უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

18 მაისი, 2019 11:05
font-size

ბიზნეს სერვისების გაციფრულება ინვესტორებს გადაწყვეტილებების მიღებას გაუადვილებს - ნათია თურნავა

"ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ერთი მხრივ, ვართ სააინვესტიციო პოლიტიკის შემმუშავებლები და კოორდინატორები, მეორე მხრივ კი, სერვისების მიმწოდებლები ბიზნესისთვის. ამ მხრივ, ეკონომიკის სამინისტროს საკმაოდ დიდი როლი აქვს. არსებობს 600-ზე მეტი სხვადასხვა ტიპის სერვისი, რომელსაც ჩვენ, ჩვენი სსიპ-ები და საწარმოები აწვდიან ბიზნესებს," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ტელეკომპანია “პალიტრანიუსის” გადაცემა "360 გრადუსისთვის" მიცემულ ინტერვიუში.

მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ბიზნეს სახლის პროექტზე, რომლის ცალკეული სერვისების ამოქმედების ვადები დაზუსტდა და დროში გაიწერა, რათა მომხმარებელმა, რაც შეიძლება მალე შეძლოს საჭირო სერვისის ელექტრონული ფორმით მიღება. ნათია თურნავას განცხადებით, აუცილებელია, რომ ყველა გადაწყვეტილება დადგენილ ვადაში იქნას მიღებული. მისი თქმით, თუ რომელიმე უწყება, იქნება ეს თვითმმართველობა, თუ ცენტრალური უწყება, განაცხადზე პასუხს დადგენილ ვადაში არ გაცემს, მომხმარებელი ავტომატურად თანხმობას მიიღებს. "ასეთი მარტივი მექანიზმი იქნება როგორც პრივატიზაციის, ასევე უფლებათა რეგისტრაციის და სხვა შემთხვევებშიც. იგივე მიდგომა იქნება წიაღისეულთან დაკავშირებითაც," - განაცხადა ნათია თურნავამ.

მინისტრის განცხადებით, სანამ ბიზნეს სახლი აშენდება, მანამდე ამოქმედდება ბიზნეს სახლის ე.წ. ციფრული სივრცე, სადაც მოქალაქე სახლიდან ან თუნდაც ნებისმიერი ბანკის ფილიალიდან საკუთარი განაცხადის მოძრაობას გადაამოწმებს და შეძლებს მისთვის საჭირო ინფორმაციის მიღებას. მით უფრო, რომ ასეთი ანალოგიები ჩვენ უკვე გვაქვს.

მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ამჟამად მიმდინარეობს სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტოს მონაცემთა გაციფრულება, რაც მნიშვნელოვნად გაამარტივებს მომხმარებელთან ურთიერთობას. მისი თქმით, მონაცემთა გაციფრულების პროცესი უკვე მიმდინარეობს წიაღის ეროვნულ სააგენტოშიც.

"პირველი ეტაპი გეოლოგიური ფონდების გახსნა იყო, რომელიც უკვე ციფრულ ფორმატშია და ნებისმიერ მსურველს შეუძლია, გაეცნოს მათ. ამის შემდეგ შესაძლებელი გახდება უკვე ლიცენზიების გაციფრულება. ყველა შეძლებს, დაინახოს ინფორმაცია საბადოებისა და ლიცენზიების შესახებ. ყოველივე ინვესტორებს გადაწყვეტილებების მიღებას გაუადვილებს," - განაცხადა ნათია თურნავამ.

"ეს არის ჩემი გამოწვევა, დავალება და ამას აუცილებლად გავაკეთებ," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.

საშუალოვადიან პერიოდში საქართველო იქნება ერთ-ერთი ყველაზე მზარდი ეკონომიკა ევროპასა და რეგიონის ქვეყნებს შორის - ლევან დავითაშვილი

22 აპრილი, 2024 , 10:48

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა საქართველოს ეკონომიკაში არსებულ ტენდენციებსა და მათი განვითარების პროგნოზებზე, ეკონომიკის სექტორულ პრიორიტეტებსა და გამოწვევე

კაპიტალის ბაზარი სწრაფად ვითარდება, რეფორმა აქტიურ ფაზაში შევიდა და საპენსიო ფონდის როლი მნიშვნელოვნად იზრდება - ირაკლი ნადარეიშვილი

5 აპრილი, 2024 , 14:03

სწრაფ ეკონომიკურ ზრდაზე, იმ დინამიკაზე როდესაც ვსაუბრობთ, რომელიც ფიქსირდება საქართველოს ეკონომიკაში ბოლო წლების განმავლობაში, ერთ-ერთი მთავარი ამოცანა და საკითხი, რომელიც ყოველთვის დგება განვითარებად ეკონომიკებში, არის

საქართველოში დაბალ ინფლაციას მიზნობრივ სამპროცენტიან მაჩვენებელთან ნორმალიზება, ასევე მსოფლიოში სურსათის ფასების შემცირება განაპირობებს - ეროვნული ბანკი

5 აპრილი, 2024 , 12:48

2024 წლის მარტში წლიურმა ინფლაციამ 0.5% შეადგინა, ხოლო თებერვალთან შედარებით ფასები 0.01%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ცნობით, დაბალ ინფლაციას, ერთი მხრივ, ადგილობრივ

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

ცოდნაზე დაფუძნებული, ინოვაციური ეკონომიკის განვითარებას ჩვენი ქვეყნის წინსვლისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს - ირაკლი კობახიძე

19 მარტი, 2024 , 12:27

მინდა, მივულოცო ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის იუბილე, ეს ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი