უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

10 მაისი, 2018 17:10
font-size

დიმიტრი ქუმსიშვილმა საკრედიტო-საგარანტიო რეფორმის დეტალები განმარტა

საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მთავრობის მიერ დაგეგმილი საკრედიტო-საგარანტიო რეფორმის დეტალებზე ისაუბრა. დიმიტრი ქუმსიშვილის ინფორმაციით, რეფორმაზე მუშაობის პროცესში შესწავლილ იქნა არაერთი ქვეყნის მაგალითი.

დიმიტრი ქუმსიშვილის განმარტებით, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების და მათ მიერ ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ნაწილში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა, რაც იდენტიფიცირებულია - ესაა უზრუნველყოფის წვდომა. „აღნიშნულ პრობლემას სხვადასხვა ქვეყანა სხვადასხვანაირად წყვეტს, პრობლემის გადაწყვეტის ერთ-ერთი გზა, რომელიც აპრობირებულია და ძალიან კარგი შედეგი აქვს, საკრედიტო-საგარანტიო ფონდის მექანიზმია. ფონდის ძირითადი ამოცანა იმაში მდგომარეობს, რომ როდესაც მცირე და საშუალო ბიზნესი კომერციულ ბანკში მიდის სესხის ასაღებად, კომერციულ ბანკს საკრედიტო-საგარანტიო ფონდმა მისცეს თანაუზრუნველყოფა. შესაბამისად, ამ შემთხვევაში ბიზნესს წვდომა ძალიან უადვილდება“, - აღნიშნა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში 9 მაისს ამ საკითხთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს პარლამენტის, ფინანსთა სამინისტროს, ეროვნული ბანკის, საპარტნიორო ფონდის და საბანკო სექტორის წარმომადგენლებმა. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა თურქეთის დელეგაცია, რომელიც საქართველოს მთავრობამ სპეციალურად ამ მიზნით მოიწვია. დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით: „შარშან თურქეთს ძალიან კარგი შედეგები ჰქონდა, 7%-ზე მეტი ეკონომიკური ზრდა. თურქეთის მთავრობის განცხადებით, ამ ზრდაში 2 % სწორედ საკრედიტო-საგარანტიო სქემის დამსახურება იყო - თურქეთში დღეს საკრედიტო-საგარანტიო სქემას 225 ათასზე მეტი ბენეფიციარი ჰყავს. თუმცა, თურქეთი არ არის ერთადერთი ქვეყანა, სადაც ასეთი მექანიზმი მუშაობს - ასეთი ინსტრუმენტი მხოლოდ ევროპის მასშტაბით 26 ქვეყანაშია დანერგილი, რაც ძალიან ეხმარება მცირე და საშუალო ბიზნესს“.

საქართველოს ვიცე-პრემიერის განცხადებით, რეფორმაზე მუშაობის პროცესში მთავრობას ძალიან აქტიური კონსულტაციები ექნება ყველა დაინტერესებულ პირთან. „სწორედ ამიტომ არიან ჩართულნი სამუშაო პროცესში ეროვნული და კომერციული ბანკები, ახლა ვმუშაობთ ფონდის დიზაინზე. როგორც ვფიქრობთ, ფონდის დიზაინის მიხედვით - ერთი მესამედი უნდა იყოს სახელმწიფოს თანამონაწილეობა, ერთი მესამედი - ბანკების, ხოლო დანარჩენ ნაწილში ჩვენ გვინდა მოვიწვიოთ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები, მათ შორის ევროკავშირი, რათა გვქონდეს ფონდის საუკეთესო მართვა, შესაბამისად მივიღოთ საუკეთესო შედეგი და ის გამოცდილება, რომელიც ევროკავშირშია“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

რაც შეეხება ფონდის ბიუჯეტს - პირველი ვიცე-პრემიერის ინფორმაციით, უკვე მიმდინარეობს მუშაობა ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევაზე, რომლის დასრულების შემდეგ მთავრობას უფრო დაზუსტებული ხედვები, თუ რამდენი უნდა იყოს ბიუჯეტი და სახელმწიფომ რისკის რა თანაგაზიარება უნდა გააკეთოს. „მთავარი ის არის, რომ მცირე და საშუალო საწარმოებს მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი კრედიტის აღებაში“, -აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

საშუალოვადიან პერიოდში საქართველო იქნება ერთ-ერთი ყველაზე მზარდი ეკონომიკა ევროპასა და რეგიონის ქვეყნებს შორის - ლევან დავითაშვილი

22 აპრილი, 2024 , 10:48

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა საქართველოს ეკონომიკაში არსებულ ტენდენციებსა და მათი განვითარების პროგნოზებზე, ეკონომიკის სექტორულ პრიორიტეტებსა და გამოწვევე

კაპიტალის ბაზარი სწრაფად ვითარდება, რეფორმა აქტიურ ფაზაში შევიდა და საპენსიო ფონდის როლი მნიშვნელოვნად იზრდება - ირაკლი ნადარეიშვილი

5 აპრილი, 2024 , 14:03

სწრაფ ეკონომიკურ ზრდაზე, იმ დინამიკაზე როდესაც ვსაუბრობთ, რომელიც ფიქსირდება საქართველოს ეკონომიკაში ბოლო წლების განმავლობაში, ერთ-ერთი მთავარი ამოცანა და საკითხი, რომელიც ყოველთვის დგება განვითარებად ეკონომიკებში, არის

საქართველოში დაბალ ინფლაციას მიზნობრივ სამპროცენტიან მაჩვენებელთან ნორმალიზება, ასევე მსოფლიოში სურსათის ფასების შემცირება განაპირობებს - ეროვნული ბანკი

5 აპრილი, 2024 , 12:48

2024 წლის მარტში წლიურმა ინფლაციამ 0.5% შეადგინა, ხოლო თებერვალთან შედარებით ფასები 0.01%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ცნობით, დაბალ ინფლაციას, ერთი მხრივ, ადგილობრივ

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

ცოდნაზე დაფუძნებული, ინოვაციური ეკონომიკის განვითარებას ჩვენი ქვეყნის წინსვლისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს - ირაკლი კობახიძე

19 მარტი, 2024 , 12:27

მინდა, მივულოცო ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის იუბილე, ეს ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი