უკან

მოზაიკა

18 აგვისტო, 2021 17:14
font-size

BENTLEY FLYING SPUR MULLINER – გამორჩეული ოთხკარიანი

-Flying Spur Mulliner: ეს წარმოუდგენელი ავტომობილი, კიდევ უფრო სრულყოფილი გახდა

-Bentley-ს ახალი ჰიბრიდული აგრეგატები, ბენზინის ექვს ცილინდრიანი ძრავით, ასევე შთამბეჭდავი ბენზინის ძრავი 8 ცილინდით და W12 ძრავით

-Bentley Mulliner Collections ხაზის მესამე წარმომადგენელი, რომლის ანონსირებაც მოხდა მონტერეის საავტომობილო კვირეულზე

-დახვეწილი სედანი როგორც უმაღლესი განსახიერება თანამედროვე ოსტატობისა და ფუფუნების შთამბეჭდავი სულისკვეთებისა

-შემუშავებულია და აწყობილია ხელით, Mulliner-ის სპეციალისტების მიერ, რომელიც არის Bentley-ის ქვეგანყოფილება და მუშაობს ინდივიდუალურ მიდგომებზე.

-ძარის უნიკალური მოპირკეთება - რადიატორის ცხაური Double Diamond, 22 დუიმიანი განსაკუთრებული დიზაინის დისკები და Mulliner-ის ელეგანტური დეკორატიული ელემენტები

-ინტერიერის ხელით შესრულებული სამუშაოები, სამ ფერიან გამაში და დეკორატიული ჩანართებით, რომბირებული ნახატებით ცენტრალურ კონსოლზე.

Bentley Mulliner წარმოგიდგენთ მოდელს Flying Spur Mulliner - გამორჩეულად მდიდრული ოთხ-კარიანი გრან ტურერი და პირველი ელექტროფიცირებული ავტომობილი Bentley Mulliner.

Flying Spur მულინერის აღჭურვა შესაძლებელია ჰიბრიდული V6, ასევე ემოციური V8 ან W12 ძრავით, შთამბეჭდავი ბრუნვადი მომენტით, მიუხედავად ავტომობილის არჩევანისა ის შეუცვლელად აღაფრთოვანებს დახვეწილი დეტალიზაციით, შესრულებული მულინერის ატელიეს მიერ. კალიფორნიაში, მონტერეის საავტომობილო კვირეულზე წარდგენილი სედანი, სათავეში უდგას Flying Spur-ის ხაზს და თავის თავში ათავსებს უმაღლეს თანამედროვე ხელით შესრულების ოსტატობას და შთამბეჭდავ ფუფუნებას.

Flying Spur მოდელის ყველაზე დახვეწილი ვერსია შეიმუშავა და ხელით შექმნა ბენტლი მულინერის სპეციალისტებმა, დიდ ბრიტანეთში. ახალი Flying Spur Mulliner, ბენტლის სამოდელო ხაზის ფლაგმანი, შეიქმნა იმ კლიენტებისთვის, რომლებიც ავტომობილში ელეგანტურ დეტალებს აფასებენ.

ამგვარი დეტალებია - ექსკლუზიური 22-დუიმიანი პოლირებული მულინერის დისკები, ნაცრისფერი შეფერილობით, ცენტრში მკვეთრად გამოყოფილი ემბლემით, რომელიც მოძრაობისდროს ვერტიკალურ მდგომარეობას ინარჩუნებს. რადიატორის ცხაური Double Diamond და ქრომირებული წინა ცხაური, ჰარმონიაშია მულინერის ორიგინალურ ცხაურთან და გარე, უკანა ხედვის სარკეების კორპუსთან, რომელიც დაფარულია ვერცხლისფერი მატი საფარით. Bentley-ის ლეგენდარული ემბლემა, ფრთოვანი ასო «B», გახდა ელექტრონულად მოძრავი და ჩაკეცვადი. ამის გარდა Flying Spur Mulliner -ის საწვავის ავზის საფარი და ზეთის ავზის მილი, აღჭურვილია ქრომით. ავტომობილში დაჯდომისას მგზავრებს ეგებება მულინერის საზღურბლეები და ფარდაგები მაღალი და რბილი დაფარვით. უნიკალური შიდა მოპირკეთება შემოთავაზებულია, მულინერის სამ ფერიანი კომბინაციის, რვა ვარიანტში.

სალონის მოპირკეთების ერთ-ერთი ვარიანტია - Ascot - რომელიც წარმოადგენს ლურჯი ტყავის Imperial Blue და ღია ბეჟი Camel ფერების შეთავსებას, რომელთაგან პირველით მოპირკეთებულია ხელსაწყოთა დაფა და კარების შიდა პანელი, ხოლო მეორე ფერით დამშვენებულია სავარძლების მკვეთრი სტილი. მულინერის ამ უნიკალური სამი ფერიდან მესამე არის თეთრი, რომელიც გამოიყენება მიკრო მოპირკეთებისთვის და ხაზების აქცენტირებისთვის.

მოპირკეთების Flare და Sirius ვარიანტები გამოირჩევა უფრო მეტად თამამი შთავსებით ფერებისა - წითელი Hotspur, შავის Beluga , თეთრის Linen და ნაცრისფერის Brunel, შესაბამისად. ყველა შემთხვევაში გამოიყენება ვერცხლისფერი, აქცენტირებისთვის.

Mulliner Driving Specification ოფციების ნაკრები შედის ბენტლი Flying Spur მულინერის სტანდარტულ კომპლექტაციაში. მისი განმასხვავებელი მახასიათებელია «რომბი - რომბში» (Diamond-in-Diamond) ნაკერი სავარძლებზე, რომელიც იმავე ფერშია შესრულებული, როგორც აქცენტირების ხაზები ცენტრალური კონსოლიდან წამოსული, რომელიც კვეთს ინსტრუმენტთა დაფას და ყოფს სავარძლებს ცენტრალური დაფისგან და სრულდება კარებთან ღვედის ქვემოთ ზონაში.

დახვეწილი ნაკერის «რომბი - რომბში» ტექნიკური შესრულება მუშავდებოდა 18 თვის მანძილზე. თითოეული რომბი შედგება 712 განცალკევებული ნაკერისგან და თითოეული მიუთითებს ზუსტად „ბრილიანტის“ ცენტრისკენ.

Flying Spur Mulliner-ის კლიენტები იღებენ ორ გასაღების ტყავის ჩასადებით, მულინერის უნიკალურ სასაჩუქრე ნაკრებში, რომელიც ასევე ხელით არის შექმნილი, და რომელის დიზაინი ეხმაურება ავტომობილის სალონის სამ-ფერიან გაფორმებას. ორი გასაღების ქეისი ასევე დამშვენებულია კონტრასტული ნაკერებით.

Flying Spur Mulliner მოდელისთვის ხელმისაწვდომია ბენტლის V8 და W12 ძრავები, ასევე ახალი ჰიბრიდული აგრეგატი V6 Hybrid. Bentley W12, 6 ცილინდრიანი ტურბო ძრავი, უზრუნველყოფს მოდელის აჩქარებას 100 კმ/სთ-მდე 3,8 წამში, ხოლო შემდგომ მაქსიმალურ სიჩქარეს 333 კმ/სთ-ს. რაც შეეხება V8 ასევე ტურბო 4 ლიტრიანი ძრავის 100 კმ/სთ-მდე აჩქარება ხდება 4.1 წამში, ხოლო მაქსიმალური სიჩქარეა 318 კმ/სთ, ახალი V6 Hybrid ძრავით იგივე მოდელი 100 კმ/სთ-მდე აჩქარებას 4.3 წამში ახდენს და მისი მაქსიმალური სიჩქარეა 285 კმ/სთ.

ცნობისთვის - Bentley Motors - მსოფლიოში ყველაზე მოთხოვნადი მდიდრული საავტომობილო ბრენდია. კომპანიის ქარხანა და სათაო ოფისი მდებარეობს ინგლისის ქალაქ ქრუ-ში. აქვე კონცენტრირებულია მისი ძირითადი საქმიანობა, მათ შრის დიზაინერული გადაწყვეტილებების შექმნა, სამეცნიერო კვლევები და განვითარება, ასევე სამი სამოდელო საავტომობილო ხაზის დაპროექტება და წარმოება, ესენია: Continental, Flying Spur, Bentayga. ბრიტანული ძვირადღირებული ისეთი საავტომობილო ბრენდების უნიკალურობა, როგორიც არის Bentley, მდგომარეობს შემდეგში; დახვეწილიხელობა, ტრადიციები რომლებიც თაობიდან თაობას გადაეცემა, საინჟინრო გამოცდილება და მოწინავე ტექნოლოგიები. კომპანიამ შეინარჩუნა მდიდრული საგნების ბრიტანელი მწარმოებლების საუკეთესო მემკვიდრეობა. Bentley ქარხანაში, ქრუში დასაქმებულია დაახლოებით 4000 ადამიანი.

“La Gazzetta Dello Sport” უკვე ქართულ მედიასივრცეშია

1 თებერვალი, 2024 , 15:01

მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი და ისტორიული იტალიური სპორტული მედიაპლატფორმა „La Gazzetta Dello Sport“ უკვე საქართველოშია. მისი ქართული ვერსიის - „La Gazzetto Dello Sport  Georgia“-ს ოფიციალური წ

სახელოვანი ვიოლონჩელისტი იან მაკსინი საქართველოში კონცერტებს მართავს

29 იანვარი, 2024 , 17:02

საქართველოში ცნობილი ვიოლონჩელისტი, კომპოზიტორი და მრავალენოვანი ამერიკელი ვოკალისტი იან მაკსინი იმყოფება. იგი ჩვენს ქვეყანას ახალი ალბომის -- “Amor Renauts”-ის გამოშვებისადმი მიძღვნილი მსოფლიო ტურნეს ფარგლებ

საქართველოდან სიყვარულით სავსე გულით მივდივარ - ალ ბანო

27 ნოემბერი, 2023 , 11:27

"იტალიელები ქართველებს ძალიან ჰგვანებიან. განსხვავებული მხოლოდ ენაა. მაგრამ ჭიქა ღვინოსთან ენაც ქრება და მხოლოდ გული რჩება", -ასე მიესალმა ლეგენდარული იტალიელი მომღერალი ალ ბანო კარიზი თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში შე

თბილისი ლეგენდარული ალ ბანოს პირველ სოლო კონცერტს უმასპინძლებს

24 ნოემბერი, 2023 , 12:38

24 ნოემბერს თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში ლეგენდარული იტალიელი მომღერლის, ალ ბანოს პირველი სოლო კონცერტი გაიმართება. მუსიკოსი საქართველოს საქველმოქმედო ფონდ "ცხოვრება მშვენიერიას" მოწვევით სტუმრობს. როგორც მომღერალმა

ისრაელელი მხატვრების გამოფენა თბილისში

24 ნოემბერი, 2023 , 11:48

ხვალ, 25 ნოემბერს თბილისში გაიხსნება ისრაელელი მხატვრების ჯგუფური გამოფენა, რომელიც მშვიდობას ეძღვნება. "სამართლიანობა, სიმართლე და მშვიდობა?" ასე ჰქვია გამოფენას, რომელიც თბილისში მიმდინარეობდა და ისრაელზე 7 ოქტომბერს ტ

ისრაელელი მხატვრების გამოფენა თბილისში

24 ნოემბერი, 2023 , 11:48

ხვალ, 25 ნოემბერს თბილისში გაიხსნება ისრაელელი მხატვრების ჯგუფური გამოფენა, რომელიც მშვიდობას ეძღვნება. "სამართლიანობა, სიმართლე და მშვიდობა?" ასე ჰქვია გამოფენას, რომელიც თბილისში მიმდინარეობდა და ისრაელზე 7 ოქტომბერს ტ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი