უკან

ეკონომიკა

15 ივნისი, 2017 11:45
font-size

გიორგი გახარია აზერბაიჯანის კულტურისა და ტურიზმის მინისტრს შეხვდა

“ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის კუთხით აზერბაიჯანი არის საქართველოსთვის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი, სტრატეგიული ქვეყანა, რომელიც ამ მიმართულებით პარტნიორი ქვეყნების ათეულში პირველ ადგილს იკავებს და ჩვენ გვსურს, რომ ტურიზმის სექტორში ურთიერთანამშრომლობის მასშტაბები კიდევ უფრო გაიზარდოს“ – ამის შესახებ გიორგი გახარიამ ბაქოში აზერბაიჯანის კულტურისა და ტურიზმის მინისტრთან, აბულფას გარაევთან შეხვედრისას განაცხადა.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ორი ქვეყნის მინისტრებმა ტურისტულად მნიშვნელოვან პროექტებზე ისაუბრეს და განიხილეს ის ღონისძიებები, რომლებმაც ხელი უნდა შეუწყოს რეგიონში ტურისტული ნაკადების კიდევ უფრო გაზრდას, ასევე ტურისტული ინფრასტრუქტურისა და სერვისების განვითარებას.

გიორგი გახარიამ აბულფას გარაევს და აზერბაიჯანის მთავრობას განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის პოსტზე საქართველოს კანდიდატის, ზურაბ პოლოლიკაშვილის მხარდაჭერისთვის.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, საქართველოსა და აზერბაიჯანის მჭიდრო თანამშრომლობა ტურიზმის სფეროში არამარტო ორმხრივი, არამედ რეგიონალური მნიშვნელობისაა. „ორივე ქვეყანას აქვს დიდი პოტენციალი ერთობლივი პროექტების განსახორციელებლად რეგიონში ტურიზმის კიდევ უფრო განვითარებისა და ხელშეწყობისთვის. აზერბაიჯანულ მხარეს მივაწოდეთ ინფორმაცია იმ პროექტებზე, რომელიც ტურიზმის ინფრასტრუქტურულ განვითარებას უკავშირდება. ჩვენ ხაზი გავუსვით მნიშვნელოვან პლატფორმებს, სადაც ორივე ქვეყანა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობს. შევთანხმდით, რომ გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ფარგლებში ერთიან პროექტებს განვავითარებთ, რათა ჩვენი რეგიონის, როგორც მნიშვნელოვანი ტურისტული მიმართულების ცნობადობა ავამაღლოთ“ – განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გენადი არველაძემ.

მინისტრის მოადგილის თქმით, ქართულმა მხარემ აზერბაიჯანელ კოლეგებს გააცნო ის ღონისძიებები, რომლებიც პროექტ „ჩექ ინ ჯორჯიას“ ფარგლებში ხორციელდება ტურიზმის ხელშეწყობისთვის. ორივე მხარემ გამოთქვა მზადყოფნა, რომ შექმნიან სამუsაო ჯგუფებს და უფრო მჭიდროდ ითანამშრომლობენ კულტურული, ტურისტულად მნიშვნელოვანი პროექტების დაგეგმვა–განხორციელებისთვის.

მნიშვნელოვანია, რომ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში აზერბაიჯანიდან საქართველოში შემოსულ ვიზიტორთა რაოდენობამ 6 მილიონს გადააჭარბა. 2016 წელს აზერბაიჯანიდან საქართველოში შემოსულ ვიზიტორთა რაოდენობამ 1 523 057, ხოლო 2017 წლის ხუთ თვეში უკვე 602 840 ადამიანი შეადგინა.

საშუალოვადიან პერიოდში საქართველო იქნება ერთ-ერთი ყველაზე მზარდი ეკონომიკა ევროპასა და რეგიონის ქვეყნებს შორის - ლევან დავითაშვილი

22 აპრილი, 2024 , 10:48

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა საქართველოს ეკონომიკაში არსებულ ტენდენციებსა და მათი განვითარების პროგნოზებზე, ეკონომიკის სექტორულ პრიორიტეტებსა და გამოწვევე

კაპიტალის ბაზარი სწრაფად ვითარდება, რეფორმა აქტიურ ფაზაში შევიდა და საპენსიო ფონდის როლი მნიშვნელოვნად იზრდება - ირაკლი ნადარეიშვილი

5 აპრილი, 2024 , 14:03

სწრაფ ეკონომიკურ ზრდაზე, იმ დინამიკაზე როდესაც ვსაუბრობთ, რომელიც ფიქსირდება საქართველოს ეკონომიკაში ბოლო წლების განმავლობაში, ერთ-ერთი მთავარი ამოცანა და საკითხი, რომელიც ყოველთვის დგება განვითარებად ეკონომიკებში, არის

საქართველოში დაბალ ინფლაციას მიზნობრივ სამპროცენტიან მაჩვენებელთან ნორმალიზება, ასევე მსოფლიოში სურსათის ფასების შემცირება განაპირობებს - ეროვნული ბანკი

5 აპრილი, 2024 , 12:48

2024 წლის მარტში წლიურმა ინფლაციამ 0.5% შეადგინა, ხოლო თებერვალთან შედარებით ფასები 0.01%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ცნობით, დაბალ ინფლაციას, ერთი მხრივ, ადგილობრივ

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

ცოდნაზე დაფუძნებული, ინოვაციური ეკონომიკის განვითარებას ჩვენი ქვეყნის წინსვლისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს - ირაკლი კობახიძე

19 მარტი, 2024 , 12:27

მინდა, მივულოცო ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის იუბილე, ეს ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი