უკან

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

11 თებერვალი, 2017 14:00
font-size

დიმიტრი ქუმსიშვილმა ფოთის გეზ-ის თანამედროვე ინფრასტრუქტურა დაათვალიერა

პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, მედიის წარმომადგენლებთან ერთად, ფოთის გაფორმების ეკონომიკური ზონაში იმყოფებოდა და ადგილზე მოისმინა ინფორმაცია საქონლის საზღვრის კვეთისა და საბაჟო პროცედურების შესახებ. ფოთის გეზ-ი დიმიტრი ქუმსიშვილთან ერთად ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, შემოსავლების სამსახურის უფროსმა გიორგი თაბუაშვილმა დაათვალიერა.

ფინანსთა სამინისტროს ცნობით, პირველმა ვიცე-პრემიერმა დაათვალიერა ფოთის გეზის თანამედროვე ინფრასტრუქტურით აღჭურვილი ცენტრი, სადაც ხორციელდება ტვირთებისა და სურსათის სასაზღვრო კონტროლი, ასევე, სატრანსპორტო საშუალებების რენტგენოსკანერი, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია მსუბუქი და სატვირთო ავტომანქანების შემოწმება.

დიმიტრი ქუმსიშვილი დაესწრო ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის კინოლოგიის ცენტრის სპეციალური დანიშნულების ძაღლების საშუალებით, კონტრაბანდული საქონელის აღმოჩენის იმიტირებულ პროცესს.

პირველმა ვიცე-პრემიერმა ხაზი გაუსვა საბაჟო პროცედურების ეფექტური მართვისა და მომსახურების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფის მნიშვნელობას კომპანიებისთვის, რომლებიც ახორციელებენ როგორც საზღვაო, ისე სარკინიგზო და საკონტეინერო გადაზიდვებს, ასევე უსაფრთხო ვაჭრობის ხელშეწყობისა და კონტრაბანდის წინააღმდეგ ბრძოლის გააქტიურების აუცილებლობას.

ფოთის გეზში გაფორმების პროცედურები ხორციელდება ერთი ფანჯრის პრინციპით, მომსახურება ორიენტირებულია მომხმარებლისათვის კომფორტული და ხელმისაწვდომი სერვისების მიწოდებაზე, დროისა და მატერიალური რესურსების მაქსიმალურად დაზოგვის მიზნით.

არის თუ არა თამბაქოს კონტრაბანდის მიზეზი სააქციზო პოლიტიკა? - ინდუსტრია მთავრობას მიმართავს

6 ივნისი, 2020 , 17:44

თამბაქოს ინდუსტრია სააქციზო პოლიტიკის გადახედვის საჭიროებას აყენებს დღის წესრიგში. ბოლო პერიოდში თამბაქოზე აქციზის განაკვეთის ზრდის პარალელურად გააქტიურდა მეზობელი ქვეყნებიდან საქართველოში კონტრაბანდული გზით თამბაქოს შემ

`საინვესტიციო ფონდების შესახებ` კანონპროექტის საჯარო განხილვა გაიმართა

5 ივნისი, 2020 , 17:15

ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრისა (BEC) და საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის ორგანიზებით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან და საქართველოს ეროვნულ ბანკთან თანამშრომლობით, "

საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატა ისრაელის უმსხვილეს ბიზნესგაერთიანებასთან თანამშრომლობას აღრმავებს

5 ივნისი, 2020 , 17:00

საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატა და ისრაელის უმსხვილესი ბიზნესგაერთიანება Lahav თანამშრომლობის ახალ ფორმატზე შეთანხმდნენ. საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატაში აცხადებენ, რომ Lahav-თან პარტნიორობა საუკეთესო პლატფორმაა ისრაე

დღეის მდგომარეობით, საფინანსო სისტემას უცხოური ვალუტის ჭარბი ლიკვიდობა აქვს, ამავე დროს, გაზრდილია მოთხოვნა ეროვნულ ვალუტაზე - კობა გვენეტაძე

4 ივნისი, 2020 , 17:00

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, საკუთარი მანდატის ფარგლებში, ეკონომიკასა და ფინანსურ სექტორზე „კოვიდ-19“-ის ზეგავლენის შერბილების მიზნით, რამდენიმე მნიშვნელოვანი ღონისძიება გაატარა, – ამის შესახებ ეროვნულ

მიმდინარე პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკური ზრდა მინუს 4 პროცენტი იქნება, რაც ადგილობრივი და საგარეო მოთხოვნის კლების შედეგია - კობა გვენეტაძე

4 ივნისი, 2020 , 16:40

კორონავირუსის პანდემია არა მარტო საქართველოსთვის, არამედ მთლიანად მსოფლიოსთვის გლობალურ გამოწვევად იქცა. პანდემიის შედეგები ინფლაციაზე ძირითადად რამდენიმე არხით აისახება, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა,

საერთაშორისო რეზერვების ადეკვატური დონე საგარეო შოკებისადმი ქვეყნის ეკონომიკის მდგრადობის მნიშვნელოვანი მაჩვენებელია - კობა გვენეტაძე

4 ივნისი, 2020 , 15:55

სავალუტო პოლიტიკის გატარებისას, ეროვნული ბანკი საერთაშორისო რეზერვების ადეკვატურ დონეზე შენარჩუნების ამოცანასაც ითვალისწინებდა, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ პარლამენტის საფინანსო-საბი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ქრისტე აღსდგა!