უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

18 მაისი, 2019 11:25
font-size

ჩვენი მთავარი გამოწვევა სიღარიბის დაძლევაა - ნათია თურნავა

"ჩვენი მთავრობის მთავარი გამოწვევა არის სიღარიბის დაძლევა. ეკონომიკური ზრდა არა მხოლოდ ეკონომიკური ზრდისთვის, არამედ, პირველ რიგში, სიღარიბის დასაძლევად. ამისთვის გვაქვს სამი ძირითადი პრიორიტეტი, რომელზც პრემიერ-მინისტრის დავალებით ვიმუშავებთ. საუბარია, უფრო კოორდინირებული საინვესტიციო პოლიტიკა და ორიენტირებული სხვადასხვა ტიპის ინვესტორზე, აგრეთვე სასიცოცხლოდ აუცილებელი ინფრასტრუქტურის მიყვანა ყველა ოჯახამდე და ქართული წარმოებისა და ბიზნესის დაცვა," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ტელეკომპანია “პალიტრანიუსის” გადაცემა "360 გრადუსისთვის" მიცემულ ინტერვიუში.

მინისტრის განცხადებით, საქართველო ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ქვეყანაა ინვესტორებისთვის, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ინვესტორს დავახვედროთ კონკრეტული პროექტები. "ჩვენთან დაინიშნა სპეციალური მოადგილე, რომელიც კოორდინაციას გაუწვეს საინვესტიციო პოლიტიკას "ერთი ფანჯრის პრინციპით" სხვა უწყებებში, ის თავიდან ბოლომდე გაყვება ინვესტორებს პროექტის დაწყებიდან," - განაცხადა ნათია თურნავამ.

კიდევ ერთი პრიორიტეტი, რომელზეც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გააკეთა აქცენტი, მისახლეობისთვის ყველა საყოფაცხოვრებო სერვისის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაა. ნათია თურნავას განცხადებით, მნიშვნელოვანია, სასიცოცხლოდ აუცილებელი ინფრასტრუქტურა მივიდეს ყველა ოჯახში და მან საქართველოს ყველა დასახლება, ქალაქი თუ სოფელი მოიცვას. მინისტრმა მაგალითად მოიყვანა გაზიფიკაციის სამთავრობო პროგრამა, რომელიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინიცირებით ხორციელდება. მისი თქმით, დღეს გაზიფიცირებულია ქვეყნის ტერიტორიის 80 პროცენტი. "მიუხედავად იმისა, რომ ეს უკვე ძალიან კარგი მაჩვენებელია, ჩვენ დაგეგმილი გვაქვს მისი გაზრდა, რათა გაზი ყველა დასახლებას მივაწოდოთ," - განაცხადა ნათია თურნავამ.

მესამე პრიორიტეტად ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ქართული წარმოებისა და ბიზნეს დაცვა დაასახელა. "დღეს მათ სჭირდებათ სამართლიანი თამაშის წესების შექმნა. ამ კუთხით მე გამოვყოფდი ანტიდემპინგურ კანონს, რომელიც შევიმუშავეთ საერთაშორისო ნორმების სრული დაცვით და მალე წარვადგენთ განსახილველად. ჩვენი ლიბერალური ბაზრის პირობებში, თუკი ამა თუ იმ ინდუსტრიას დასჭირდება დაცვა უხარისხო ანალოგიებისგან, დემპინგურ ფასებში შემოტანილი იმპორტისგან, ამ კანონიოთ შესაძლებელი იქნება დაცვის მექანიზმის ამოქმედება. ბევრი ლიბერალური ეკონომიკის მქონე ქვეყანა მიმართავს ასეთ ცივილიზებულ მეთოდს," - განაცხადა ნათია თურნავამ.

მინისტრმა ასევე ყურადღება გაამახვილა საგარეო ბაზრებზე ექსპორტიორი კომპანიების დაცვის მექანიზმებზეც.

საშუალოვადიან პერიოდში საქართველო იქნება ერთ-ერთი ყველაზე მზარდი ეკონომიკა ევროპასა და რეგიონის ქვეყნებს შორის - ლევან დავითაშვილი

22 აპრილი, 2024 , 10:48

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა საქართველოს ეკონომიკაში არსებულ ტენდენციებსა და მათი განვითარების პროგნოზებზე, ეკონომიკის სექტორულ პრიორიტეტებსა და გამოწვევე

კაპიტალის ბაზარი სწრაფად ვითარდება, რეფორმა აქტიურ ფაზაში შევიდა და საპენსიო ფონდის როლი მნიშვნელოვნად იზრდება - ირაკლი ნადარეიშვილი

5 აპრილი, 2024 , 14:03

სწრაფ ეკონომიკურ ზრდაზე, იმ დინამიკაზე როდესაც ვსაუბრობთ, რომელიც ფიქსირდება საქართველოს ეკონომიკაში ბოლო წლების განმავლობაში, ერთ-ერთი მთავარი ამოცანა და საკითხი, რომელიც ყოველთვის დგება განვითარებად ეკონომიკებში, არის

საქართველოში დაბალ ინფლაციას მიზნობრივ სამპროცენტიან მაჩვენებელთან ნორმალიზება, ასევე მსოფლიოში სურსათის ფასების შემცირება განაპირობებს - ეროვნული ბანკი

5 აპრილი, 2024 , 12:48

2024 წლის მარტში წლიურმა ინფლაციამ 0.5% შეადგინა, ხოლო თებერვალთან შედარებით ფასები 0.01%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ცნობით, დაბალ ინფლაციას, ერთი მხრივ, ადგილობრივ

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

ცოდნაზე დაფუძნებული, ინოვაციური ეკონომიკის განვითარებას ჩვენი ქვეყნის წინსვლისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს - ირაკლი კობახიძე

19 მარტი, 2024 , 12:27

მინდა, მივულოცო ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის იუბილე, ეს ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი