უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

19 ოქტომბერი, 2019 12:45
font-size

გიორგი გახარია გორში სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა

გიორგი გახარია გორში სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა. პრემიერ-მინისტრი მედიკოსებთან შეხვედრისას სამედიცინო სფეროში არსებული პრობლემებით დაინტერესდა.

მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა მედიკოსების, პედაგოგებისა და პოლიციელების როლს მოქალაქეების სოციალურ ცხოვრებაში.

„ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია იმ ძირითადი მსხვილი სოციალური ჯგუფების განვითარება, მათი ყოველდღიური ცხოვრების და მუშაობის პირობები, როგორიც არის პედაგოგიკა, მედიცინა და სამართალდამცავი სისტემა. ამას მარტივი ახსნა აქვს. ეს ის ხალხია, რომელიც სახელმწიფოს სახელით ზრუნავს ჩვენს ბავშვებზე და ღვაწლმოსილ მოხუცებზე. ეს არის სახელმწიფოს ყველაზე მნიშვნელოვანი პოზიტიური ვალდებულებები“ , - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, სახელმწიფოს სოციალურ ნაწილში აქვს საკმაოდ სერიოზული ვალდებულებები და წინგადადგმული ნაბიჯები, როგორც პედაგოგების, ასევე ექიმების ნაწილში.

„იყო პატარა ჩამორჩენები, თუმცა ჩემზე უკეთესად იცით, სახელმწიფომ სამედიცინო სფეროში რამხელა რესურსები და ძალისხმევა მიმართა. აქ ვართ იმისთვის, რომ პირველ რიგში პროფესიულ ნაწილზე ვისაუბროთ. რა თქმა უნდა ღიად, მწვავედ და კრიტიკულად. ეს შეხვედრები, დისკუსიები იქნება პედაგოგებთან, ექიმებთან, სამართალდამცავ სმასთან და შემდეგ უკვე მივხედავთ ჩვენ ბიუროკრატიას“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

11-25 აპრილს გომბორი-თელავის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

10 აპრილი, 2024 , 11:05

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 11 აპრილიდან 25 აპრილის ჩათვლით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზ

საქართველოს ბანკის რიგით 21-ე იდეათეკა ახალციხეში გაიხსნა

25 მარტი, 2024 , 17:05

საქართველოს 8 რეგიონში უკვე საქართველოს ბანკის 21 მულტიფუნქციური საგანმანათლებლო სივრცე - იდეათეკა ფუნქციონირებს. ეს ყველაფერი არაა. ფინანსური ინსტიტუტი მოსწავლეებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. საქ

ქობულეთში, შემოვლით გზაზე ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა

25 მარტი, 2024 , 12:09

ქობულეთში, შემოვლით გზაზე ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. "აჭარის ტელევიზიის" ინფორმაციით, შემთხვევა სოფელ ოჩხამურთან მოხდა და გარდაცვლილები ოჯახის წევრები არიან.  სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის განმარტებით,

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ხარაბაძე დაინიშნა

20 მარტი, 2024 , 12:00

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ხარაბაძე დაინიშნა. პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ახალ გუბერნატორს დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. პრემიერმა ლევან ხარაბაძ

ოზურგეთი-თბილისის მატარებელი სოფელ ნატანებთან ლიანდაგიდან გადავიდა, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა

20 მარტი, 2024 , 11:48

ოზურგეთი-თბილისის მატარებლის ელმავალი და პირველი ვაგონი სოფელ ნატანებთან ლიანდაგს ასცდა. როგორც საქართველოს რკინიგზაში აცხადებენ, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მათივე ცნობით, ამ დროისათვის მიმდინარეობს მოკვლევა დ

დედოფლისწყაროში, ტყის მიმდებარედ მამაკაცი ხანძრის გაჩენას ცდილობდა - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

5 მარტი, 2024 , 11:16

ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც დედოფლისწყაროს რაიონში, ტყის მიმდებარედ ხანძარს მიზანმიმართულად აჩენდა, 500 ლარით დაჯარიმდა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. „შინა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი