სტაციონარიდან 6 000-მდე ამპულა ნარკოტიკული საშუალება დაიკარგა. ინფორმაციას ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია ავრცელებს.
ნარკოტიკული საშუალებების დაკარგვის ფაქტთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება უკვე დაიწყო. გამოძიების დაწყების შემდეგ, საავადმყოფოს ორი თანამშრომელი სამსახურში არ გამოცხადებულა.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 269-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ნარკოტიკული საშუალების ან პრეკურსორის დამზადების, წარმოების, მიღების, აღრიცხვის, გაცემის, შენახვის, გადაზიდვის, გადაგზავნის ან შემოტანის წესის დარღვევას. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ჯერჯერობით არავინაა დაკავებული.
ბათუმის საზღვაო ჰოსპიტალს კომპანია ”მედ-ემერჯენსი” მართავს.
ცირა გურგენიძე