უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მოზაიკა

9 ივნისი, 2021 12:27
font-size

BENTLEY CONTINENTAL GT3 PIKES PEAK: ტექნიკური დეტალები

  • Continental GT3 Pikes Peak გადის დინამიურ გამოცდებს
  • სარბოლო ავტომობილის ძრავი, მუშაობს განახლებადი საწვავით და გადის საბოლოო ტესტირებას
  • V8 მოცულობის 4,0 ლიტრიანი მოდიფიცირებული ტესტირების შედეგები: : სიმძლავრე 750 ცხენის ძალაზე მეტი და 1000 ნმ ბრუნვადი მომენტი
  • 30% -ით მეტი მოჭიდების ძალა ვიდრე მოდელს Continental GT3
  • განახლებული შასი, თხევად-გაგრილებადი მუხრუჭები და 3D პრინტერზე დამზადებული დეტალები.
  • Bentley არის სამი რეკორდის ნომინანტი, Pikes Peak (პაიკს პიკ) მთის აღმართის რბოლაში
  • სარბოლო ავტომობილი შექმნილია Fastr მომხმარებელთა გუნდთან თანამშრომლობით
  • პაიკს პიკის მთაზე ასვლის სარბოლო შეჯიბრი გაიმართება 2021 წლის 27 ივნისს

Bentley Continental GT3 Pikes Peak სარბოლო ავტომობილი გადის ყველაზე რთული და მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟული სარბოლო პაიკს-პიკის შეჯიბრისთვის მომზადების ფინალურ ეტაპს: უკვე დასრულებულია დინამიურ საცდელ ტრასაზე სამი რბოლა და ძრავი მუშაობს განახლებად საწვავზე.

Bentley-ს ისტორიის მანძილზე, ყველაზე ექსტრემალური საგზაო სპორტული ავტომობილი არის სიმბოლო Beyond100 ტრანსფორმაციის ამბიციური სტრატეგიის ახალი ეტაპი, რომელის მიზანია მარკის ლიდერობა, მდგრადი მდიდრული მობილობის სფეროში.

27 ივნისს, Continental GT3 Pikes Peak დაიპყრობს პაიკს-პიკის მთას განახლებადი საწვავით; რბოლის ინიცირებას ახდენს კვლევისა და განვითარების სერია, საწვავის ახალი წყაროების სფეროში, ბენტლის სამოდელო ხაზის ელექტროფიკაციის პროგრამის პარალელურად. ყველა ეს ნაბიჯი მიმართულია Beyond100 სტრატეგიის რეალიზებაზე, ბენტლის სრულად ნახშირბად ნეიტრალურობის გზაზე.

Continental GT3 Pikes Peak: ტექნიკური მახასიათებლები

საწყისი ხაზი მდებარეობს ზღვის დონიდან 2862 მეტრის სიმაღლეზე, ხოლო ფინიში - 4301 მეტრის სიმაღლეზე, სადაც ჰაერის სიმკვრივე მესამედით ნაკლებია ვიდრე ზღვის დონეზე. ამ პირობებში მუშაობისთვის Continental GT3 Pikes Peak-მა მიიღო აეროდინამიკური დაკიდების, შასის და შეცვლილი ძრავის მოდიფიკაცია და გახდა არა მხოლოდ Continental GT-ის ყველაზე ექსტრემალური ვერსია, არამედ ბენტლის ისტორიაში ყველაზე დინამიური ავტომობილი.

ძრავი, რომელიც შექმნილია კარგად რეკომენდირებული ტურბო ოთხ-ლიტრიანი V8 ძრავის ბაზაზე, სერიოზულად იქნა გარდასახული. ტესტირებების დროს ის იძლეოდა 750 ცხენის ძალას და 100ნმ ბრუნვად მომენტს, ზღვის დონეზე, ამასთან რბოლის დროს ის უფრო შთამბეჭდავ შედეგებს აჩვენებს.

ძრავი მუშაობს განახლებადი წყაროების სარბოლო საწვავზე, რომლის ოქტანობაა 98. საწვავი წარმოადგენს ავტორბოლისთვის განკუთვნილი ბიოსაწვავის გამორჩეულ ნაკრებს - ეს არის ეკოლოგიური საწვავის eFuel-სკენ მიმავალ გზას, რაც საშუალებას იძლევა შემცირდეს მხუთავი აირების გამოყოფა 85%-ით.

ასეთი მაღალი სიმძლავრის ძრავი განსაკუთრებულ მოთხოვნებს უყენებს გამაგრილებელ სისტემებს, ამიტომ ინჟინერების გუნდმა შეიმუშავა პაიკს-პიკის რბოლისთვის დამატებითი გაგრილების სიტემება და განათავსა ის ავტომობილის უკანა ნაწილში.

გადაცემათა კოლოფი, არ განსხვავდება ბენტლის სტანდარტული სარბოლო ტრანსმიისგან, რომელიც თავიდანვე ისე იყო შექმნილი რომ გამკლავებოდა მაღალ ბრუნვად მომენტს. ამასთან უკანა ბორბლების წამყვანი ლილვის დიამეტრი გაზრდილია წინააღმდეგობის ასამაღლებლად. ავტომობილში გამოიყენება Mobil1 მაღალეფექტური ზეთი.

გაუმჯობესებული აეროდინამიკა უზრუნველყოფს მოჭიდების ძალის 30%-ით გაზრდას და ხმარს უჭერს სტანდარტულ აეროდინამიჯურ ბალანსს წინა და უკანა ღერძებს შორის, რაც დადასტურდა ტრასაზე პირველი ასპარეზობის დრო. ავტომობილის მთელ სიგრძეზე აეროდინამიკური ბალანსის შესანარჩუნებლად, დიზაინს ავსებს ინტეგრირებული აეროდინამიკური პაკეტი წინა ნაწილში. გამოყენებული დეტალების უმეტესობა დამზადებულ იქნა ნეილონ ნახშირბადის ბოჭკოსგან , სწრაფი პროტოტიპირების საშუალებების გამოყენებით - წარმოების დამხმარე ტექნიკით, ბენტლის ფაბრიკაში, ქალაქ ქრუში.

ექსტრაორდინალური გუნდი სამმაგი რეკორდისთვის

Bentley –ის მონაწილეობა პაიკს-პიკის აღამრთის რბოლაში - არის განაცხადი, ამბიცია ფინალურ, მესამე გამარჯვებაზე, Fastr საკლიენტო გუნდთან თანამშრომლობის ფარგლებში , რომლებიც წარმოადგენენ Continental GT3 ავტომობილს ბრიტანულ ჩემპიონატზე. Bentley და Fastr ასევე თანამშრომლობენ კომპანია M-Sport-თან, იმისათვის რომ დაეხმარონ Continental GT3 Pikes Peak გამოავლინოს მთელი თავისი უდიდესი პოტენციალი, კოლორადოში რბოლაზე.

ახალი რეკორდის დასამყარებლად, ავტომობილმა უნდა დაძლიოს 1500 მეტრზე მეტი სიგრძის აღმართი, 156 მოსახვევით დატვირთულ გზაზე, საშუალო 125 კმ/სთ სიჩქარით, და გადაკვეთოს ფინიშის ხაზი 9 წუთი და 36 წამზე ნაკლებ დროში. გუნდს გამარჯვებისკენ წაიყვანს რის მილენი (Rhys Millen), პაიკს-პიკის რბოლის სამგზის ჩემპიონი, ახალი ზელანდია. ბენტლისთან თანამშრომლობის ფარგლებში, მან უკვე დაამყარა ორი მოქმედი რეკორდი: 2018 წელს, SUV სერიული კლასის ავტომობილების კლასში (მოდელი Bentayga W12) და 2019 წელს, სერიული მსუბუქი ავტომობილების კლასში (მოდელი Continental GT).

მომდევნო ორი კვირის განმავლობაში, Continental GT3 Pikes Peak გაივლის ფინალურ გამოცდებს და დახვეწის სამუშაოებს , იმისათვის რომ მონაწილეობა მიიღოს 99-ე საერთაშორისო შეჯიბრში, პაიკს-პიკის მთაზე ასვლაში, რომელიც გაიმართება 27 ივნისს.

ცნობისთვის - Bentley Motors - მსოფლიოში ყველაზე მოთხოვნადი მდიდრული საავტომობილო ბრენდია. კომპანიის ქარხანა და სათაო ოფისი მდებარეობს ინგლისის ქალაქ ქრუ-ში. აქვე კონცენტრირებულია მისი ძირითადი საქმიანობა, მათ შრის დიზაინერული გადაწყვეტილებების შექმნა, სამეცნიერო კვლევები და განვითარება, ასევე სამი სამოდელო საავტომობილო ხაზის დაპროექტება და წარმოება, ესენია: Continental, Flying Spur, Bentayga. ბრიტანული ძვირადღირებული ისეთი საავტომობილო ბრენდების უნიკალურობა, როგორიც არის Bentley, მდგომარეობს შემდეგში; დახვეწილიხელობა, ტრადიციები რომლებიც თაობიდან თაობას გადაეცემა, საინჟინრო გამოცდილება და მოწინავე ტექნოლოგიები. კომპანიამ შეინარჩუნა მდიდრული საგნების ბრიტანელი მწარმოებლების საუკეთესო მემკვიდრეობა. Bentley ქარხანაში, ქრუში დასაქმებულია დაახლოებით 4000 ადამიანი.

“La Gazzetta Dello Sport” უკვე ქართულ მედიასივრცეშია

1 თებერვალი, 2024 , 15:01

მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი და ისტორიული იტალიური სპორტული მედიაპლატფორმა „La Gazzetta Dello Sport“ უკვე საქართველოშია. მისი ქართული ვერსიის - „La Gazzetto Dello Sport  Georgia“-ს ოფიციალური წ

სახელოვანი ვიოლონჩელისტი იან მაკსინი საქართველოში კონცერტებს მართავს

29 იანვარი, 2024 , 17:02

საქართველოში ცნობილი ვიოლონჩელისტი, კომპოზიტორი და მრავალენოვანი ამერიკელი ვოკალისტი იან მაკსინი იმყოფება. იგი ჩვენს ქვეყანას ახალი ალბომის -- “Amor Renauts”-ის გამოშვებისადმი მიძღვნილი მსოფლიო ტურნეს ფარგლებ

საქართველოდან სიყვარულით სავსე გულით მივდივარ - ალ ბანო

27 ნოემბერი, 2023 , 11:27

"იტალიელები ქართველებს ძალიან ჰგვანებიან. განსხვავებული მხოლოდ ენაა. მაგრამ ჭიქა ღვინოსთან ენაც ქრება და მხოლოდ გული რჩება", -ასე მიესალმა ლეგენდარული იტალიელი მომღერალი ალ ბანო კარიზი თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში შე

თბილისი ლეგენდარული ალ ბანოს პირველ სოლო კონცერტს უმასპინძლებს

24 ნოემბერი, 2023 , 12:38

24 ნოემბერს თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში ლეგენდარული იტალიელი მომღერლის, ალ ბანოს პირველი სოლო კონცერტი გაიმართება. მუსიკოსი საქართველოს საქველმოქმედო ფონდ "ცხოვრება მშვენიერიას" მოწვევით სტუმრობს. როგორც მომღერალმა

ისრაელელი მხატვრების გამოფენა თბილისში

24 ნოემბერი, 2023 , 11:48

ხვალ, 25 ნოემბერს თბილისში გაიხსნება ისრაელელი მხატვრების ჯგუფური გამოფენა, რომელიც მშვიდობას ეძღვნება. "სამართლიანობა, სიმართლე და მშვიდობა?" ასე ჰქვია გამოფენას, რომელიც თბილისში მიმდინარეობდა და ისრაელზე 7 ოქტომბერს ტ

ისრაელელი მხატვრების გამოფენა თბილისში

24 ნოემბერი, 2023 , 11:48

ხვალ, 25 ნოემბერს თბილისში გაიხსნება ისრაელელი მხატვრების ჯგუფური გამოფენა, რომელიც მშვიდობას ეძღვნება. "სამართლიანობა, სიმართლე და მშვიდობა?" ასე ჰქვია გამოფენას, რომელიც თბილისში მიმდინარეობდა და ისრაელზე 7 ოქტომბერს ტ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი