უკან

ეკონომიკა

3 ოქტომბერი, 2022 13:49
font-size

ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 2021 წელს, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 31.5 პროცენტით გაიზარდა - „საქსტატი“

ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 2021 წელს, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 31.5 პროცენტით გაიზარდა და 150.4 მილიარდი ლარი შეადგინა.

„საქსტატის“ მონაცემების თანახმად, ზრდის ტენდენციით ხასიათდება ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელიც - 2021 წელს მისი მოცულობა 57.6 მილიარდი ლარით განისაზღვრა, რაც 24.6 პროცენტით აღემატება გასული წლის მაჩვენებელს: 2021 წელს მთლიანი ბრუნვის 65.3 პროცენტი მოდის მსხვილ ბიზნესზე, 16.2 პროცენტი - საშუალოზე, ხოლო 18.5 პროცენტი - მცირე ბიზნესზე ნაწილდება.

„მცირედით განსხვავებული მდგომარეობაა პროდუქციის მთლიანი გამოშვების შემთხვევაში: მსხვილ ბიზნესზე მოდის პროდუქციის გამოშვების 46.8 პროცენტი, საშუალოზე - 24.4 პროცენტი, ხოლო მცირე ბიზნესზე - 28.7 პროცენტი.

საწარმოთა მიერ განხორციელებულმა საქონლისა და მომსახურების მთლიანმა ყიდვებმა 2021 წელს 81.4 მლრდ. ლარი, ხოლო გადასაყიდად განკუთვნილი საქონლისა და მომსახურების ყიდვებმა - 51.8 მლრდ. ლარი შეადგინა. საქონლისა და მომსახურების მთლიანი ყიდვები 25.1 პროცენტით, ხოლო გადასაყიდად განკუთვნილი საქონლისა და მომსახურების ყიდვები 26.0 პროცენტით მეტია გასული წლის მაჩვენებლებზე.

2021 წელს დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 744.3 ათასი კაცით განისაზღვრა, რაც გასული წლის მაჩვენებელს 5.7 პროცენტით აღემატება. დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობიდან 42.0 პროცენტი ქალია, ხოლო 58.0 პროცენტი - კაცი. დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 38.2 პროცენტი მსხვილ ბიზნესზე მოდის, 19.7 პროცენტი - საშუალოზე, ხოლო დარჩენილი 42.1 პროცენტი - მცირე ბიზნესზე. დაქირავებულთა მთლიანმა რაოდენობამ 688.1 ათასი კაცი შეადგინა (გასულ წელთან შედარებით - 4.8 პროცენტით მეტი). საწარმოთა მთლიანი დანახარჯები პერსონალზე - 11 357.8 მლნ. ლარით განისაზღვრა (გასულ წელთან შედარებით - 15.6 პროცენტით მეტი). 2021 წელს საშუალო თვიური ხელფასი ბიზნეს სექტორში 1 347.6 ლარს გაუტოლდა (გასულ წელთან შედარებით გაზრდილია 124.7 ლარით), მათ შორის ქალების ხელფასმა შეადგინა - 1064.3 ლარი (გასულ წელთან შედარებით გაიზარდა 112.3 ლარით). საწარმოთა ზომის მიხედვით საშუალო თვიური ხელფასი შემდეგნაირია: მსხვილი ბიზნესი – 1 515.4 ლარი; საშუალო ბიზნესი – 1 616.9 ლარი; მცირე ბიზნესი – 1 008.4 ლარი.

2021 წელს ბიზნეს სექტორის ბრუნვის სტრუქტურაში ყველაზე მაღალი წილი - 36.4 პროცენტი მოდის ვაჭრობის დარგზე (ავტომობილების და მოტოციკლების რემონტის ჩათვლით). მეორე ადგილზეა ხელოვნება, გართობა და დასვენება 32.0 პროცენტიანი წილით, შემდეგ მოდის დამამუშავებელი მრეწველობა - 9.8 პროცენტიანი წილით, მშენებლობა - 5.5 პროცენტიანი წილით, ტრანსპორტი და დასაწყობება - 4.6 პროცენტიანი წილით, ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება - 3.2 პროცენტიანი წილით, ხოლო დარჩენილი 8.5 პროცენტი კი სხვა დარგებზე ნაწილდება: 2021 წელს ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვებაში პირველ და მეორე ადგილებს იკავებს დამამუშავებელი მრეწველობა (24.4 პროცენტი) და ვაჭრობა (18.4 პროცენტი), შემდეგ მოდის მშენებლობა (15.8 პროცენტი) და ტრანსპორტი და დასაწყობება - 8.8 პროცენტიანი წილით, ხოლო დანარჩენ დარგებს სტრუქტურაში 32.6 პროცენტიანი წილი უჭირავს: 2021 წელს დასაქმებულთა რაოდენობის მიხედვით, ბიზნეს სექტორში ვაჭრობის (საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი), დამამუშავებელი მრეწველობისა და ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების დარგები ლიდერობენ (შესაბამისად 28.6 პროცენტი, 12.5 პროცენტი და 10.3 პროცენტიანი წილებით). თუმცა, სტრუქტურაში მნიშვნელოვანი წილი მოდის მშენებლობის (8.6 პროცენტი), ტრანსპორტისა და დასაწყობების (8.4 პროცენტი), განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდებისა (4.5 პროცენტი) და ინფორმაციისა და კომუნიკაციის საქმიანობების დარგის საწარმოებზეც (4.1 პროცენტი): რეგიონების მიხედვით მთლიან ბრუნვაში ლიდერობს ქ. თბილისი და სხვა რეგიონები შემდეგი თანმიმდევრობით: ქ. თბილისი – 77.8 პროცენტი; აჭარის ა.რ. – 5.0 პროცენტი; ქვემო ქართლი – 4.6 პროცენტი; იმერეთი – 4.3 პროცენტი; სამეგრელო-ზემო სვანეთი – 2.4 პროცენტი; რეგიონების მიხედვით პროდუქციის მთლიან; გამოშვებაში ლიდერობს კვლავ ქ. თბილისი და სხვა რეგიონები შემდეგი თანმიმდევრობით: ქ. თბილისი – 60.5 პროცენტი; აჭარის ა.რ. – 9.1 პროცენტი; ქვემო ქართლი – 8.2 პროცენტი; იმერეთი – 7.3 პროცენტი; სამეგრელო-ზემო სვანეთი – 4.0 პროცენტი.

რაც შეეხება დასაქმებულთა რაოდენობას რეგიონების მიხედვით აღნიშნული მაჩვენებელი შემდეგნაირად ნაწილდება: ქ. თბილისი – 61.9 პროცენტი; აჭარის ა.რ. – 9.8 პროცენტი; იმერეთი – 7.8 პროცენტი; ქვემო ქართლი – 6.0 პროცენტი; სამეგრელო-ზემო სვანეთი – 3.8 პროცენტი“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

საშუალოვადიან პერიოდში საქართველო იქნება ერთ-ერთი ყველაზე მზარდი ეკონომიკა ევროპასა და რეგიონის ქვეყნებს შორის - ლევან დავითაშვილი

22 აპრილი, 2024 , 10:48

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა საქართველოს ეკონომიკაში არსებულ ტენდენციებსა და მათი განვითარების პროგნოზებზე, ეკონომიკის სექტორულ პრიორიტეტებსა და გამოწვევე

კაპიტალის ბაზარი სწრაფად ვითარდება, რეფორმა აქტიურ ფაზაში შევიდა და საპენსიო ფონდის როლი მნიშვნელოვნად იზრდება - ირაკლი ნადარეიშვილი

5 აპრილი, 2024 , 14:03

სწრაფ ეკონომიკურ ზრდაზე, იმ დინამიკაზე როდესაც ვსაუბრობთ, რომელიც ფიქსირდება საქართველოს ეკონომიკაში ბოლო წლების განმავლობაში, ერთ-ერთი მთავარი ამოცანა და საკითხი, რომელიც ყოველთვის დგება განვითარებად ეკონომიკებში, არის

საქართველოში დაბალ ინფლაციას მიზნობრივ სამპროცენტიან მაჩვენებელთან ნორმალიზება, ასევე მსოფლიოში სურსათის ფასების შემცირება განაპირობებს - ეროვნული ბანკი

5 აპრილი, 2024 , 12:48

2024 წლის მარტში წლიურმა ინფლაციამ 0.5% შეადგინა, ხოლო თებერვალთან შედარებით ფასები 0.01%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ცნობით, დაბალ ინფლაციას, ერთი მხრივ, ადგილობრივ

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

ცოდნაზე დაფუძნებული, ინოვაციური ეკონომიკის განვითარებას ჩვენი ქვეყნის წინსვლისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს - ირაკლი კობახიძე

19 მარტი, 2024 , 12:27

მინდა, მივულოცო ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის იუბილე, ეს ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი