უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

13 ოქტომბერი, 2018 16:10
font-size

ექსპორტისთვის განკუთვნილი თხილის კონტროლის მექანიზმებს დარგის წარმომადგენლები გაეცნენ

საექსპორტო თხილის ლაბორატორიული კვლევების მაჩვენებლებსა და კრიტერიუმებზე იმსჯელეს ანაკლიაში თხილის მწარმოებლებთან და ექსპორტიორებთან შეხვედრაზე, რომელიც სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით გაიმართა. შეხვედრას სააგენტოს ხელმძღვანელებთან ერთად სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია დაესწრო.

სურსათის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილმა პირებმა დარგის წარმომადგენლებს მიაწოდეს ინფორმაცია თხილის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებიდან გამომდინარე შემუშავებულ პროექტზე, რომლის მიხედვითაც განისაზღვრება საექსპორტო თხილის ლაბორატორიული კვლევის მაჩვენებლები, სიხშირე და კრიტერიუმები.

„პროდუქციის ხარისხის და უვნებლობის მაჩვენებლების უზრუნველყოფის მიზნით, სააგენტოს მიერ კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგა, რაც ხელს შეუწყობს საქართველოდან ექსპორტირებული თხილის კონკურენტუნარიანობის გაზრდას და საერთაშორისო ბაზრებზე მყარი პოზიციების შენარჩუნებას,“- განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ გიორგი იაკობაშვილმა.

სამეგრელო- ზემო სვანეთის გუბერნატორმა ალექსანდრე მოწერელიამ ხაზი გაუსვა მეთხილეობის დარგის განვითარების მნიშვნელობას და იმ გამოწვევებს, რომლის წინაშეც დგას დღეს დარგი. გუბერნატორის განცხადებით, მნიშვნელოვანია ფერმერებთან აქტიური კომუნიკაცია და ამ მიზნით რეგიონში იგეგმება სპეციალისტებისგან დაკომპლექტებული სამუშაო ჯგუფების შექმნა, რომლებიც „კარდაკარ“ პრინციპით თხილის მოვლის საკითხებზე გაავრცელებენ ინფორმაციას.

შეხვედრაზე გაიმართა დისკუსია, სადაც დარგის წარმომადგენლებს საშუალება ჰქონდათ გამოეთქვათ მოსაზრებები.

მეთხილეობის დარგის წარმომადგენლებთან შეხვედრა საქართველოს თხილის სექტორის განვითარების პროექტის (G-HIP) მხარდაჭერით ჩატარდა
ექსპორტისთვის განკუთვნილი გაუტეხავი თხილის (თხილი ნაჭუჭით), თხილის გულის და გადამუშავებული თხილის გულის, ტექნიკურ რეგლამენტთან ან დეკლარირებულ სტანდარტებთან შესაბამისობის კონტროლს სურსათის ეროვნული სააგენტო ახორციელებს.

11-25 აპრილს გომბორი-თელავის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

10 აპრილი, 2024 , 11:05

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 11 აპრილიდან 25 აპრილის ჩათვლით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზ

საქართველოს ბანკის რიგით 21-ე იდეათეკა ახალციხეში გაიხსნა

25 მარტი, 2024 , 17:05

საქართველოს 8 რეგიონში უკვე საქართველოს ბანკის 21 მულტიფუნქციური საგანმანათლებლო სივრცე - იდეათეკა ფუნქციონირებს. ეს ყველაფერი არაა. ფინანსური ინსტიტუტი მოსწავლეებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. საქ

ქობულეთში, შემოვლით გზაზე ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა

25 მარტი, 2024 , 12:09

ქობულეთში, შემოვლით გზაზე ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. "აჭარის ტელევიზიის" ინფორმაციით, შემთხვევა სოფელ ოჩხამურთან მოხდა და გარდაცვლილები ოჯახის წევრები არიან.  სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის განმარტებით,

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ხარაბაძე დაინიშნა

20 მარტი, 2024 , 12:00

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ხარაბაძე დაინიშნა. პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ახალ გუბერნატორს დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. პრემიერმა ლევან ხარაბაძ

ოზურგეთი-თბილისის მატარებელი სოფელ ნატანებთან ლიანდაგიდან გადავიდა, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა

20 მარტი, 2024 , 11:48

ოზურგეთი-თბილისის მატარებლის ელმავალი და პირველი ვაგონი სოფელ ნატანებთან ლიანდაგს ასცდა. როგორც საქართველოს რკინიგზაში აცხადებენ, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მათივე ცნობით, ამ დროისათვის მიმდინარეობს მოკვლევა დ

დედოფლისწყაროში, ტყის მიმდებარედ მამაკაცი ხანძრის გაჩენას ცდილობდა - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

5 მარტი, 2024 , 11:16

ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც დედოფლისწყაროს რაიონში, ტყის მიმდებარედ ხანძარს მიზანმიმართულად აჩენდა, 500 ლარით დაჯარიმდა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. „შინა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი