უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

4 ნოემბერი, 2016 16:40
font-size

ერთიანი აგროპროექტის ფარგლებში გორში ხილისა და ბოსტნეულის გადამამუშავებელი ახალი საწარმო გაიხსნა

სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, შიდა ქართლის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელთან, იოსებ ოქრომელიძესთან ერთად გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კარალეთში, შპს ,,ჯეოკონცენტრატის“ თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ხილისა და ბოსტნეულის გადამამუშავებელი საწარმო გახსნა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, კომპანია ,,ჯეოკონცენტრატს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ქონების მართვის სააგენტომ 20 067 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები სიმბოლურ ფასად გადასცა და კომპანიამ სოფლის მეურნეობის სამინისტროს შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში, ხილისა და ბოსტნეულის გადამამუშავებელი საწარმო შეიქმნა. საწარმოში ჯამში განხორციელდა 1 200 000 ლარის ინვესტიცია, აქედან 650 000 ლარი შეღავათიანი აგროკრედიტია.

სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, რომ სახელმწიფოს მხრიდან ფინანსურმა მხარდაჭერამ მეწარმეებს დამატებითი ბიძგი მისცა წარმოების განვითარებისა და გაფართოებისთვის.

,,საქართველოს ძლიერი გადამამუშავებელი აგრომრეწველობის ტრადიცია აქვს. შიდა ქართლი ამ კუთხით ყოველთვის გამორჩეული რეგიონი იყო. ქვეყანას აქვს რესურსი ნედლეულის - ხილის და ბოსტნეულის წარმოებისთვის, რისი ათვისებაც მაქსიმალურად უნდა მოხდეს და გადამამუშავებელი წარმოება განვითარდეს. სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტების მართვის სააგენტოს ერთიანი აგროპროექტის ფარგლებში, შიდა ქართლის რეგიონში გაიხსნა 18 ახალი და გაფართოვდა 64 საწარმო. რეგიონში გახსნილ ახალ საწარმოებში ჯამში 8,391,023 აშშ დოლარის ინვესტიციაა განხორციელებული“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

მინისტრის განცხადებით, სახელმწიფო პროექტების ფარგლებში შექმნილი ახალი, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი საწარმოები ადგილობრივი, რეგიონული ეკონომიკის განვითარებას და მოსახლეობის დასაქმებას უწყობს ხელს. სწორედ ეს არის სოფლის განვითარების წინაპირობა.

როგორც კომპანია ,,ჯეოკონცენტრატის“ დამფუძნებელმა, ივანე გოგლიძემ აღნიშნა, ამ ეტაპზე საწარმოში 50-მდე ადგილობრივია დასაქმებული. სეზონურად დამატებით 25 ადამიანის დასაქმდება მოხდება.
,,საწარმოს სიმძლავრე დღეში 10 000 - 12 000 ქილა კომპოტისა და მწნილის წარმოება იქნება. 2017 წელს დაგეგმილი გვაქვს დამატებითი ხაზებისა და დანადგარების დამატება და წარმოების გაზრდა“, - განაცხადა შპს ,,ჯეოკონცენტრატის“ დამფუძნებელმა.

კომპანია წარმოებულ პროდუქციას სახელით - ,,ბენეფიტ ბატონო“ გამოუშვებს. პირველ ეტაპზე წარმოებული პროდუქციის რეალიზაცია ადგილებრივ ბაზარზე მოხდება. 2017 წლიდან პროდუქცია ექსპორტზე გავა.

შპს ,,ჯეოკონცენტრატის“ საწარმო გამოუშვებს ჯონჯოლის, კიტრის, პომიდვრის, წიწაკის, კომბოსტოს, ნივრის მწნილებს, ასევე ჟოლოს, ალუბლის, თეთრი ბლის, ატმის, შინდის, ღოღნოშოს, მარწყვის, ფეიხოიას, ვაშლის, კომშის, ტყემლის კომპოტებს. კომპანია ნედლეულს ადგილობრივი ფერმერებისგან ჩაიბარებს.

საკვანძო სიტყვები:

11-25 აპრილს გომბორი-თელავის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

10 აპრილი, 2024 , 11:05

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 11 აპრილიდან 25 აპრილის ჩათვლით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზ

საქართველოს ბანკის რიგით 21-ე იდეათეკა ახალციხეში გაიხსნა

25 მარტი, 2024 , 17:05

საქართველოს 8 რეგიონში უკვე საქართველოს ბანკის 21 მულტიფუნქციური საგანმანათლებლო სივრცე - იდეათეკა ფუნქციონირებს. ეს ყველაფერი არაა. ფინანსური ინსტიტუტი მოსწავლეებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. საქ

ქობულეთში, შემოვლით გზაზე ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა

25 მარტი, 2024 , 12:09

ქობულეთში, შემოვლით გზაზე ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. "აჭარის ტელევიზიის" ინფორმაციით, შემთხვევა სოფელ ოჩხამურთან მოხდა და გარდაცვლილები ოჯახის წევრები არიან.  სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის განმარტებით,

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ხარაბაძე დაინიშნა

20 მარტი, 2024 , 12:00

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ხარაბაძე დაინიშნა. პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ახალ გუბერნატორს დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. პრემიერმა ლევან ხარაბაძ

ოზურგეთი-თბილისის მატარებელი სოფელ ნატანებთან ლიანდაგიდან გადავიდა, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა

20 მარტი, 2024 , 11:48

ოზურგეთი-თბილისის მატარებლის ელმავალი და პირველი ვაგონი სოფელ ნატანებთან ლიანდაგს ასცდა. როგორც საქართველოს რკინიგზაში აცხადებენ, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მათივე ცნობით, ამ დროისათვის მიმდინარეობს მოკვლევა დ

დედოფლისწყაროში, ტყის მიმდებარედ მამაკაცი ხანძრის გაჩენას ცდილობდა - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

5 მარტი, 2024 , 11:16

ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც დედოფლისწყაროს რაიონში, ტყის მიმდებარედ ხანძარს მიზანმიმართულად აჩენდა, 500 ლარით დაჯარიმდა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. „შინა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი