უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

15 დეკემბერი, 2016 16:30
font-size

ფოთის პორტში ვითარების გამოსასწორებლად მთავრობა პორტის მმართველ კომპანიასთან ერთად 24- საათიან რეჟიმში მუშაობს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე დავით ხუციშვილი ფოთის ნავსადგურში არსებული მდგომარეობის გამო ნავსადგურის მმართველ კომპანია „APM ტერმინალსის“ კომერციულ დირექტორს, ჯოზეფ ქროულს შეხვდა. მხარეებმა ფოთის ნავსადგურში არსებულ მდგომარეობასა და ვითარების გამოსწორების ღონისძიებებზე იმსჯელეს.

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ფოთის ნავსადგური უამინდობის გამო შეფერხებებით მუშაობს. წლევანდელი ზამთრის მკაცრი მეტეოპირობების გამო, 3 დეკემბერს ღამით ძლიერი შტორმის შედეგად ფოთში ტალღების სიმაღლემ 6 მეტრს მიაღწია. მდინარე რიონის ადიდებამ ზღვაში დიდი რაოდენობის ნაშალი მასალისა და ქვა-ღორღის ჩატანა გამოიწვია. შედეგად, ფოთის ნავსადგურში წყლის სიღრმე 5 მეტრამდე შემცირდა. ასეთი მოცულობის ქვა-ღორღის შეტანის ფაქტი და სტიქიური მოვლენები, ბოლო ათწლეულის განმავლობაში მეტეოროლოგებს არ ახსოვთ.

„სტიქიიდან გამომდინარე, დღეს ფოთის პორტი სრული წარმადობით ვერ ფუნქციონირებს. ტვირთების ნაწილის გადამისამართება ბათუმის პორტში მოხდა და მათთან 24 საათიან რეჟიმში ვმუშაობთ. თვითონ პორტის ხელმძღვანელობაც აქტიურადაა ჩართული ფოთიდან გადამისამართებული გემების მომსახურების პროცესში. მენეჯმენტი ცდილობს გადააწყოს მისი რესურსები გემების დროული მომსახურების მიზნით“ - განაცხადა დავით ხუციშვილმა.

ფოთის ნავსადგურის მმართველი კომპანიის „APM ტერმინალსის“ კომერციული დირექტორის ინფორმაციით, 7 მეტრამდე არხის გასაღრმავებლად, დაახლოებით 10 000 კუბური მეტრი ქვიშა-ღორღის ამოღებაა საჭირო, ხოლო 9 მეტრამდე - დამატებით 60 000 კუბური მეტრი. ამისთვის კომპანიას ბულგარეთიდან სპეციალური ტექნიკა შემოყავს.

მანამდე კი გემების მომსახურება ბათუმის ნავსადგურში მიმდინარეობს, რათა პრობლემები არ შეექმნას ბიზნესის იმ ნაწილს, რომლებიც ფოთის პორტის მომსახურებაზე არიან დამოკიდებულნი. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ყველა შესაბამის სამსახურთან კოორდინაციის რეჟიმში მუშაობს, რათა მაქსიმალურად მოკლე დროში გახდეს შესაძლებელი ნავსადგურის სრულყოფილი ფუნქციონირება.

ამინდის შედარებით გაუმჯობესების გამო, დღეიდან ნავსადგურის შესასვლელი არხის გაწმენდისა და გაღრმავების სამუშაოები ინტესიურად დაიწყება და ეტაპობრივად გაიზრდება ნავსადგურში გემების მიღების შესაძლებლობა. პრობლების სრული აღმოფხვრა 28 დეკემბრამდეა დაგეგმილი.

საკვანძო სიტყვები:

11-25 აპრილს გომბორი-თელავის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

10 აპრილი, 2024 , 11:05

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 11 აპრილიდან 25 აპრილის ჩათვლით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზ

საქართველოს ბანკის რიგით 21-ე იდეათეკა ახალციხეში გაიხსნა

25 მარტი, 2024 , 17:05

საქართველოს 8 რეგიონში უკვე საქართველოს ბანკის 21 მულტიფუნქციური საგანმანათლებლო სივრცე - იდეათეკა ფუნქციონირებს. ეს ყველაფერი არაა. ფინანსური ინსტიტუტი მოსწავლეებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. საქ

ქობულეთში, შემოვლით გზაზე ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა

25 მარტი, 2024 , 12:09

ქობულეთში, შემოვლით გზაზე ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. "აჭარის ტელევიზიის" ინფორმაციით, შემთხვევა სოფელ ოჩხამურთან მოხდა და გარდაცვლილები ოჯახის წევრები არიან.  სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის განმარტებით,

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ხარაბაძე დაინიშნა

20 მარტი, 2024 , 12:00

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ხარაბაძე დაინიშნა. პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ახალ გუბერნატორს დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. პრემიერმა ლევან ხარაბაძ

ოზურგეთი-თბილისის მატარებელი სოფელ ნატანებთან ლიანდაგიდან გადავიდა, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა

20 მარტი, 2024 , 11:48

ოზურგეთი-თბილისის მატარებლის ელმავალი და პირველი ვაგონი სოფელ ნატანებთან ლიანდაგს ასცდა. როგორც საქართველოს რკინიგზაში აცხადებენ, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მათივე ცნობით, ამ დროისათვის მიმდინარეობს მოკვლევა დ

დედოფლისწყაროში, ტყის მიმდებარედ მამაკაცი ხანძრის გაჩენას ცდილობდა - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

5 მარტი, 2024 , 11:16

ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც დედოფლისწყაროს რაიონში, ტყის მიმდებარედ ხანძარს მიზანმიმართულად აჩენდა, 500 ლარით დაჯარიმდა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. „შინა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი