არქივი
ეკონომიკა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში ესტონეთის მხარდაჭერით განხორციელებული პროექტები განიხილეს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ეკონომიკური და თანამშრომლობის განვითარების დეპარტამენტის გენერალურ დირექტორს, იური სეილენთალს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით საქართველოში განხორციელებული პროექტები შეაფასეს და თანამშრომლობის ახალი მიმართულებები განსაზღვრეს.
ნოდარ კერესელიძემ დეტალურად ისაუბრა ესტონეთის მხარდაჭერით სურსათის ეროვნულ სააგენტოში განხორციელებულ პროექტზე, რომელმაც მნიშვნელოვანი განსაზღვრა რძის სექტორის განვითარება. მინისტრის მოადგილემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის პრიორიტეტულია მერძეული ჯიშის მესაქონლეობის განვითარება და ესტონეთის გამოცდილების გაზიარება პროდუქტიულობის ამაღლების, ჯიშობრივი გაუმჯობესებისა და დაავადებათა კონტროლის თვალსაზრისით.
ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ეკონომიკური და თანამშრომლობის განვითარების დეპარტამენტის გენერალურ დირექტორის, იური სეილენთალის განცხადებით, ესტონეთისთვის პრიორიტეტულია საქართველოსთან თანამშრომლობა და მხარდაჭერის ფორმატში, უკვე დაგეგმილია ახალი პროექტის განხორციელება, რომელიც ხელს შეუწყობს მესაქონლეობის სექტორის განვითარებას.