უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

18 მაისი, 2018 16:40
font-size

ეროვნულმა ბანკმა 10 ლარის ნომინალის ვერცხლის საკოლექციო მონეტა გამოუშვა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, 10 ლარის ნომინალის ვერცხლის საკოლექციო მონეტა გამოუშვა. მონეტის პრეზენტაცია დღეს ეროვნულ ბანკში გაიმართა. ახალი მონეტა საზოგადოებას ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ წარუდგინა.

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ. ღონისძიებას ესწრებოდნენ პრეზიდენტის ადმინისტრაციის, საქართველოს პარლამენტის, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

"მოხარული ვარ, წარმოგიდგინოთ ეროვნული ბანკის კიდევ ერთი საინტერესო და ჩვენთვის ყველასთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე პროექტი - საკოლექციო მონეტა, რომელიც საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლის იუბილეს მივუძღვენით.

ეროვნული ბანკისათვის გამორჩეულად საამაყო იყო ამ პროექტზე მუშაობა, რადგანაც საქართველოს დამოუკიდებლობა არის ის ფუნდამენტური ღირებულება, რომელსაც უდიდესი როლი აქვს ჩვენი საზოგადოების ჩამოყალიბებისა და განვითარების პროცესში.

1918 წლის 26 მაისს დაარსდა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა. სხვათაშორის, ამავე პერიოდში, 1919 წელს, დაარსდა პირველი ცენტრალური ბანკი საქართველოში. მიუხედავად იმისა, რომ დამოუკიდებელმა საქართველომ სულ 3 წელი იარსება, საკმაოდ მძიმე პოლიტიკური, ეკონომიკური და ფინანსური ვითარებისა, შეძლო მთელი რიგი მნიშვნელოვანი ღონისძიებების გატარება: მიიღო რესპუბლიკის კონსტიტუცია, ქართული ენა გამოაცხადა სახელმწიფო ენად, განახორციელა სასამართლო რეფორმა, ჩამოაყალიბა რეგულარული არმია, შექმნა დემოკრატიული მართვის ორგანოები, რომლებიც კონსტიტუციით კიდევ უფრო განამტკიცა, მიიღო სახელმწიფო სიმბოლიკა, ჩაატარა თავისუფალი საყოველთაო არჩევნები საკმაოდ მოკლე ხანში შექმნა საკანონმდებლო მემკვიდრეობა. ასევე, ჩამოაყალიბა პროფესიული კავშირები, გაატარა ფულად-საკრედიტო რეფორმა, შექმნა და მიმოქცევაში გაუშვა პირველი დროებითი ფული - ქართული ბონი, გაატარა მიწის, განათლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმები და დააფინანსა ათეულობით სტუდენტი უცხოეთში სწავლის მისაღებად. სწორედ ამ უმნიშვნელოვანეს მოვლენას შეუსრულდა 100 წელი და სწორედ ეს ფაქტი ხდის ჩვენს პროექტსაც ორმაგად გამორჩეულს. საქართველოს ეროვნული ბანკი უერთდება ამ ღირსშესანიშნავი თარიღის აღნიშვნას და 10 ლარის ნომინალის ვერცხლის საკოლექციო დანიშნულების მონეტას უძღვნის.

ეროვნული ბანკი ულოცავს საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს და საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილეს", - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

"1918 წლის 26 მაისს საფუძველი ჩაეყარა საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას, სამწუხაროდ, საბჭოთა ოკუპაციის გამო მან მხოლოდ ათას დღეზე მეტი იარსება, მაგრამ, მიუხედავად ამისა, შეგვიძლია თამამად განვაცხადოთ, რომ პირველმა დემოკრატიულმა რესპუბლიკამ უდიდესი საფუძველი ჩაუყარა ჩვენს სახელმწიფოს, მის პრინციპებსა და ფასეულობებს. ასევე აღსანიშნავია, რომ 1918 წლის 26 მაისის შემდეგ, ძალიან მოკლე პერიოდში დაიწყო მუშაობა ჩვენი ეროვნული ფულის ემისიის საკითხზე, თუმცა ოკუპაციის გამო სამწუხაროდ, ის 74 წლით გადაიდო.

დღეს, ეროვნულმა ბანკმა ჩვენ თვალწინ წარმოადგინა ძალიან კარგი და სიმბოლური დატვირთვის მქონე მონეტა. აღნიშნული მონეტა ეძღვნება საქართველოს პირველი რესპუბლიკის 100 წლის დაარსების იუბილეს. ზოგადად, საქართველოში ნუმიზმატიკის ისტორია თითქმის 26 საუკუნეს ითვლის, ჩემი შეფასებით, თითოეული მონეტა გამოხატავს ამ ვრცელი ისტორიის სხვადასხვა ეტაპზე, ქართული სახელმწიფოს სხვადსხვა ნიშან-თვისებას და დარწმუნებული ვარ, რომ აღნიშნული მონეტის მოჭრით, კიდევ ერთი ლამაზი ფურცელი ჩაიწერა ისტორიაში", - განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ.

მონეტის დიზაინი ღია კონკურსის წესით შეირჩა და მისი ავტორი მამუკა გონგაძეა.

ავერსის მთავარ კომპოზიციას წარმოადგენს 1918-1921 წლების საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახელმწიფო სიმბოლოები - მოფრიალე დროშა და გერბი, მონეტაზე დატანილია წარწერები: "26 მაისი", "1918", "საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა" და "10 ₾".

რევერსი აგებულია საქართველოს მოქმედი სახელმწიფო სიმბოლოების თემაზე. ძირითადი კომპოზიციაა მოფრიალე დროშები და საქართველოს სახელმწიფო გერბი. მონეტაზე დატანილია წარწერები: "საქართველო", "10 ლარი", "2018" და "GEORGIA.

საშუალოვადიან პერიოდში საქართველო იქნება ერთ-ერთი ყველაზე მზარდი ეკონომიკა ევროპასა და რეგიონის ქვეყნებს შორის - ლევან დავითაშვილი

22 აპრილი, 2024 , 10:48

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა საქართველოს ეკონომიკაში არსებულ ტენდენციებსა და მათი განვითარების პროგნოზებზე, ეკონომიკის სექტორულ პრიორიტეტებსა და გამოწვევე

კაპიტალის ბაზარი სწრაფად ვითარდება, რეფორმა აქტიურ ფაზაში შევიდა და საპენსიო ფონდის როლი მნიშვნელოვნად იზრდება - ირაკლი ნადარეიშვილი

5 აპრილი, 2024 , 14:03

სწრაფ ეკონომიკურ ზრდაზე, იმ დინამიკაზე როდესაც ვსაუბრობთ, რომელიც ფიქსირდება საქართველოს ეკონომიკაში ბოლო წლების განმავლობაში, ერთ-ერთი მთავარი ამოცანა და საკითხი, რომელიც ყოველთვის დგება განვითარებად ეკონომიკებში, არის

საქართველოში დაბალ ინფლაციას მიზნობრივ სამპროცენტიან მაჩვენებელთან ნორმალიზება, ასევე მსოფლიოში სურსათის ფასების შემცირება განაპირობებს - ეროვნული ბანკი

5 აპრილი, 2024 , 12:48

2024 წლის მარტში წლიურმა ინფლაციამ 0.5% შეადგინა, ხოლო თებერვალთან შედარებით ფასები 0.01%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ცნობით, დაბალ ინფლაციას, ერთი მხრივ, ადგილობრივ

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

ცოდნაზე დაფუძნებული, ინოვაციური ეკონომიკის განვითარებას ჩვენი ქვეყნის წინსვლისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს - ირაკლი კობახიძე

19 მარტი, 2024 , 12:27

მინდა, მივულოცო ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის იუბილე, ეს ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი