უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

15 დეკემბერი, 2016 18:20
font-size

ფრანსუა პეჰშო: ნაბიჯები, რაც დოლარიზაციის შემცირების მიზნით გადაიდგმება, სავალუტო ფონდისთვის მისაღებია

საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივი წარმომადგენლის, ფრანსუა პეჰშოს შეფასებით, დოლარიზაცია ქართული ეკონომიკის სისუსტეა. „ამის გათვალისწინებით ნაბიჯები, რაც დოლარიზაციის შემცირების მიზნით გადაიდგმება, სავალუტო ფონდისთვის მისაღებია. ჩვენ ვფიქრობთ, რომ შემოთავაზებული გეგმა კარგია. როდესაც გავეცანით შემოთავაზებულ ვარიანტს, ის საკმაოდ მსგავსია იმ ღონისძიებებისა, რაც სხვა ქვეყნებმა გაატარეს დოლარიზაციის შესამცირებლად. ამ მეთოდებმა დაამტკიცეს, რომ ისინი ეფექტიანია პრობლემის გადასაჭრელად. ამდენად, ვიმედოვნებთ, რომ ამ გზით, დოლარიზაციის დონე საქართველოშიც შემცირდება. თუმცა, ამას დრო სჭირდება“, - განაცხადა ფრანსუა პეჰშომ გადაცემა „ბიზნესკონტაქტისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.

კითხვაზე რა გავლენას მოახდენს საბანკო სექტორში სასესხო პორტფელებზე ლარიზაციის ფარგლებში დაგეგმილი დოლარში გაცემული სესხების ლარში კონვერტაცია, სსფ-ის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში განმარტა, რომ დოლარის სესხების კონვერტაციის მსგავსი მიდგომა ძალიან წარმატებული აღმოჩნდა პერუში, 2014-2015 წლებში და შესაძლებელი გახადა სასესხო პორტფელებში დოლარიზაციის დონის შემცირება. „ეს ინიციატივა თითოეული პიროვნების, იპოთეკური სესხის მქონე მევალის სურვილზეა დამყარებული და მისი ნებაყოფლობითი გადაწყვეტილების საფუძველზე შეიძლება განხორციელდეს. ეფექტი, რასაც ეს ღონისძიება მოიტანს ბანკებისთვის იქნება ის, რომ მათი სასესხო პორტფელი უფრო მეტად ლარში დენომინირებული გახდება. ჩვენ არ ვვარაუდობთ, რომ ეს ბანკებისთვის რაიმე თვალსაზრისით მტკივნეული იქნება“ - აღნიშნა ფრანსუა პეჰშომ. მისი განცხადებით, გასული ორი წლის განმავლობაში ლარის მერყეობას ბაზრიდან მომდინარე მაკროეკონომიკური ფაქტორები განაპირობებდა. „შესაბამისად, ჩვენი რეკომენდაცია ეროვნულ ბანკის მიმართ იყო მცურავი გაცვლითი კურსის უზრუნველყოფა ინფლაციის სამიზნე პარამეტრის დაცვით. ბაზარზე ინტერვენციები უნდა ხორციელდებოდეს მხოლოდ გადაჭარბებული რყევების თავიდან ასაცილებლად ან რეზერვების შესავსებად“, - განაცხადა სსფ-ის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში.

საკვანძო სიტყვები:

საშუალოვადიან პერიოდში საქართველო იქნება ერთ-ერთი ყველაზე მზარდი ეკონომიკა ევროპასა და რეგიონის ქვეყნებს შორის - ლევან დავითაშვილი

22 აპრილი, 2024 , 10:48

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა საქართველოს ეკონომიკაში არსებულ ტენდენციებსა და მათი განვითარების პროგნოზებზე, ეკონომიკის სექტორულ პრიორიტეტებსა და გამოწვევე

კაპიტალის ბაზარი სწრაფად ვითარდება, რეფორმა აქტიურ ფაზაში შევიდა და საპენსიო ფონდის როლი მნიშვნელოვნად იზრდება - ირაკლი ნადარეიშვილი

5 აპრილი, 2024 , 14:03

სწრაფ ეკონომიკურ ზრდაზე, იმ დინამიკაზე როდესაც ვსაუბრობთ, რომელიც ფიქსირდება საქართველოს ეკონომიკაში ბოლო წლების განმავლობაში, ერთ-ერთი მთავარი ამოცანა და საკითხი, რომელიც ყოველთვის დგება განვითარებად ეკონომიკებში, არის

საქართველოში დაბალ ინფლაციას მიზნობრივ სამპროცენტიან მაჩვენებელთან ნორმალიზება, ასევე მსოფლიოში სურსათის ფასების შემცირება განაპირობებს - ეროვნული ბანკი

5 აპრილი, 2024 , 12:48

2024 წლის მარტში წლიურმა ინფლაციამ 0.5% შეადგინა, ხოლო თებერვალთან შედარებით ფასები 0.01%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ცნობით, დაბალ ინფლაციას, ერთი მხრივ, ადგილობრივ

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

ცოდნაზე დაფუძნებული, ინოვაციური ეკონომიკის განვითარებას ჩვენი ქვეყნის წინსვლისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს - ირაკლი კობახიძე

19 მარტი, 2024 , 12:27

მინდა, მივულოცო ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის იუბილე, ეს ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი