უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

15 ნოემბერი, 2016 12:40
font-size

ჩინეთის 70-მილიონიანი ჰუნანის პროვინციის ბაზარი ქართული ღვინისთვის იხსნება

ქართული ღვინის ექსპორტი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის 70 მილიონიანი მოსახლეობის ჰუნანის პროვინციაში იწყება. ამის შესახებ ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი სამანიშვილმა ჩინეთში სამუშაო ვიზიტის დასრულების შემდეგ განაცხადა.

გიორგი სამანიშვილი ჰუნანის პროვინციის ადმინისტრაციულ დედაქალაქ ჩანშაში სავაჭრო ცენტრის გახსნაზე საპატიო სტუმრად იყო მიწვეული. აღნიშნულ ცენტრში ქართული ღვინოც არის წარმოდგენილი, - აცნობეს მედიანიუსს სოფლის მეურნეობის სამინისტროდან.

„70 მილიონიანი ჰუნანის პროვინციის დედაქალაქ ჩანშაში, ჩინეთში სიდიდით მესამე სავაჭრო ცენტრი გაიხსნა, სადაც ქართული ღვინოც არის წარმოდგენილი. ჩანშაში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გავმართეთ პროვინციის ვიცე-გუბერნატორთან, ასევე სავაჭრო ცენტრის კომერციულ დირექტორთან, სადაც განხილული იყო ქართული ღვინის პერსპექტივები აღნიშნულ პროვინციაში. ჰუნანის პროვინციის წარმომადგენლები დაინტერესებულნი არიან ქართული ღვინის იმპორტით და ამ მიზნით, მომავალი წლის დასაწყისში ვიზიტით ეწვევიან საქართველოს“ - აღნიშნა გიორგი სამანიშვილმა.

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში, შანხაის თავისუფალ სავაჭრო ზონაში მდებარე ღვინის ცენტრში (ბირჟა) ასევე გაიხსნა ქართული ღვინის სივრცე, სადაც ამ ეტაპზე წარმოდგენილია 10 ქართული ღვინის კომპანიის პროდუქცია. სამანიშვილის განცხადებით, იგეგმება სამომავლო ღონისძიებები, რათა აღნიშნულ ცენტრში კიდევ უფრო მეტი ქართული ღვინო იყოს წარმოდგენილი.

„შანხაის თავისუფალი სავაჭრო ზონის ღვინის ბირჟა წარმოადგენს მსოფლიოში ღვინის პროფესიონალურ სადილერო ორგანიზაციას და ქართული ღვინის აქ წარდგენა მნიშვნელოვანია როგორც პრესტიჟულობის, ასევე კონკრეტული შედეგების, კერძოდ, ჩინეთში ქართული ღვინის გაყიდვების გაზრდის თვალსაზრისით“ - აღნიშნა გიორგი სამანიშვილმა.

მიმდინარე წლის 27 ივლისს, შანხაიში, სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და „Silk Road Chamber of International Commerce”-ს შორის გაფორმდა მემორანდუმი, რომელიც ითვალისწინებდა შანხაის თავისუფალი სავაჭრო ზონის ღვინის ცენტრში (Shanghai Free Trade Zone Wine Exchange Center) ქართული ღვინის ეროვნული კუთხის მოწყობას.

ქართული ღვინო გასულ კვირას ასევე წარმოდგენილი იყო შანხაიში გამართულ მასშტაბურ საერთაშორისო გამოფენაზე - „Prowein China 2016“. სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, გამოფენაში საქართველოდან ღვინის მწარმოებელი 30 კომპანია მონაწილეობდა. გამოფენის ფარგლებში გაიმართა ქართული ღვინის სემინარი/დეგუსტაცია ღვინის იმპორტიორებისა და მედია წარმომადგენლებისთვის, რომელსაც ღვინის მაგისტრი დებრა მეიბურგი უძღვებოდა. დებრა მეიბურგის ორგანიზებით შანხაიში „Wine In China Conference”-ის ფარგლებში ასევე გაიმართა ქართული ღვინის დეგუსტაცია.

საკვანძო სიტყვები:

საშუალოვადიან პერიოდში საქართველო იქნება ერთ-ერთი ყველაზე მზარდი ეკონომიკა ევროპასა და რეგიონის ქვეყნებს შორის - ლევან დავითაშვილი

22 აპრილი, 2024 , 10:48

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა საქართველოს ეკონომიკაში არსებულ ტენდენციებსა და მათი განვითარების პროგნოზებზე, ეკონომიკის სექტორულ პრიორიტეტებსა და გამოწვევე

კაპიტალის ბაზარი სწრაფად ვითარდება, რეფორმა აქტიურ ფაზაში შევიდა და საპენსიო ფონდის როლი მნიშვნელოვნად იზრდება - ირაკლი ნადარეიშვილი

5 აპრილი, 2024 , 14:03

სწრაფ ეკონომიკურ ზრდაზე, იმ დინამიკაზე როდესაც ვსაუბრობთ, რომელიც ფიქსირდება საქართველოს ეკონომიკაში ბოლო წლების განმავლობაში, ერთ-ერთი მთავარი ამოცანა და საკითხი, რომელიც ყოველთვის დგება განვითარებად ეკონომიკებში, არის

საქართველოში დაბალ ინფლაციას მიზნობრივ სამპროცენტიან მაჩვენებელთან ნორმალიზება, ასევე მსოფლიოში სურსათის ფასების შემცირება განაპირობებს - ეროვნული ბანკი

5 აპრილი, 2024 , 12:48

2024 წლის მარტში წლიურმა ინფლაციამ 0.5% შეადგინა, ხოლო თებერვალთან შედარებით ფასები 0.01%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ცნობით, დაბალ ინფლაციას, ერთი მხრივ, ადგილობრივ

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

ცოდნაზე დაფუძნებული, ინოვაციური ეკონომიკის განვითარებას ჩვენი ქვეყნის წინსვლისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს - ირაკლი კობახიძე

19 მარტი, 2024 , 12:27

მინდა, მივულოცო ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის იუბილე, ეს ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი