უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

20 მარტი, 2017 15:00
font-size

გალარების პროგრამის ფარგლებში 71 მლნ დოლარის მოცულობის სესხი გალარდა - გიორგი ცუცქირიძე

"საქართველოს ბანკების ასოციაციის" აღმასრულებელი დირექტორის, გიორგი ცუცქირიძის განცხადებით, 17 მარტის მდგომარებით, გალარებული სესხების რაოდენობამ 5 092 მსესხებელს მიაღწია, გალარებული სესხების მოცულობა კი, 70.9 მილიონ ლარია.

პრესკონფერენციაზე ცუცქირიძემ პროგრამა დადებითად შეაფასა

“ამ დროის მონაცემებით, გალარების პროგრამით 5092-მა მსესხებელმა ისარგებლა. გალარებული სესხების მოცულობა 70.9 მლნ ლარია.

როგორც წინა, 27 თებერვალს ჩატარებულ პრესკონფერენციაზე აღვნიშნე, უკვე თებერვლის მეორე ნახევრიდან აქტივობა საკმაოდ მომატებული იყო და 24 თებერვლისთვის მხოლოდ ბოლო 10 დღეში გალარებული სესხების რაოდენობა იყო გაორმაგებული და ეს მაჩვენებელი უკვე 1 700 მსესხებელს აღემატებოდა. შესაბამისად, ჩვენი პროგნოზიც იყო ოპტიმისტური. უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენი პროგნოზი და მოლოდინები მთლიანად გამართლდა და 17 მარტის მდგომარეობით, გალარებული სესხების რაოდენობამ 5 092 მსესხებელს მიაღწია, ხოლო გალარებული სესხების მოცულობამ 70.9 მლნ. ლარი შეადგინა, რაც გასალარებელი პორტფელის რაოდენობრივად 18,8 %, ხოლო თანხობრივად 17,75 %-ს შეადგენს, ანუ ამ 24 თებერვლიდან 17 მარტამდე პერიოდში, გალარებული სესხების რაოდენობა პრაქტიკულად გასამმაგდა”,- განაცხადა ცუცქირიძემ.

ცუცქირიძემ პროგრამა დადებითად შეაფასა და მედიას, ბანკებს და ეროვნულ ბანკს ჩატარებული საინფორმაციო კამპანიისთვის მადლობა გადაუხადა.

ცუცქირიძე მიიჩნევს, რომ ლარიზაციის პროცესში გალარება პოზიტიური როლის შემსრულებელი იყო.

მონიკა დავლიანიძე

საშუალოვადიან პერიოდში საქართველო იქნება ერთ-ერთი ყველაზე მზარდი ეკონომიკა ევროპასა და რეგიონის ქვეყნებს შორის - ლევან დავითაშვილი

22 აპრილი, 2024 , 10:48

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა საქართველოს ეკონომიკაში არსებულ ტენდენციებსა და მათი განვითარების პროგნოზებზე, ეკონომიკის სექტორულ პრიორიტეტებსა და გამოწვევე

კაპიტალის ბაზარი სწრაფად ვითარდება, რეფორმა აქტიურ ფაზაში შევიდა და საპენსიო ფონდის როლი მნიშვნელოვნად იზრდება - ირაკლი ნადარეიშვილი

5 აპრილი, 2024 , 14:03

სწრაფ ეკონომიკურ ზრდაზე, იმ დინამიკაზე როდესაც ვსაუბრობთ, რომელიც ფიქსირდება საქართველოს ეკონომიკაში ბოლო წლების განმავლობაში, ერთ-ერთი მთავარი ამოცანა და საკითხი, რომელიც ყოველთვის დგება განვითარებად ეკონომიკებში, არის

საქართველოში დაბალ ინფლაციას მიზნობრივ სამპროცენტიან მაჩვენებელთან ნორმალიზება, ასევე მსოფლიოში სურსათის ფასების შემცირება განაპირობებს - ეროვნული ბანკი

5 აპრილი, 2024 , 12:48

2024 წლის მარტში წლიურმა ინფლაციამ 0.5% შეადგინა, ხოლო თებერვალთან შედარებით ფასები 0.01%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ცნობით, დაბალ ინფლაციას, ერთი მხრივ, ადგილობრივ

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

ცოდნაზე დაფუძნებული, ინოვაციური ეკონომიკის განვითარებას ჩვენი ქვეყნის წინსვლისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს - ირაკლი კობახიძე

19 მარტი, 2024 , 12:27

მინდა, მივულოცო ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის იუბილე, ეს ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი