უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

23 თებერვალი, 2017 12:45
font-size

ბელარუსისა და საქართველოს საბაჟო ადმინისტრაციებს შორის ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა

23 თებერვალს, საქართველოში ვიზიტად მყოფმა, ბელარუსის რესპუბლიკის საბაჟო კომიტეტის თავმჯდომარემ იური სენკომ და შემოსავლების სამსახურის უფროსმა, გიორგი თაბუაშვილმა ხელი მოაწერეს ოქმს - ორ ქვეყანას შორის საჰაერო ტრანსპორტით გადაადგილებული საქონლის მიმართ, საბაჟო სამართალდარღვევების წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში ურთიერთანამშრომლობის შესახებ.

ამასთან, გაფორმდა მემორანდუმი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურსა და ბელარუსის რესპუბლიკის სახელმწიფო საბაჟო კომიტეტს შორის, კადრების მომზადების სფეროში თანამშრომლობის შესახებ.

შემოსავლების სამსახურის ცნობით, ხელმოწერის ოფიციალურ ცერემონიამდე, ბელარუსის საბაჟო ადმინისტრაციის დელეგაციის წევრებსა და შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელობას შორის, შეხვედრა გაიმართა. მხარეებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის არსებული ეკონომიკური თანამშრომლობის ჭრილში, საბაჟო ადმინისტრაციების თანამშრომლობისა და ამ მხრივ, ბიზნესისათვის ხელსაყრელი გარემოს უზრუნველყოფის საკითხებზე. „ინფორმაციის დამუშავება და ეფექტური გაცვლა, ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის ხელშეწყობისათვის, უმიშვნელოვანესი პირობაა“ - შეხვედრაზე განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, შემოსავლების სამსახურის უფროსმა, გიორგი თაბუაშვილმა.

„საქართველოსა და ბელარუსს შორის სულ უფრო იზრდება ტვირთბრუნვა. პარალელურად კი იკვეთება საკითხები, რამაც შესაძლოა უარყოფითი გავლენა მოახდინოს ზრდის ტენდენციაზე. ამიტომაც, საჭიროა მჭიდრო თანამშრომლობა“ - აღნიშნა ბელარუსის რესპუბლიკის საბაჟო კომიტეტის თავმჯდომარემ იური სენკომ. ბელარუსის რესპუბლიკის საბაჟო კომიტეტის დელეგაციის წევრებმა, ვიზიტის ფარგლებში, დაათვალიერეს გაფორმების ეკონომიკური ზონა, გეზი „თბილისი“ და საბაჟო გამშვები პუნქტი „წითელი ხიდი“ .

საკვანძო სიტყვები:

საშუალოვადიან პერიოდში საქართველო იქნება ერთ-ერთი ყველაზე მზარდი ეკონომიკა ევროპასა და რეგიონის ქვეყნებს შორის - ლევან დავითაშვილი

22 აპრილი, 2024 , 10:48

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა საქართველოს ეკონომიკაში არსებულ ტენდენციებსა და მათი განვითარების პროგნოზებზე, ეკონომიკის სექტორულ პრიორიტეტებსა და გამოწვევე

კაპიტალის ბაზარი სწრაფად ვითარდება, რეფორმა აქტიურ ფაზაში შევიდა და საპენსიო ფონდის როლი მნიშვნელოვნად იზრდება - ირაკლი ნადარეიშვილი

5 აპრილი, 2024 , 14:03

სწრაფ ეკონომიკურ ზრდაზე, იმ დინამიკაზე როდესაც ვსაუბრობთ, რომელიც ფიქსირდება საქართველოს ეკონომიკაში ბოლო წლების განმავლობაში, ერთ-ერთი მთავარი ამოცანა და საკითხი, რომელიც ყოველთვის დგება განვითარებად ეკონომიკებში, არის

საქართველოში დაბალ ინფლაციას მიზნობრივ სამპროცენტიან მაჩვენებელთან ნორმალიზება, ასევე მსოფლიოში სურსათის ფასების შემცირება განაპირობებს - ეროვნული ბანკი

5 აპრილი, 2024 , 12:48

2024 წლის მარტში წლიურმა ინფლაციამ 0.5% შეადგინა, ხოლო თებერვალთან შედარებით ფასები 0.01%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ცნობით, დაბალ ინფლაციას, ერთი მხრივ, ადგილობრივ

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

ცოდნაზე დაფუძნებული, ინოვაციური ეკონომიკის განვითარებას ჩვენი ქვეყნის წინსვლისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს - ირაკლი კობახიძე

19 მარტი, 2024 , 12:27

მინდა, მივულოცო ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის იუბილე, ეს ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი