უკან

მოზაიკა

30 ოქტომბერი, 2019 13:00
font-size

BENTLEY TBILISI ბრენდის 100 წლის იუბილეს კიდევ ერთი გამორჩეული საღამოს ფარგლებში აღნიშნავს

26 ოქტომბერს, „თბილისი ჰილს“ გოლფის კლუბმა ბენტლის 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილ საღამოს უმასპინძლა. ღონისძიებაზე სტუმრებს შესაძლებლობა ქონდათ სასიამოვნო გარემოში, ბენტლის უახლეს საიუბილეო გამოშვების Bentley Bentayga-სთან ერთად გაეტარებინათ კვირის დასასრული.

ბენტლისთვის, ამ მნიშვნელოვან საღამოზე მოწვეული იყვნენ ბრენდის ქართველი და უცხოელი ერთგული მომხმარებლები, ლოიალური პარტნიორები და ბრიტანული საავტომობილო მარკით დაინტერესებული ავტომოყვარულები.

ბენტლის 100 ექსტრაორდინალური წლის აღსანიშნავ საღამოზე მოწვეულ სტუმრებს საშუალება ქონდათ თავად გამოეცადათ ბენტლის 2019 წლის მოდელი - Bentayga , რომელიც ბრენდის სპეციალური საიუბილეო გამოშვებაა.

Bentayga V8 არის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი ყველგანმავალი, რომლითაც კომფორტულად შეგიძლიათ იმგზავროთ ნებისმიერი საფარის გზაზე. 8 ცილინდრიანი ძრავი და 542 ცხენის ძალა განაპირობებს წარმოუდგენელ აჩქარებას - 100 კმ/სთ-მდე, მხოლოდ - 4,5 წამში.

ავტომობილის ინტერიერს განსაკუთრებულს ხდის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებული გრავირებები, კონტრასტული ნაკერები და ბენტლის ამოქარგული ემბლემები.

საღამოს სტუმრებს საშუალება ქონდათ, თავად გამოეცადათ ბენტლის აღნიშნული მოდელი და ესიამოვნათ მისი მძლავრი, სპორტული და ამავდროულად მდიდრული, დახვეწილი მართვის ელემენტებით.

ღონისძიების ფარგლებში, სტუმრებისთვის ორგანიზებული იყო მინი გოლფ შეჯიბრი სადაც მათ, „თბილისი ჰილს“ გოლფ კლუბის პროფესიონალების ინსტრუქტაჟით და დახმარებით საინტერესოდ გადალახეს დაკისრებული დავალებები და შედეგად გამოვლინდა პირველი, მეორე და მესამე ადგილების მფლობელები.

გამარჯვებულებს ბენტლი თბილისიგან და „თბილისი ჰილს“ გოლფ კლუბისგან გადაეცათ სიმბოლური და დასამახსოვრებელი საჩუქრები.

ცნობისთვის - Bentley Motors - არის მსოფლიოში პოპულარული მდიდრული ავტომობილების ბრენდი. კომპანიის ქარხანა და სათაო ოფისი მდებარეობს ქალაქ ქრუში (ინგლისში). აქვეა თავმოყრილი მისი ძირითადი საქმიანობა, დიზაინერული გადაწყვეტილებების, სამეცნიერო კვლევებისა და შემუშავებების, ასევე ოთხი სამოდელო ხაზის: Continental, Flying Spur, Bentayga და Mulsanne ავტომობილების პროექტირების და წარმოების ჩათვლით.

ბრიტანული მდიდრული საავტომობილო ბრენდების, ისეთი როგორიც არის Bentley, უნიკალურობა, გამოიხატება შემდეგი კომბინაციებით: ხელით შესრულებული საოცარი ნამუშევარი, ტრადიციები რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა, ინჟინერული გამოცდილებით და მოწინავე ტექნოლოგიებით. კომპანიამ შეინარჩუნა ბრიტანული მდიდრული საგნების მწარმოებელთა საუკეთესო მემკვიდრეობა. ბენტლის ქარხანაში, ქალაქ ქრუში დასაქმებულია დაახლოებით 4000 ადამიანი.

“La Gazzetta Dello Sport” უკვე ქართულ მედიასივრცეშია

1 თებერვალი, 2024 , 15:01

მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი და ისტორიული იტალიური სპორტული მედიაპლატფორმა „La Gazzetta Dello Sport“ უკვე საქართველოშია. მისი ქართული ვერსიის - „La Gazzetto Dello Sport  Georgia“-ს ოფიციალური წ

სახელოვანი ვიოლონჩელისტი იან მაკსინი საქართველოში კონცერტებს მართავს

29 იანვარი, 2024 , 17:02

საქართველოში ცნობილი ვიოლონჩელისტი, კომპოზიტორი და მრავალენოვანი ამერიკელი ვოკალისტი იან მაკსინი იმყოფება. იგი ჩვენს ქვეყანას ახალი ალბომის -- “Amor Renauts”-ის გამოშვებისადმი მიძღვნილი მსოფლიო ტურნეს ფარგლებ

საქართველოდან სიყვარულით სავსე გულით მივდივარ - ალ ბანო

27 ნოემბერი, 2023 , 11:27

"იტალიელები ქართველებს ძალიან ჰგვანებიან. განსხვავებული მხოლოდ ენაა. მაგრამ ჭიქა ღვინოსთან ენაც ქრება და მხოლოდ გული რჩება", -ასე მიესალმა ლეგენდარული იტალიელი მომღერალი ალ ბანო კარიზი თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში შე

თბილისი ლეგენდარული ალ ბანოს პირველ სოლო კონცერტს უმასპინძლებს

24 ნოემბერი, 2023 , 12:38

24 ნოემბერს თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში ლეგენდარული იტალიელი მომღერლის, ალ ბანოს პირველი სოლო კონცერტი გაიმართება. მუსიკოსი საქართველოს საქველმოქმედო ფონდ "ცხოვრება მშვენიერიას" მოწვევით სტუმრობს. როგორც მომღერალმა

ისრაელელი მხატვრების გამოფენა თბილისში

24 ნოემბერი, 2023 , 11:48

ხვალ, 25 ნოემბერს თბილისში გაიხსნება ისრაელელი მხატვრების ჯგუფური გამოფენა, რომელიც მშვიდობას ეძღვნება. "სამართლიანობა, სიმართლე და მშვიდობა?" ასე ჰქვია გამოფენას, რომელიც თბილისში მიმდინარეობდა და ისრაელზე 7 ოქტომბერს ტ

ისრაელელი მხატვრების გამოფენა თბილისში

24 ნოემბერი, 2023 , 11:48

ხვალ, 25 ნოემბერს თბილისში გაიხსნება ისრაელელი მხატვრების ჯგუფური გამოფენა, რომელიც მშვიდობას ეძღვნება. "სამართლიანობა, სიმართლე და მშვიდობა?" ასე ჰქვია გამოფენას, რომელიც თბილისში მიმდინარეობდა და ისრაელზე 7 ოქტომბერს ტ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი