უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

8 მაისი, 2023 10:33
font-size

Green Gardens-ი საქართველოს ბანკთან პარტნიორობით, ბათუმში 16 ვილას აშენებს

საქართველოს ბანკი დეველოპერული და ტურიზმის სექტორის ხელშეწყობის მიზნით, პროექტების მხარდაჭერას განაგრძობს. ბანკთან პარტნიორობით, Green Gardens-ი ბათუმში 3 580 კვ.მ. ფართობზე 16 ვილას აშენებს. ბანკის მიერ განხორციელებული ინვესტიცია 1.4 მილიონ დოლარს შეადგენს. პროექტის ჯამური ღირებულება კი 2 მილიონი აშშ დოლარია.

Green Gardens Batumi, რომელიც სტარტაპ დეველოპერულ კომპანიას წარმოადგენს, ბაზარზე 2022 წლიდან ოპერირებს. აღნიშნული პროექტის მშენებლობა 2023 წელს დაიწყო და 2024 წლის ბოლოს დასრულდება.

„ჩვენი კომპანია საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ბათუმში, მშვიდ, წყნარ და გამწვანებულ უბანში 16 ვილას აშენებს. გეოგრაფიული მდებარეობაც ხელს გვიწყობს ჩაფიქრებული კონცეფციის შესრულებაში. სწორედ აქედან გამომდინარეობს ჩვენი კომპანიის დასახელებაც - Green Gardens Batumi. გვინდა მომხმარებელს მივცეთ შესაძლებლობა, პრემიუმ კლასის ვილებში დასახლდნენ, იცხოვრონ მწვანე, მშვიდ და კომფორტულ გარემოში, საიდანაც ქალაქის მთავარ ღირსშესანიშნაობებთან სულ რაღაც 5-10 წუთის სავალზე იქნებიან. პროექტში გათვალისწინებულია ორი ტიპის - ორ სართულიანი და სამ სართულიანი ვილები, რომლებსაც იზოლირებული ეზო, ინდივიდუალური პარკინგი, საერთო სარგებლობის აუზი და საბავშვო ზონა ექნებათ. მწვანე გარემოსთან ერთად ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისიც, რომ სამშენებლო მასალების კუთხით სრულად ენერგოეფექტურ მასალას ვიყენებთ, რადგან სხვადასხვა ენერგომატარებლის სამომავლო მოხმარება კიდევ უფრო შევამციროთ.

რაც შეეხება საქართველოს ბანკთან პარტნიორობას, მათთან თანამშრომლობა მაშინვე დავიწყეთ როგორც კი პროექტის კონცეფცია გაჩნდა. ბანკის გუნდი პირველივე დღიდან აქტიურად გვგულშემატკივრობდა და სრული ნდობა გამოგვიცხადა პროექტის აქტიურ ფაზაში გადასაყვანად. ამის შედეგად წარმატებული თანამშრომლობაც შედგა, რაც მომავალშიც აუცილებლად გაგრძელდება“, - აღნიშნავს კომპანიის დამფუძნებელი და დირექტორი, თამარ დიასამიძე.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია ხელი შევუწყოთ ისეთ მზარდ კომპანიებს, როგორიც Green Gardens Batumi-ა, რადგან კომპანიის წარმომადგენლები არ უშინდებიან გამოწვევებს და განსხვავებული კონცეფციის პროექტს გვთავაზობენ. რაც მთავარია, პროექტი მწვანე გარემოში და ენერგოეფექტური მასალებით შენდება, რაც მომხმარებლისთვის დამატებით ბენეფიტს წარმოადგენს. კომპანია არსებული პროექტის მიმდებარედ განსავითარებელ მიწის ნაკვეთს ფლობს და სამომავლოდ უკვე შემდეგი ფაზის ჩაშვებასაც განიხილავს. ეს კი არა მხოლოდ აჭარის რეგიონს, არამედ ტურიზმის სექტორს კიდევ უფრო გააძლიერებს, რადგან პროექტი განსაკუთრებული კონცეფციიდან გამომდინარე მოიზიდავს კიდევ უფრო მეტ, როგორც ადგილობრივ, ასევე უცხოელ ტურისტს“, - აღნიშნავს საქართველოს ბანკის კორპორაციული გაყიდვების სექტორის ხელმძღვანელი, ნათია ღლონტი.

11-25 აპრილს გომბორი-თელავის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

10 აპრილი, 2024 , 11:05

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 11 აპრილიდან 25 აპრილის ჩათვლით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზ

საქართველოს ბანკის რიგით 21-ე იდეათეკა ახალციხეში გაიხსნა

25 მარტი, 2024 , 17:05

საქართველოს 8 რეგიონში უკვე საქართველოს ბანკის 21 მულტიფუნქციური საგანმანათლებლო სივრცე - იდეათეკა ფუნქციონირებს. ეს ყველაფერი არაა. ფინანსური ინსტიტუტი მოსწავლეებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. საქ

ქობულეთში, შემოვლით გზაზე ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა

25 მარტი, 2024 , 12:09

ქობულეთში, შემოვლით გზაზე ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. "აჭარის ტელევიზიის" ინფორმაციით, შემთხვევა სოფელ ოჩხამურთან მოხდა და გარდაცვლილები ოჯახის წევრები არიან.  სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის განმარტებით,

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ხარაბაძე დაინიშნა

20 მარტი, 2024 , 12:00

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ხარაბაძე დაინიშნა. პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ახალ გუბერნატორს დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. პრემიერმა ლევან ხარაბაძ

ოზურგეთი-თბილისის მატარებელი სოფელ ნატანებთან ლიანდაგიდან გადავიდა, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა

20 მარტი, 2024 , 11:48

ოზურგეთი-თბილისის მატარებლის ელმავალი და პირველი ვაგონი სოფელ ნატანებთან ლიანდაგს ასცდა. როგორც საქართველოს რკინიგზაში აცხადებენ, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მათივე ცნობით, ამ დროისათვის მიმდინარეობს მოკვლევა დ

დედოფლისწყაროში, ტყის მიმდებარედ მამაკაცი ხანძრის გაჩენას ცდილობდა - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

5 მარტი, 2024 , 11:16

ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც დედოფლისწყაროს რაიონში, ტყის მიმდებარედ ხანძარს მიზანმიმართულად აჩენდა, 500 ლარით დაჯარიმდა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. „შინა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი